რამდენიმე წუთით

რამდენიმე წუთის წინ ჩემი ბლოგის სამართავ პანელზე შესვლა გადავწყვიტე. მშვიდად შევიყვანე მომხმარებლის სახელი, მერე პაროლი და აღმოვაჩინე რომ ანგარიშში ვერ შევდივარ. “არასწორი სახელი/პაროლი”- ამტკიცებდა wordpress-ი. მე კი ვწერდი და ვწერდი ყველა იმ პაროლს რომელიც ოდესმე გამომიყენებია ან შემეძლო გამომეყენებინა. თავიდან მშვიდად, თანმიმდევრულად, მერე უკვე ხელის კანკალით. ვცვლიდი ენას კლავიატურაზე, მერე სხვადასხვა სახელის წერა დავიწყე, მაგრამ … ვრცლად რამდენიმე წუთით

პოსტი, როგორც პოსტი

ორი თვეა ბლოგზე არაფერი დამიწერია სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, იმდენი მწვანე და საოცარი ამბავი მაქვს მოსაყოლი, ზოგი არც ისე საოცარი, ზოგიც სევდიანი. ზაფხული ისე სწრაფად გავიდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ახლა ისევ შემოდგომაშინ დახრჩობას მპირდება თბილისი. მოკლედ მომენატერთ ❤ ვრცლად პოსტი, როგორც პოსტი

ზარმაცი

მე ზარმაცი ბლოგერი ვარ! არ ვწერ პერმანენტულად არ ვტოვებ კომენატრებს სხვების პოსტებზე (არადა ვკითხულობ) არ ვაშეარებ ჩემს პოსტებს ბლოგერების თემაში და არც ჩემს ვოლზე (იშვიათი გამონაკლისების გარდა) არ ვცდილობ რაიმე სახით გავაპიარო ჩემი ბლოგი  არ ვიმატებ ფეისბუქზე განურჩევლად ყველა ადამიანს (ბლოგერებს განსაკუთრებით) ვინც მყავს იმათაც არასდროს ვაბეზრებ თავს არ ვზრუნავ ჩემი ბლოგის დიზაინზე ( არადა … ვრცლად ზარმაცი