გამარჯობა გერმანია

გოგოს 140-დან ჩემს ოცნებაში ყველაფერი იმით იწყება, რომ, რაღაც სასწაულით, ოთახში ორნი ვრჩებით, ქარი ოდნავ არხევს მომწვანო ფარდას. მე ვუღიმი და ვეკითხები -მეგობარი გოგო გყავს? -არა ის სკამზე ზის და ჩანთას კეტავს. მე მივდივარ და ტუჩებში ვკოცნი. -გაცნობის დღიდან მაინტერესებს როგორი კოცნა იცი -მერე? -კარგად ვერც გავიგე ის ხვდება და ახლა თვითონ მკოცნის. მერე მთელი … ვრცლად გამარჯობა გერმანია

ბურთი

ყოველთვის ასეა, როცა შენს თავს ებრძვი, ცდილობ ძლიერი გამოჩნდე, ემოციებს მოერიო და ერთი ცრემლიც არ გადმოგივარდეს, ჩნდება ბურთი. ყელში. იჩხირება, მწარედ. მსუსხავად. გაწვება. გახრჩობს.  ..და წკაპ,წკაპ, წკაპ ცრემლები (( სულ ასეა, გინდა გაიქცე, სახეს მალავ, ბრუნდები ზურგით, მაგრამ მხრები მაინც გიკანკალებს. ყოველთვის ასეა, როცა იმედი გიცრუვდება, დიდი მოლოდინები, სისულელეა, შეთხზა ლამაზი ზღაპრები, აშენო ოცნებათა მყიფე … ვრცლად ბურთი

ამბები, რომლებზეც არ ვწერ

…ანუ მე ვიწყებ ბოდვას ამბავი 1. შეშის სუნი მე ისეთ ქალაქში ვცხოვრობ სადაც ზამთრობით ყველაფერი ნაცრისფერია, ფერადი კორპუსებიც კი.  მხოლოდ ალვებია, ცოტა ნაძვი და ბევრი ჭადარი, რომლებიც ზამთრის სიცივეში აბუზული ბავშებივით ოდნავ მოხრილები და მერქან ახორკლილები დგანან.  ძალიან ცუდი სანახავია უთოვლო ზამთარი თბილისის გარეუბანში, ტრამალები, კორპუსები და გაშიშვლებულ ხეებზე მოფრიალე პარკები. მოჟამული სახეები, გაყინული ხელები … ვრცლად ამბები, რომლებზეც არ ვწერ

პეპელა სახელად კამპა

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“. -ან მოდიხარ რეპეტიციაზე -კი მოვდივარ კიბეებზე ჩამოირბინა, ორ დღეში კიდევ უფრო გამხდარი და ფერმკრთალი მომეჩვენა, ჭრელი კაბა ეცვა, გრძელი წითური თმა ნაწნავებად შემოეგრაგნა ლამაზად მოყვანილს თავზე. თეატრში მივედით, დეკორატორმა ანასტასიას პეპელას ფრთები დაახვედრა, გუშინ დავამთავრეო უთხრა და გაუღიმა, ასე იმ ადამიანებს უღიმიანს, რომელთა … ვრცლად პეპელა სახელად კამპა

წერილი ასტრიდს

ძვირფასო ასტრიდ  შენ მე ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მაჩუქე. ვიცი ვერასდროს წაიკითხავ ამ წერილს 😐 მაგრამ მე ერთ-ერთი ვარ იმ მილიონთაგან, რომლებიც შენს წიგნებზე გაიზარდნენ და ოცნება ისწავლეს. ძვირფასო ასტრიდ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ალბათ პეპი, ჰო, პირველი ნამდვილად პეპი იყო, უფ, როგორ შევნატროდი ანიკას რომ ასეთი მეგობარი ჰყავდა, რამდენჯერ ვყოფილვარ მათთან ერთად პიკნიკზე, დამღუპვია … ვრცლად წერილი ასტრიდს