ზარმაცი პოსტი

მგონი მეათე პოსტი დავიწყე უკვე და ბოლომდე ვერ დავწერე ნახევრად დაწერილი პოსტები რომ გამოვაქვეყნო ვითომ რა? ^_^ არა, ბოლომდე რომ ვწერ ისინი ხომ საოცარია და ახლა წარმოიდგინეთ ნახევრად დაწერილი პოსტები, თან მკითხველს ფიქრისა და საკუთარი გემოვნებით დასრულების საშუალებას უტოვებ, თან ორიგინალობ )) შუალედურები იწყება! პირველი შუალედურები მაღლივში (და საერთოდაც ) არ ვნერვიულობ, არც ვმეცადინეობ, უბრალოდ, … ვრცლად ზარმაცი პოსტი

წერილი № ბოლო

ჰოდა, იყო ის, რომ არაფერიც არ იყო და ჩვენ მონდომებით ვთხზავდით ამ არაფრიდან არარსებულ “მე და შენს” და ეს “და”, ეს სულელური სიტყვა, რომელმაც “მე” და “შენ” “ჩვენად” აქცია, ახლა ისეთი უსარგებლოა, რომ არც ვიცი რა ვუყო ^^ აბსურდია და აბსურდულად ვამთავრებ! გადამიარა! ნოემბრებმა და დეკემბრებმა გადაიარეს ! ახლა რაღაც გამახსენდა და გამეცინა, ყველა გადაყვარება … ვრცლად წერილი № ბოლო

დეკემბრის პირველი სიზმარი

დღეს ბოლო ნოემბერია. რა ინდეფერენტულები ვართ ადამიანები, ვერც კი ვამჩნევთ პატარა სასწაულებს ჩვენს გარშემო ყოველდღე რომ ხდება. მე აღარასდროს ვიქნები ჩვიდმეტი წლის გოგო, რომელიც დგას ღია ფანჯარასთან, ნოემბრის ბოლო დღეს. ვეღარასდროს ვიგრძნობ მზის სითბოწართმეულ სხივებს სახეზე. ასე ვეღარ! არაფერი მეორდება. ჰოდა ეს ნოემბერიც დამთავრდა! 11.11.11 ნოემბერი ჰეჰ ❤ და ჩვენც. ეს არა არის შეყვარებული, პესიმისტი … ვრცლად დეკემბრის პირველი სიზმარი

ანტიდეპრესანტი

სულ მინდა რამე ისეთი დავწერო პოსტი რომ ერქმევა და არა მორიგი ბოდიალი მელანქოლიის თემაზე, მაგრამ იმდენი საქმე გამომიჩნდა (აბიტურიენტობის გადამკიდეს) ბლოგი განტვირთვისთვის უფრო გამომადგება ვიდრე მაია ასთიანისთვის ღია წერილის მისაწერად (ან ეს რა დატვირთვაა მაგრამ მაინც) ჰოდა ეს პოსტი იქნება შოკოლადზე, სურდოზე და შემოდგომაზე (როგორც ბოლო ორი) გარეთ ისევ საზიზღარი სიცივეა. ბოლო ორი წელია აღმოვაჩინე … ვრცლად ანტიდეპრესანტი

წასვლის

შემოდგომაა თუ ამაზე უკვე დავწერე? უკვე მოგწერე! კიდევ მოგწერ. მახსოვს გიყვარდა ჩემი ნაწერების კითხვა. ლექსებზე მეტად მოთხრობების, ალბათ იმიტომ რომ მარტო შენ კითხულობდი. მათ დღემდე არ უხილავთ მზის სინათლე. არც ელექტრო ნათურის.  🙂 ჰოდა მოგწერ! შემოშემოდგომდა! გაიწურება ეს ნოემბერიც! შენ იცი არ მიყვარს გოგოების ფილმები, მაგრამ გუშინ “ტკბილ ნოემბერს” ვუყურე. სულ შემთხვევით. პირველად. უკეთესებიც მინახავს. … ვრცლად წასვლის

ჩემი სულელური ნოემბერი

გწერ! ნოემბერია-მეთქი ნოემბერია უკვე ნესტიანი ძვლების ჭრიალით მოდის ქარი და ფანჯრებს გამეტებით ასკდება. თბილისის ურბანული ნოემბერი. ჩემი ფანჯრის ორ ალვისხიანი ნოემბერი. ჰოდა არაფერი. ჩემი აპათია სხვებისას არ ჰგავს! მე არ ვსვამ ჩაის. გადავეჩვიე. არა, არც მაშინ ვსვამდი. მე ყველა ფერადი კაშნე კარადის სიღრმეში დავმალე. მე არ მწამს ნოემბერი და არც უშენობა როგორც ასეთი. არადა ჰო … ვრცლად ჩემი სულელური ნოემბერი