მოხუფული ზაფხული

ზაფხულის გამჭვირვალე, მზეჩაღვრილ და მომთენთავ დღეებში ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ამ ზაფხულის შეგროვება და შენახვა რომ შეიძლებოდეს. მურაბასავით ქილაში ჩამწყვდევა და მჭიდროდ დახუფვა. მერე, ზამთრის მოწყენილ, აჯაგრულ, სუსხიან საღამოებს რომ ვეღარ გავუძლებდი, გავხსნიდი ზაფხულით სავსე ქილებს და ზღაპრული ჯინივით ამოვუშვებდი ზღვის, თივის და მინდვრის მარწყვის სურნელს, ამოვუშვებდი შენახულ ზაფხულებს და თბილისის განაცრისფერებულ ქუჩაში ჩემი … ვრცლად მოხუფული ზაფხული

გამარჯობა, Mr Darcy

მოდი ვაღიაროთ, ბავშვობაში (თუმცა, რატომ მხოლოდ ბავშვობაში) ყველა ვიყავით რომელიმე წიგნის პერსონაჟზე ყურებამდე შეყვარებული. ალბათ რამდენჯერ “გადმოგვიყვანია” წიგნის ფურცლებიდან, გვინახავს მათთან ერთად დაისი, დაგვილევია ჩაი და გვიცხოვრია “დიდხანს და ბედნიერად”, ან ამ პერსონაჟის ანალოგი დიდხანს და გულმოდგინედ გვიძებნია რეალურ ცხოვრებაში. ის შეიძლება გვიყვარდეს მხოლოდ კითხვის დროს, ან მთელი ცხოვრება, ან ახალ წიგნში აღმოჩენილ ახალ სიყვარულამდე. … ვრცლად გამარჯობა, Mr Darcy

წიგნებისა და მკითხველების ამბავი

A spoiler is an element of a disseminated summary or description of any piece of fiction that reveals any plot elements which threaten to give away important details concerning the turn of events of a dramatic episode.                                     … ვრცლად წიგნებისა და მკითხველების ამბავი

აბიტურიენტული პოსტი

რეზოს     აბიტურიენტობა ის საოცარი პერიოდია, სტუდენტებს რომ ტკბილად ახსენდებათ და მეთერთმეტე კლასელებს ტანში ცრით ^^ აი მასწავლებლიდან მასწავლებელთან რომ დადიხარ მძიმე ჩანთით და ფეისბუქზე წუწუნებ იმის შესახებ რომ ძალიან ბევრს მეცადინეობ. აბიტურიენტები დაღლილები არიან, დაძაბული სახეებით, ჩაშავებული თვალებით და  წერისგან ატკიებული თითებით. მე არ მწამს ასეთი აბიტურიენტობის და ამიტომ სულ ვიღიმები, იმაზე მეტს … ვრცლად აბიტურიენტული პოსტი

წლის ბლოგერი

მე ბლოგერი ვარ! აჰ, რამდენ თქვენგანს უთქვამს ეს სიტყვები სიამაყით განსაკუთრებით იმ ხალხთან, რომლებსაც ბლოგერები რაღაც მითიურ არსებებად წარმოუდგენია. არადა საქართველოში ბლოგინგი განვითარების უდაბლეს ეტაპზეა და ახლა იწყებს ფართხალს. არ გადამიაროთ, ჯერ დამაცადეთ! ალბათ მეტყვით რომ საქართველოში 2005-07 წლებიდან არსებობენ ბლოგერები და რომ ჩვენთვის ბლოგინგი უცხო ხილი არაა, მე არ მაინტერესებს რა იყო წარსულში (არა … ვრცლად წლის ბლოგერი

10 წიგნი +/- 2

ამ პოსტს ალბათ არასდროს დავწერდი აბიტურიენტი რომ არ ვიყო. ეგეც არ იყოს სხვას მაინც ვერაფერს ვწერ, არც განწყობა არც ნერვები :შ პესიმიზმი იქით იყოს და წელს ჩავარდნის წელი მქონდა მხატვრული ლიტერატურის მხრივ  😦 რაც ზაფხულში წავიკითხე ეგ იყო და ეგ მის მერე  წიგნი არც გადამიშლია ჰოდა ჩემს თაროზე უკვე მერამდენე წიგნი იმტვერება ამ სიტყვის სრული … ვრცლად 10 წიგნი +/- 2

ბიძინა, ბიძინა, ბიძინა, მაია, მაია, (ბერა) ანუ როცა არაფერი ხდება

მართლა რას ვერჩი ამ ადამიანს?! არც არაფერს (ადრეც არ ვერჩოდი კონკრეტულად ადამიანს, ახლა მითუმეტეს არ ვერჩი) რაც მოთხოვნადი და ყურებადია იმას აკეთებს, რაც სმენადი და ატაცებადია იმას უშვებს. მეტი რა ქნას? არაჩვეულებრივი რეიტინგი აქვს! იქნებ თვითონ სულაც არ მოსწონს თავისი მდარე ხარისხის გადაცემები მაგრამ რადგან ხალხი ითხოვს სანახაობას, ხალხის სურვილს ვერსად წაუვა. და ერთი-ორი ვითომ … ვრცლად ბიძინა, ბიძინა, ბიძინა, მაია, მაია, (ბერა) ანუ როცა არაფერი ხდება