ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ახლა ის დრო და პერიოდი გვიდგას ქართველებს ყველა ჭეშმარიტი ბლოგერის (და ჭეშმარიტი მამულიშვილის) კლავიატურა ერის ტკივილს, სირცხვილსა და სიბნელეზე რომ უნდა მოსთქვამდეს, მაგრამ ჩემს კლავიატურას ისეთი პატრონი ჰყავს რომ ბლოგერობასა და მამულიშვილობაზე სულ ადვილად აიღებს ხელს ოღონდ ბოლო დღეების ამბები არ გაიხსენოს. (თან ჩემი მოთქმა ამ წკვარამში სინათლის სხივად ,ნამდვილად, ვერ შეიჭრება, ასე რომ, დუმილი … ვრცლად ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

გვიშველეთ, ვიხრჩობით ანუ ყვითელი ისტერია

ახლახანს შემოვედი სახლში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ როგორი აქტუალურია  თემა, რომელზე წერასაც ვაპირებ. ტრანსპორტი-თბილისის გადაუჭრელი პრობლემა, განსაკუთრებით კი ზაფხულობით. მე იმ ეპოქის ბავშვი ვარ მეტროში ჟეტონი 20 თეთრი რომ ღირდა და არც ერთი სამარშრუტო ტაქსი 50 თეთრზე მეტს არ გამოგართმევდა, ამავე 50 თეთრით დიდი წარმატებით იყიდდი ფენოვან ხაჭაპურს მარილწყალში დამბალი მაკარონით და საერთოდაც, რა … ვრცლად გვიშველეთ, ვიხრჩობით ანუ ყვითელი ისტერია

ტრადიციის გაგრძელება, მე, შოთა და საირმე

“საირმე” ქართული მინერალური წყალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ბაზარს, დღეს კი მისი მხარდაჭერით ერთგვარი პიარ-აქცია გაიმართა, რომელიც ყველაფერ სიკეთესთან ერთად ქართული პოეზიის გახსენება-გაპოპულარულებასაც უწყობს ხელს. პროექტი “ტრადიცია გრძელდება” დღეს დაიწყო.  „ტრადიცია გრძელდება“ – შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, ასე ჰქვია ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც კომპანიის ორგანიზებით დიდი ქართველი პოეტების ძეგლებთან გაიმართება.  დედაქალაქის მცხოვრებნი ორი … ვრცლად ტრადიციის გაგრძელება, მე, შოთა და საირმე

ზაფხული

ზარმაცი გოგოს ბლოგი საზაფხულო არდადეგებს იწყებს (არც მანამდე ვაქტიურობდი დიდად, მაგრამ ახლა სულ გავპასიურდები) თუ რამე საინტერესო და ღირსშესანიშნავი მოხდება, ჩემი ბლოგის ძვირფასი მკითხველები აუცილებლად შეიტყობენ 🙂 ასე ორ კვირაში ერთხელ ალბათ დავწერ 🙂 ზარმაცი გოგო ბედნიერია რომ შატილში მიდის, რომ სოფელშიც მიდის, სადაც შეეძლება მთელი დღე ეგდოს და წიგნები იკითხოს, პოკერი ითამაშოს ან უბრალოდ … ვრცლად ზაფხული