ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

შობას გილოცავთ! ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ვინც აღნიშნავთ ამ საოცრად ლამაზ და დადებითი ენერგეტიკის მქონე დღესასწაულს! მუდამ სასწაულებით აღსავსე ყოფილიყოს იგი თქვენთვის. მე კი შობის ღამეს ძალიან ძვირფასი საჩუქარი მივიღე. სინამდვილეში ძალიან უბრალო, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული და რაც მთავარია უსაყვარლესი ადამიანისგან. მე, როგორც ჭეშმარიტად ზარმაცს არ გამაჩნდა ჩემი ბლოგის გვერდი ფეისბუქზე და მხოლოდ წუწუნით შემოვიფარგლებოდი, დღეს … ვრცლად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

“გრინჩი” და “პროფილი” ანუ ჩვენ მაინც გვიყვარს ახალი წელი

ბოლო კვირაა პირწიკნაგზე, ჩემი მეგობრების სტატუსებს “პროფილი”და “გრინჩი” დაემართათ. ამ დაავადებების სიმპტომები ძალიან ადვილი გამოსაცნობია და სწორი მკურნალობის შემთხვევაში საშიშიც არაა. პირველ რიგში ყურადღება მინდა “გრინჩზე” გავამახვილო, რა თქმა უნდა ნათელია რომ საუბარი არ მაქვს წიგნზე “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” და არც მის მიხედვით გადაღებულ ანიმაციასა და ფილმზე (ეს უკანასკნელი ჯიმ ქერის გამო შემიყვარდა ბავშვობაში) … ვრცლად “გრინჩი” და “პროფილი” ანუ ჩვენ მაინც გვიყვარს ახალი წელი

დაბრუნება

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, ეს პირველ რიგში ჩემი მოუცლელობისა და კომპიუტერის გაუსაძლისი მდგომარეობის ბრალია, ისე კი არც ვიცი რაზე უნდა მეწერა, საერთოდ ვთვლი რომ ქართველ ბლოგერებს, არც თუ ბევრი თემა აქვთ საწერად, იშვიათია ბლოგი, რომელიც თემების მრავალფეროვნებთ გამოირჩევა. მე სულაც არ მინდა ყველაფერს მოვედო და ჩემი პირადი ცხოვრეიდან დაწყებული, გლობალური პრობელემებით დამთავრებული ყველაფერზე ვწერო. … ვრცლად დაბრუნება