ილია მოვდივართ !

კარგი ბლოგერი თემას არ გააცივებსო, ნათქვამია, მაგრამ ახლა ისეთ თემაზე ვაპირებ წერას, გაციება და გახრწნა რომ არ ემუქრება. ძალიან ვეცდები ვიყო ლაკონური და კონკრეტული. მეც მეძინება, თქვენც გეძინებათ და ტრიფონსაც ეძინება (ერთ ცნობილ ფილმს თუ დავესესხებით) არა, ესაა ახლა ლაკონურობა? მოკლედ ამბავი პირველი: ცხედრის აღმოყვანება ფაქტი, რომ მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა და მისი წმინდა ნაწილები … ვრცლად ილია მოვდივართ !

მარტო არ ხართ

ხანდახან არის ხოლმე, დავწერ რამეს, ვუყურებ 2 წუთს, მერე წავშლი, სტატუსი იქნება ეს თუ პოსტი, მეშინია, რომ საკმარისად ნათლად  გასაგებად ვერ გადმოვცემ ჩემს აზრებს და ეს შიში არ მაძლევს საშუალებას ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ძალიან დამჩემდა. განსაკუთრებით, თუ საქმე ისეთ აქტუალურ ამბებსა და პრობლემებს ეხება, როგორიც, მაგალითად უკრაინელი ხალხის პროტესტია. მთელი გულით სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელებს, აღფრთოვანებული … ვრცლად მარტო არ ხართ

რაინდი, გერლფრენდი და მეფე ანუ პოსტი არაფერზე

რა საჭიროა ეს ოთხი სათაური იმდენი ხანია პოსტია არ დამიწერია, უკვე არც მახსოვს, როგორ უნდა უნდა დავიწყო, მაგრამ მაინც ვცდი. ეს პოსტი დღევანდელ მოკრძალებულ ინაუგურაციაზე არ არის, “ვიწრო წრეშიო” რომ იტყვიან, არც ლევან ვასაძის სახელსა და გვარს დაბლა მიწერილ წოდება-რაინდზე, არც მაკა ჩიჩუას სტატუსზე-პრეზიდენტის მეგობარი ქალი. არც ირაკლი ალასანიას მშვენიერი მეუღლის სრულიად ადამიანურ ჟესტზე, არც … ვრცლად რაინდი, გერლფრენდი და მეფე ანუ პოსტი არაფერზე

ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ახლა ის დრო და პერიოდი გვიდგას ქართველებს ყველა ჭეშმარიტი ბლოგერის (და ჭეშმარიტი მამულიშვილის) კლავიატურა ერის ტკივილს, სირცხვილსა და სიბნელეზე რომ უნდა მოსთქვამდეს, მაგრამ ჩემს კლავიატურას ისეთი პატრონი ჰყავს რომ ბლოგერობასა და მამულიშვილობაზე სულ ადვილად აიღებს ხელს ოღონდ ბოლო დღეების ამბები არ გაიხსენოს. (თან ჩემი მოთქმა ამ წკვარამში სინათლის სხივად ,ნამდვილად, ვერ შეიჭრება, ასე რომ, დუმილი … ვრცლად ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

გაიღიმეთ That’s all

მე რომ ადამიანების არ მესმის და უცნაურად მიმაჩნია შეიძლება იმათაც ეგრე არ ესმით ჩემი და უცნაურად მივაჩნივარ ხო? დღეს ბოლო გამოცდა მქონდა, ჩემთვის პირველი სემესტრი დამთავრდა. ცოცხალი ვარ. ახლა ეს რა შუაში იყო, უბრალოდ მიხარია და გაგიზიარეთ. თაობაა უცნაური თუ მე მჭირს რამე? უყურებ მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხალხია და ბრახ ისეთს იტყვიან თვალები აგდის შუბლზე (ეგ … ვრცლად გაიღიმეთ That’s all

ემი და

ექსტრემალურად მოკლე და სწრაფი პოსტია 🙂 რამდენიმე დღეა ფეისბუქი გავაუქმე! არა, არ შეშფოთდეთ! მარკის ლურჯ სამყაროს სამუდამომდ არ დავმშვიდობებივარ, არც დეპრესია მაქვს და ხალხი მეზიზღება, უბრალოდ ავდექი და გავაუქმე, შემდეგ კვირას ისევ მოვუშლი ხალხს ნერვებს ჩემი გავუთავებელი სტატუსებით ^_^ ეს ისე )) ჩემი ფლეილისთი ცალკე თემაა, ვინაიდან არ გამაჩნია არავითარი ემპე3-ის მაგვარი მოწყობილობა ჩემს “სატანურ” … ვრცლად ემი და

რიგი ქართულად

როგორც წინა პოსტში ვწერდი, ერთი რიგითი მოსწავლე ვარ და მეტროთი მგზავრობაც ხშირად მიწევს, სათვალიანი გოგოების გარდა კი ბევრ სხვა “გრუზინობებსაც” ვაწყდები. ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემაა რიგში დგომის კულტურა, უფრო სწორად კი ამ კულტურის არ ქონაა 😐 მოკლედ რომ ვთქვა, ქართული რიგის ურიგობა მაცოფებს. 😐 მოსწავლის ბილეთი დიდი ხნის წინ დავკარგე, ამიტომ მეტრომანით ვსარგებლობ, არც თუ იშვიათია … ვრცლად რიგი ქართულად