შემოდგომამშვიდობისა

  მოვიდა. ქარიანი. ქარიანი. ძვლებში რომ ატანს. წვიმიანი. წვიმიანი. მელანქოლიის სეხნია. მზიანი. მზიანი. ჩემი შემოდგომა არავისას ჰგავს. ჩემს შემოდგომაში მზეა. ჩემს თბილისურ შემოდგომაში. მერე იქნება ფოთლების თოვა. თავგამეტებით. შეუჩერებლად. იფარფატებენ. იფარფატებენ. და ხალიჩა, ყვითელი ფოთლების ხრაშუნა ხალიჩა. ჩამოგივლიათ რუსთაველზე შემოდგომის მზიან დღეს? ^^ მუხლამდე ყვითელი ფოთლები. ფრიალებს. ჰაერი. სიმშივდე. თბილისური შემოდგომა სხვაა, სხვა აურა აქვს. … ვრცლად შემოდგომამშვიდობისა

ურბანული ამბები

რომ დგახარ ღია ფანჯარასთან და უყურებ მზის ამოსვლას, ჯერ ჩიტები იწყებენ ჟღურტულს, არ ჩანან, მარტო ხმაა, მერე ნელ-ნელა ფერადდება ღია ნაცრისფერი ცა, ჯერ შორიდან, მერე მოდის, ვარდისფერი და ცისფერი იმატებს, კორპუსების კედლებს თითქოს ალმური აუვათ ხოლმე, მერე მზე ამოდის და ჩემი ფანჯრის მარცხნივ მშვიდად ჩერდება ცაზე.   როცა იღვიძებ ზამთრის საოცრად სუსხიან დილას, ფოკუსდაკარგული მზერით უყურებ … ვრცლად ურბანული ამბები

დეკემბრის პირველი სიზმარი

დღეს ბოლო ნოემბერია. რა ინდეფერენტულები ვართ ადამიანები, ვერც კი ვამჩნევთ პატარა სასწაულებს ჩვენს გარშემო ყოველდღე რომ ხდება. მე აღარასდროს ვიქნები ჩვიდმეტი წლის გოგო, რომელიც დგას ღია ფანჯარასთან, ნოემბრის ბოლო დღეს. ვეღარასდროს ვიგრძნობ მზის სითბოწართმეულ სხივებს სახეზე. ასე ვეღარ! არაფერი მეორდება. ჰოდა ეს ნოემბერიც დამთავრდა! 11.11.11 ნოემბერი ჰეჰ ❤ და ჩვენც. ეს არა არის შეყვარებული, პესიმისტი … ვრცლად დეკემბრის პირველი სიზმარი

ანტიდეპრესანტი

სულ მინდა რამე ისეთი დავწერო პოსტი რომ ერქმევა და არა მორიგი ბოდიალი მელანქოლიის თემაზე, მაგრამ იმდენი საქმე გამომიჩნდა (აბიტურიენტობის გადამკიდეს) ბლოგი განტვირთვისთვის უფრო გამომადგება ვიდრე მაია ასთიანისთვის ღია წერილის მისაწერად (ან ეს რა დატვირთვაა მაგრამ მაინც) ჰოდა ეს პოსტი იქნება შოკოლადზე, სურდოზე და შემოდგომაზე (როგორც ბოლო ორი) გარეთ ისევ საზიზღარი სიცივეა. ბოლო ორი წელია აღმოვაჩინე … ვრცლად ანტიდეპრესანტი