აბუდელაურის ტბები და ბოდიალი მოკითხვამდე

ეროვნული გამოცდები სტრესია. რაც უნდა ადვილი იყოს, ჰოდა, ჩემთვის სასწაულივით იყო ბოლო გამოცდის საღამოს ერთ ძალიან კარგ ჯგუფში რომ წავიკითხე აბუდელაურებზე მივდივართ და ადგილი გვაქვსო. აბუდელაურებმა ჩემზე ჯადოსნურად იმოქმედა, წარმოვიდგინე ფოტოებზე ნანახი ლურჯად მოლივლივე ტბა და ხევსურეთის მონატრებული ბუნება, ბევრი არ მიფიქრია, ყველაფერი იყო სპონტანურად და ძალიან სახალისოდ ^^ 21-ში, ჩემი ბლოგის დაბადების დღის მეორე დღეს … ვრცლად აბუდელაურის ტბები და ბოდიალი მოკითხვამდე

ურბანული ამბები

რომ დგახარ ღია ფანჯარასთან და უყურებ მზის ამოსვლას, ჯერ ჩიტები იწყებენ ჟღურტულს, არ ჩანან, მარტო ხმაა, მერე ნელ-ნელა ფერადდება ღია ნაცრისფერი ცა, ჯერ შორიდან, მერე მოდის, ვარდისფერი და ცისფერი იმატებს, კორპუსების კედლებს თითქოს ალმური აუვათ ხოლმე, მერე მზე ამოდის და ჩემი ფანჯრის მარცხნივ მშვიდად ჩერდება ცაზე.   როცა იღვიძებ ზამთრის საოცრად სუსხიან დილას, ფოკუსდაკარგული მზერით უყურებ … ვრცლად ურბანული ამბები

ზაფხული

ზარმაცი გოგოს ბლოგი საზაფხულო არდადეგებს იწყებს (არც მანამდე ვაქტიურობდი დიდად, მაგრამ ახლა სულ გავპასიურდები) თუ რამე საინტერესო და ღირსშესანიშნავი მოხდება, ჩემი ბლოგის ძვირფასი მკითხველები აუცილებლად შეიტყობენ 🙂 ასე ორ კვირაში ერთხელ ალბათ დავწერ 🙂 ზარმაცი გოგო ბედნიერია რომ შატილში მიდის, რომ სოფელშიც მიდის, სადაც შეეძლება მთელი დღე ეგდოს და წიგნები იკითხოს, პოკერი ითამაშოს ან უბრალოდ … ვრცლად ზაფხული