თვე და კიდევ მეტი

მას შემდეგ, რაც ბოლო პოსტი დავწერე, ჩემს ბლოგზე გათოვდა. ჩემი კიდევ ერთი მეგობარი გათხოვდა. პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს დაადო ვეტო. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბევრი აქცია ჩატარდა. შშმ პირების მხარდასაჭერადაც. კიდევ ბევრმა მამაომ იყიდა პრადო. კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას ავატიურისტი უწოდა. ირმმა ირემს ბალახი გაუწოდა. ისევ არ გამოვიდა “შერლოკის” ახალი სერია ვიყიდე ფეხსაცმელი, რომელზეც … ვრცლად თვე და კიდევ მეტი

პრეზიდენტი, როგორც კარტოფილი

კარტოფილის პიურე ვის გიყვართ? სრულიად უპრეტენზიო, ნოყიერი საჭმელი, რომელიც თითქმის ყველაფერს უხდება გარნირად, იქნება ეს ქათამი, ღორი თუ ბოსტნეული. და შებრაწული კარტოფილი? ახალშემწვარი, კრუხუნა და გემრიელი, თავისი საწებლით, უჰ, უჰ ^_^ და ფრი? ეს საშინლად მავნე და საშინლად მადისაღმძვრელი სასუსნავი. მე შემიძლია დაუსრულებლად ვჭამო. ჩიფსებზე რას იტყვით, სხვადასხვა არომატით? მერე რა რომ არაჯანსაღი საკვებია, სამაგიეროდ … ვრცლად პრეზიდენტი, როგორც კარტოფილი

რაინდი, გერლფრენდი და მეფე ანუ პოსტი არაფერზე

რა საჭიროა ეს ოთხი სათაური იმდენი ხანია პოსტია არ დამიწერია, უკვე არც მახსოვს, როგორ უნდა უნდა დავიწყო, მაგრამ მაინც ვცდი. ეს პოსტი დღევანდელ მოკრძალებულ ინაუგურაციაზე არ არის, “ვიწრო წრეშიო” რომ იტყვიან, არც ლევან ვასაძის სახელსა და გვარს დაბლა მიწერილ წოდება-რაინდზე, არც მაკა ჩიჩუას სტატუსზე-პრეზიდენტის მეგობარი ქალი. არც ირაკლი ალასანიას მშვენიერი მეუღლის სრულიად ადამიანურ ჟესტზე, არც … ვრცლად რაინდი, გერლფრენდი და მეფე ანუ პოსტი არაფერზე

მივცე არ მივცე? (!)

ისინი ბევრნი არიან. ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებული. საკუთარი ვნებებით, მიზნებით, ამბიცებით, მიღწევებითა და ფიასკოებით. ზოგი სიმპათიური, ზოგიც ნაკლებად, ზოგი მსუქანი, ზოგიც გამხდარი, ზოგი წვერიანი, ზოგიც სუფთად გაპასრული და უზადოდ ჩაცმული, ზოგიც ძველი ფეხსაცმლით დადის. ამას არ აქვს მნიშვნელობა, არც უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს. იცი, გაგიკვირდებათ და ყველა მათგანი მამაკაცი არაა, ჰო, ამ საუკუნეში, როცა ჰომოფობია სირცხვილად ითვლება … ვრცლად მივცე არ მივცე? (!)

ნახვამდის ჩემო პრეზიდენტო

-მართლა არ ვარ სომეხი !! დღეს თსუ-ს სტუდენტები პრეზიდენტს შეხვდნენ. დიახ, სწორედ ამ თანმიმდევრობით-სტუდენტები-პრეზიდენტს და არა პრეზიდენტი-სტუდენტებს!  ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როცა შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო ვინც წინასწარ დარეგისტრირდებოდა. აქამდე პრეზიდენტთან შესახვერდად საგანგებოდ დარჩეული, აკადემიურად ჩაცმული, ღიმილითა და წინასწარ მომზადებული, ცენზურაგავლილი კითხვებით აღჭურვილი “ერის იმედი” დადიოდა მხოლოდ. სწორედ ამიტომაც არ დაუშვეს არც ერთი … ვრცლად ნახვამდის ჩემო პრეზიდენტო

შერონმა მისცა?(!)

შერონ სტოუნი რაღა იყო და პოსტის დაწერა მომენატრა, ეგეც არ იყოს ისეთი ამბები ხდება ქვეყანაში პოსტების სერია დაიწერება 🙂 ძალიან კარგი ქალია შერონ სტოუნი ერთ-ერთი საუკეთესოა ჰოლივუდში (მაინც რას შვება ეს ქვეყანაში ნამყოფობა, ერთიორად აუწია რეიტინგი(ისე არ ქონდა და) ვინ იცის გუგლის ქართული ვერსიის ყველაზე ხშირი სერჩიც კი იყო ამ დღეებში, ის კი არა და … ვრცლად შერონმა მისცა?(!)