ცოცხალი ბიბლიოთეკა

საქართველო ალბათ ერთად-ერთი ქვეყანაა, სადაც სათაური, რომელშიც “ბიბლიოთეკაა” ნახსენები სკანდალს უკავშირდება ^_^ ენივეი, მე სხვა ბიბლიოთეკის ამბის მოყოლას ვაპირებ. ადამიანების კითხვის დროა !! როცა ფეისბუქზე (ყოვლისმომცველია ძალა მისი) ეს ივენთი ვნახე 20 თებერვლისთვის სხვა აღარაფერი დამიგეგმავს. ცოცხალი ბიბლიოთეკა ახალგაზრდული ასოციაცია “დრონის” (ეს ის დრონი არ გეგონოთ: ვაჰ, დრონი, ვაჰ, დრონი!) პროექტია, რომელიც წელს მესამედ განხორციელდა. … ვრცლად ცოცხალი ბიბლიოთეკა

ტრადიციის გაგრძელება, მე, შოთა და საირმე

“საირმე” ქართული მინერალური წყალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ბაზარს, დღეს კი მისი მხარდაჭერით ერთგვარი პიარ-აქცია გაიმართა, რომელიც ყველაფერ სიკეთესთან ერთად ქართული პოეზიის გახსენება-გაპოპულარულებასაც უწყობს ხელს. პროექტი “ტრადიცია გრძელდება” დღეს დაიწყო.  „ტრადიცია გრძელდება“ – შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, ასე ჰქვია ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც კომპანიის ორგანიზებით დიდი ქართველი პოეტების ძეგლებთან გაიმართება.  დედაქალაქის მცხოვრებნი ორი … ვრცლად ტრადიციის გაგრძელება, მე, შოთა და საირმე

რიგი ქართულად

როგორც წინა პოსტში ვწერდი, ერთი რიგითი მოსწავლე ვარ და მეტროთი მგზავრობაც ხშირად მიწევს, სათვალიანი გოგოების გარდა კი ბევრ სხვა “გრუზინობებსაც” ვაწყდები. ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემაა რიგში დგომის კულტურა, უფრო სწორად კი ამ კულტურის არ ქონაა 😐 მოკლედ რომ ვთქვა, ქართული რიგის ურიგობა მაცოფებს. 😐 მოსწავლის ბილეთი დიდი ხნის წინ დავკარგე, ამიტომ მეტრომანით ვსარგებლობ, არც თუ იშვიათია … ვრცლად რიგი ქართულად

თვითმკვლელის ინსტინქტი

როცა სახლში ვბრუნდები სულ მინდა ამ თემაზე ვწერო, თავში კი ეს სიტყვები მიტრიალებს “თვითმკვლელის ინსტინქტი” დღესაც მომიწია ასეთ შემთხვევასთან შეტაკება. ქართველებს გვაქვს ეს “თვითმკვლელის ინსტინქტი” აბა რას დავაბარალო შუქნიშანზე არასწორ დროს გადასვლა/გადარბენა. მიდრეკილები არიან რომ რომელიმე მანქანამ დაარტყათ. საკმაოდ ხალხმრავალ შუქნიშანთან მომიწია გაჩერება, სულ 5-იოდე წუთით და იმდენ სუიციდისკენ მიდრეკილს გადავეყარე ვინ დათვლის?! გადარბიან მანქანების … ვრცლად თვითმკვლელის ინსტინქტი

შერონმა მისცა?(!)

შერონ სტოუნი რაღა იყო და პოსტის დაწერა მომენატრა, ეგეც არ იყოს ისეთი ამბები ხდება ქვეყანაში პოსტების სერია დაიწერება 🙂 ძალიან კარგი ქალია შერონ სტოუნი ერთ-ერთი საუკეთესოა ჰოლივუდში (მაინც რას შვება ეს ქვეყანაში ნამყოფობა, ერთიორად აუწია რეიტინგი(ისე არ ქონდა და) ვინ იცის გუგლის ქართული ვერსიის ყველაზე ხშირი სერჩიც კი იყო ამ დღეებში, ის კი არა და … ვრცლად შერონმა მისცა?(!)