დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

06.00 რაღაც ძალიან უცნაურ სიზმარს ვხედავ და ერთბაშად ვიღვიძებ. პირველ რიგში საათს ვუყურებ, 06.00, მამცნობს ციფერბლატი. მაღვიძარაზე ნახევარი საათით ადრე, როგორც ყოველთვის. მერე ფანჯრიდან ვიყურები, ფანჯრის წინ ასვეტილი ლამპიონი, ციკლოპივით მიყურებს, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში სინათლეს ვეძებ, შეგრძნება, რომ დეკემბრის გაყინული კვირა დილის 6-ზე სხვასაც ღვიძავს მამშვიდებს. შორს ციცინათელებივით ანათებენ პატარა ქალაქის ჩირაღდნები.  ეეეეე, რა ენაზე … ვრცლად დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

Keep smiling

Keep smiling ანუ გაიღიმეთ ახალი ქართული ფილმია. ფილმის, ქასთის, რეჟისორისა და ჯილდოების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ნახავთ აქ. ბოლო წლებია სამამულო კინოიდუსტრიამ მტვერი გადაიფერთხა და რეჟისორებიც ფილმს-ფილმზე გვთავაზობენ, თუმცა ფილმების უმეტესობის შინაარსსა და ხარისხზე საუბარი არც ღირს, ზოგი კომერციულია, უნიჭო ფროდაქთ ფლეისმენთითა და მობეზრებული სახეებით გადავსებული, ზოგიც საყვარელი სერიალების სრულმეტრაჟიანი გადამღერებაა, ალაგ საინტერესო სიუჟეტიც გამოერევა ხოლმე. … ვრცლად Keep smiling

გაიღიმეთ That’s all

მე რომ ადამიანების არ მესმის და უცნაურად მიმაჩნია შეიძლება იმათაც ეგრე არ ესმით ჩემი და უცნაურად მივაჩნივარ ხო? დღეს ბოლო გამოცდა მქონდა, ჩემთვის პირველი სემესტრი დამთავრდა. ცოცხალი ვარ. ახლა ეს რა შუაში იყო, უბრალოდ მიხარია და გაგიზიარეთ. თაობაა უცნაური თუ მე მჭირს რამე? უყურებ მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხალხია და ბრახ ისეთს იტყვიან თვალები აგდის შუბლზე (ეგ … ვრცლად გაიღიმეთ That’s all

Morning Dreams

ადრეც ვწერდი, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ შეველევი და ერთ-ერთია დილის ძილი, სამწუხაროდ, მასთან შელევა უმეტეს წილად მიწევს და დავდივარ საშინლად აღრენილი, გაჩეჩილი და ბოროტი I’m not morning person. არ ვარ და მორჩა. არ მწამს დღეები, როცა უნდა წამოხტე, უცებ მოწესრიგდე, უცებ ჩაიცვა და სადმე წახვიდე 😐 როცა ეს ყველაფერი უკვე ყოველდღიურობაში გადადის არასასიამოვნოცაა და … ვრცლად Morning Dreams

უბრალოდ ამბავი

ფილოსოფოსობას იმაზე რომ ცხოვრებაში ყველაფერი პატარ-პატარა უმნიშვნელო ამბებისგან შედგება არ დავიწყებ 🙂 მაგრამ ხანდახან მართლაა საჭირო რაღაც ისეთი გასაღიმარი და როცა ჰორიზონტზე არაფერია, შენ თვითონ ზრუნავ რომ გაიღიმო ან გააღიმო ვინმე 🙂 დღეს მეტროდან სახლისკენ მიმავალ ვიწრო “მარშუტკაში” ასვლამდე შოკოლადი ვიყიდე, სკამზე ჩამოვჯექი თუ არა გავხსენი და სანამ ვუკბეჩდი, გვერდით ახალგაზრადა ორსული გოგო დამიჯდა, რაღაცნაირი … ვრცლად უბრალოდ ამბავი