მეორეკურსელი

თსუ-ში ჩემი მოღვაწეობის შესახებ ბევრი დამიწერია (ზედმეტიც კი) თუმცა ჩემი ალმა-მატერი (ღმერთმანი, საიდან ვკრეფ ასეთ სიტყვებს?(!))კიდევ ერთ მოკრძალებულ პოსტს ნამდვილად იმსახურებს ჩემგან. ესე ამბავი “პინგვინობის წლისა”, ხოლო როგორც ჩემი კურსელები იტყვიან “Freshman year is over” სულ თავიდან რომ მოგიყვეთ 2000 წელს შევედი სკოლაში (ა, თუ ეს ძალიან “თავიდანაა”) ყველაფერი დაიწყო არც ისე ცუდად, რეგისტრაციაზე სულ სულ … ვრცლად მეორეკურსელი

ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ახლა ის დრო და პერიოდი გვიდგას ქართველებს ყველა ჭეშმარიტი ბლოგერის (და ჭეშმარიტი მამულიშვილის) კლავიატურა ერის ტკივილს, სირცხვილსა და სიბნელეზე რომ უნდა მოსთქვამდეს, მაგრამ ჩემს კლავიატურას ისეთი პატრონი ჰყავს რომ ბლოგერობასა და მამულიშვილობაზე სულ ადვილად აიღებს ხელს ოღონდ ბოლო დღეების ამბები არ გაიხსენოს. (თან ჩემი მოთქმა ამ წკვარამში სინათლის სხივად ,ნამდვილად, ვერ შეიჭრება, ასე რომ, დუმილი … ვრცლად ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ბაზები, ბაზებმა, ბაზებს (თსუ)

    მეორე გამოსვლა თსუ-ს ბაზები– საქვეყნოდ ცნობილი ფენომენი, რომელსაც ახსნა ჯერაც ვერვინ მოუძებნა. მას იკვლევენ ნასას მეცნიერები, მას აკვირდებიან მაუნა-კეას ობსერვატორიიდან,(აბასთუმნიდანაც კი აკვირდებიან, მაგრამ მაინც :დ) მასზე გაგზავნეს “ქურიოსითი”, თუმცა ამაოდ. მისი საიდუმლო ისეთივე ამოუხსნელია, როგორც ნასაკას ხაზები. ის ისეთივე გაუვალია როგორც მინოტავრის ლაბირინთი, თუმცა აქ არიადნე ვერ დაგეხმარებათ. მისი კოდური სახელწოდებაა Sms.tsu.ge, რომელიც … ვრცლად ბაზები, ბაზებმა, ბაზებს (თსუ)

გამარჯობა თსუ (შუალედურები)

მაღლივში ამსვლელო,  ყველა ოცნება დატოვე გარეთ ….და იყო თსუში ცხოვრება ზეფირივით ტკბილი, იყო ლექციები და სემინარები, ლექტორები და სემინარისტები, ქულები-კარგები და ცუდები (ცუდები უფრო) დილით ადრე ადგომები, უსწავლელი თემები და ყოველ კვირაში ცვალებადი კონსტიტუცია. მერე მოვიდა მეშვიდე კვირა და ყველაფერი აირია. “…და იწვიმა ცეცხლმან და იქცა მიწა უდაბნოდ და ამ უდაბნოსა ზედა აღმართეს ტაძარი ცოდნისაჲ … ვრცლად გამარჯობა თსუ (შუალედურები)

რას ვაკეთებ

ეს ამბავი ხუთშაბათ საღამოებზეა ^^ ანუ როცა ვარ საშინლად მოცლილი და საშინლად  უსაქმური. იყო დრო და შაბათ-კვირა მიხაროდა, მერე სტუდენტი გავხდი და შაბათი ჩემმა ცხრილმა შეიწირა, თავისუფალი პარასკევი კი ყველა დანარჩენმა საქმემ, რაც კვირის განმავლობაში უნდა ვაკეთო ^^ ჰოდა დავრჩი ასე უიქენდისა და უბოდიალობის გარეშე. არის რაღაცები რაზეც უარს ვერ ვამბობ, მაგალითად, დილის ძილი ^^ … ვრცლად რას ვაკეთებ

გამარჯობა თსუ/ დღე პირველი

მახსოვს პირველაააააად სასწავლებელშიიიიი მოკლედ, ეს ის სიმღერა არაა, ჩემს დღევანდელ პოსტს რომ მოუხდება, მაგრამ დღეს მეც პირველი დღე მქონდა,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტის სტატუსით. თსუ ახშობს! თსუ კლავს! თსუ-ეტა ზლო! გამიგონია, ბევრჯერ, ამ აზრს შეგუებული წავედი დღეს, გულის ფანცქალები, ღამის თევები და “რა ჩავიცვა” ამბები არ ყოფილა. ავდექი და ახალ შარში გასახვევად … ვრცლად გამარჯობა თსუ/ დღე პირველი