პრეზიდენტი, როგორც კარტოფილი

კარტოფილის პიურე ვის გიყვართ? სრულიად უპრეტენზიო, ნოყიერი საჭმელი, რომელიც თითქმის ყველაფერს უხდება გარნირად, იქნება ეს ქათამი, ღორი თუ ბოსტნეული. და შებრაწული კარტოფილი? ახალშემწვარი, კრუხუნა და გემრიელი, თავისი საწებლით, უჰ, უჰ ^_^ და ფრი? ეს საშინლად მავნე და საშინლად მადისაღმძვრელი სასუსნავი. მე შემიძლია დაუსრულებლად ვჭამო. ჩიფსებზე რას იტყვით, სხვადასხვა არომატით? მერე რა რომ არაჯანსაღი საკვებია, სამაგიეროდ … ვრცლად პრეზიდენტი, როგორც კარტოფილი

ეჰ

მე ვცხოვრობ უდიდესი და უდიადესი ისტორიის მქონე ქვეყანაში ქვეყანაში, სადაც ადამიანების მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მსოფმხედველობა მათ მაღალ კულტურულ განვითარებაზე მეტყევლებს ქვეყანაში, სადაც იციან ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა, პარტნიორობა ქვეყანაში, რომელიც მისაბაძია  ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოსთვის ქვეყანაში, სადაც ბრძენი ხალხი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ ბალახს ქვეყანაში, სადაც არ სცივათ, არ შიათ, არ უჭირთ, არ კვდებიან … ვრცლად ეჰ

თოჯინები იცინიან

პოლიტიკაზე საუბარი აბსურდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასში საერთოდ ვერ ერკვევი, მაგრამ ქართველებს უკან დახევა არაფერში გვჩვევია და ახლაც დიდი თუ პატარა აქტიურად განვიხილავთ ქვეყნის დემოკრატიულ ძვრებს, როლანდის ძილ-ღვიძილს, სისტემის ნანგრევებს და “კერესინკების” “პადვლებიდან” ამოტანის პრობლემას ( სარდაფი და ნავთქურა რომ ჰქვია ვიცი ^^) ქართველებს კერპები და ბომონები რომ გვიყვარს ეგეც არახალია, ოღონდ ვინმე გვყავდეს, ვისზეც … ვრცლად თოჯინები იცინიან

გამარჯობა თსუ/ დღე პირველი

მახსოვს პირველაააააად სასწავლებელშიიიიი მოკლედ, ეს ის სიმღერა არაა, ჩემს დღევანდელ პოსტს რომ მოუხდება, მაგრამ დღეს მეც პირველი დღე მქონდა,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტის სტატუსით. თსუ ახშობს! თსუ კლავს! თსუ-ეტა ზლო! გამიგონია, ბევრჯერ, ამ აზრს შეგუებული წავედი დღეს, გულის ფანცქალები, ღამის თევები და “რა ჩავიცვა” ამბები არ ყოფილა. ავდექი და ახალ შარში გასახვევად … ვრცლად გამარჯობა თსუ/ დღე პირველი

მენატ(ვ)რები

შემოვდივარ ბლოგზე, სიახლეებს ვნახულობ და ვხვდები, რომ უნდა დავწერო, აუცილებლად უნდა დავწერო რამე. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მსოფლიო მნიშნელობის საკითხებზე მსჯელობა, არც რამე საინტერესო, მაგალითად, Pussy Riot-ის სკანდალი, ან პოლიტიკური ბლაბლაბლა ^^  არის მომენტები, როცა უბრალოდ უნდა დაწერო, მხოლოდ ერთ ადამიანზე, ერთი ადამიანისთვის, მაგრამ ეგოიზმი გძლევს, გინდა ყველამ გაიგოს რომ გენატრება, რომ გაკლია და … ვრცლად მენატ(ვ)რები

წლის ბლოგერი

მე ბლოგერი ვარ! აჰ, რამდენ თქვენგანს უთქვამს ეს სიტყვები სიამაყით განსაკუთრებით იმ ხალხთან, რომლებსაც ბლოგერები რაღაც მითიურ არსებებად წარმოუდგენია. არადა საქართველოში ბლოგინგი განვითარების უდაბლეს ეტაპზეა და ახლა იწყებს ფართხალს. არ გადამიაროთ, ჯერ დამაცადეთ! ალბათ მეტყვით რომ საქართველოში 2005-07 წლებიდან არსებობენ ბლოგერები და რომ ჩვენთვის ბლოგინგი უცხო ხილი არაა, მე არ მაინტერესებს რა იყო წარსულში (არა … ვრცლად წლის ბლოგერი

დაბრუნება

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, ეს პირველ რიგში ჩემი მოუცლელობისა და კომპიუტერის გაუსაძლისი მდგომარეობის ბრალია, ისე კი არც ვიცი რაზე უნდა მეწერა, საერთოდ ვთვლი რომ ქართველ ბლოგერებს, არც თუ ბევრი თემა აქვთ საწერად, იშვიათია ბლოგი, რომელიც თემების მრავალფეროვნებთ გამოირჩევა. მე სულაც არ მინდა ყველაფერს მოვედო და ჩემი პირადი ცხოვრეიდან დაწყებული, გლობალური პრობელემებით დამთავრებული ყველაფერზე ვწერო. … ვრცლად დაბრუნება