ბიძინა, ბიძინა, ბიძინა, მაია, მაია, (ბერა) ანუ როცა არაფერი ხდება

მართლა რას ვერჩი ამ ადამიანს?! არც არაფერს (ადრეც არ ვერჩოდი კონკრეტულად ადამიანს, ახლა მითუმეტეს არ ვერჩი) რაც მოთხოვნადი და ყურებადია იმას აკეთებს, რაც სმენადი და ატაცებადია იმას უშვებს. მეტი რა ქნას? არაჩვეულებრივი რეიტინგი აქვს! იქნებ თვითონ სულაც არ მოსწონს თავისი მდარე ხარისხის გადაცემები მაგრამ რადგან ხალხი ითხოვს სანახაობას, ხალხის სურვილს ვერსად წაუვა. და ერთი-ორი ვითომ … ვრცლად ბიძინა, ბიძინა, ბიძინა, მაია, მაია, (ბერა) ანუ როცა არაფერი ხდება

გამოიცანი ბლოგერი ვოლ.2

წინა ექსპერიმენტმა გაამართლა, სიმართლე თუ გინდათ ის ბლოგერები უკეთ გამოიცნეს, რომლებსაც არ ვიცნობდი. ჩანს ნაცნობები მთლად ისე ვერ აღვწერე 🙂 ვიწყებთ გამოცნობების მეორე სერიას. 1.ბლოგოსფეროს დიადი კრიტიკოსი, ირონიით და იუმორით გაჯერებული გრძელი პოსტებით. უამრავი კონკურსის გამარჯვებული, ამ ბოლო დროს ჟიურშიც მოგვევლინა 🙂 ყველაზე ძალიან რაც მის ბლოგზე მიყვარს მისი დაწერილი არაა, მაგრამ ალბათ თვითონაც დაწერდა … ვრცლად გამოიცანი ბლოგერი ვოლ.2

გამოიცანი ბლოგერი

ბევრ ბლოგერს არ ვიცნობ, მაგრამ მათი ბლოგებიდან გარკვეული წარმოდგენა მაქვს მათზე, ჰოდა ძალიან ძალიან ადვილ და დეტალურ აღწერას გავაკეთებ და თუ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ბლოგერსაც ადვილად გამოიცნობთ 🙂 1.ბლოგის ხსენებაზე პირველად ყოველთვის ის მახსენდება, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვნახე მისი ინტერვიუ სოც.მედიაზე ჟურნალ “გზაში” აქვს ტექნიკურად ძალიან მოწესრიგებული, ფერადი (განსაკუთრებით ერთი ფერის) ბლოგი, წერს … ვრცლად გამოიცანი ბლოგერი

TJF 2010

ყველაფერი იმით დაიწყო რომ ფილარმონიის დაცვამ ბლოგერების სიაში ადვილად მიპოვა (სულ ხუთნი ვიყავით და არ გაუჭირდებოდა) მერე ცოტა ვიბოდიალე სხვების მოლოდინში და მოგვიანებით ყველა ერთად შევედით დარბაზში სადაც მაქქოი ტაინერის ტრიო და დიდი დოზით ჯაზი გველოდა! მერე გამოჩნდნენ ისინი (ნუ ჯერ წამყვანი გამოჩნდა და სპონსორებს მადლობა გადაუხადა) ჯერალდ ქენონი – კონტრაბასი ერიკ კამაუ-გრავატი – დასარტყამი გარი … ვრცლად TJF 2010

პრე პოსტი ჯაზ ფესტივალზე ანუ დარჩა… :)

რაც არ უნდა საოცარი იყოს ცამეტი ჩემი იღბლიანი რიცხვია და ალბათ სწორედ ამიტომაც გამიმართლა და თბილისის რიგით მეცამტე ჯაზ-ფესტივალის ბლოგერი გავხდი. სულ რაღაც 6 დღეში, 2010 წლის 27 ოქტომბერს ჯაზ-ფესტივალი კიდევ ერთხელ დაიწყება თბილისში და ჯაზის მოყვარულებსა და არა მარტო მათ ოთხ დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს. თბილისის ჯაზ-ფესტივალ წელს კრისტიან სკოტის კვინტეტი გახსნის. კრისტიან სკოტი ის … ვრცლად პრე პოსტი ჯაზ ფესტივალზე ანუ დარჩა… 🙂

წინის წინა პოსტი ჯაზ-ფესტივალზე

გუშინ როგორ იქნა, ლეონსიო ვნახე და რაღაც დეტალები დავაზუსტე ჯაზ-ფესტივალის შესახებ, ასე რომ სანამ პრე-საფესტივალო რეჟიმში გადავერთვებოდე, ერთი მსუბუქი და ჰაეროვანი პოსტის (თუ საერთოდ ასეთი არსებობს :)) დაწერა მინდა. გუშინდელი დღე ცოტათი მაინც გახადა ღირსშესანიშნავი იმან, რომ პირველად ვნახე რეალში ბლოგერები. (დიდი ამბავი ეგეც, ეგენიც ადამიანები არიან), მაგრამ ჩემი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე ეს ფაქტი მაინც … ვრცლად წინის წინა პოსტი ჯაზ-ფესტივალზე

ჩემი “ჯვაროსნები” ანუ რატომ მინდა თბილისის ჯაზ-ფესტივალზე

პირველი საკონკურსო პოსტი ჩემს ბლოგზე 🙂 კონცერტი იწყება, დარბაზში ქაოტურად მორიალე ბრბო სცენის წინ იყრის თავს, გზას მუჯლუგუნებით ვიკვლევ და როცა სცენის წინ აღმოჩენილი საქსოფონის ხმას გულში ვაგზავნი, ვხვდები რომ ოცნება ამიხდა. ჯაზი ჩემი მუსიკა არაა, ჯაზი მუსიკაა ჩემთვის, მუსიკა რომელსაც გულით ვუსმენ. 1960 წელს, როცა ჰიუსტონში ჩამოყალიბებული “The Swingsters ” (პიანისტი – ჯო სემპლი, … ვრცლად ჩემი “ჯვაროსნები” ანუ რატომ მინდა თბილისის ჯაზ-ფესტივალზე