გამოიცანი ბლოგერი ვოლ.2

წინა ექსპერიმენტმა გაამართლა, სიმართლე თუ გინდათ ის ბლოგერები უკეთ გამოიცნეს, რომლებსაც არ ვიცნობდი. ჩანს ნაცნობები მთლად ისე ვერ აღვწერე 🙂 ვიწყებთ გამოცნობების მეორე სერიას. 1.ბლოგოსფეროს დიადი კრიტიკოსი, ირონიით და იუმორით გაჯერებული გრძელი პოსტებით. უამრავი კონკურსის გამარჯვებული, ამ ბოლო დროს ჟიურშიც მოგვევლინა 🙂 ყველაზე ძალიან რაც მის ბლოგზე მიყვარს მისი დაწერილი არაა, მაგრამ ალბათ თვითონაც დაწერდა … ვრცლად გამოიცანი ბლოგერი ვოლ.2

ნიჭიერი????

დაწერე თაკ  “ნიჭიერზე” თუ არა მე დავწერ იცოდე :@ ასე მომწერა გუშინ გადაცემის დამთავრებისთანავე ჩემმა მეგობარმა, მიზეზთა გამო(კერძოდ კლავიატურა არ მქონდა სამუშაო მდგომარეობაში) გუშინ დაწერა ვერ მოვახერხე, მაგრამ დღეს ხალხის კომენტარების კითხვისას/მოსმენისას მომინდა ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა 🙂 პირველივე შესარჩევი ტურიდან გადაწყვეტილი მქონდა აქტიურად მეწერა “ნიჭიერზე”, მაგრამ აზრი მალევე შევიცვალე, ჯერ ერთი ყველა ამაზე წერდა, მეორეც … ვრცლად ნიჭიერი????

ცხელი სერჩები

ამ ბოლოს ჩემი ბლოგის სერჩ თემებზე პოსტის დაწერა მქონდა აკვიატებული და დღეს ვანხე თურმე თეგ თამაში ყოფილა, ვინაიდან მე არავინ დამტაგავს (ნეტავ რატომ) მე თვითონ დავწერ ამ პოსტს სანამ ეს თემა აქტუალურია 🙂 ანუ ტაკს შევბრძანდი სერჩებში და ბოლო კვირის ერთ-ორ საინტერესობას გადავაწყდი 🙂 დასქრინვა მეზარება, ვინაიდან ჩემს კომპიუტერტან არ ვიმყოფები და სიტყვაზე უნდა მენდოთ … ვრცლად ცხელი სერჩები

ჩემი ბლოგი

მე ბლოგერი არ ვარ 🙂 არც ჩემი ბლოგია მაინცდამაინც “ბლოგური” არც მრავალფეროვანი ვიდჯეტები აქვს, არც აქტიურად ვპოსტავ, და საერთოდაც სად მე და სად ბლოგერობა :თავმდაბალი: ნუ მთლად ასეც არაა საქმე, ჯერ ერთი წელიც კი არაა რაც ბლოგი მაქვს, მაგრამ უკვე მართლა მეძნელება რომ მივატოვო აქაურობა 🙂 თავიდან დიდი ენთუზიაზმით დავრეგისტრირდი ვორდპრესზე, მეგონა რომ ყოველ დღე … ვრცლად ჩემი ბლოგი

მიჩხაპნილი პოსტი

თინისთან ერთ საინტერესო რჩევას წავაწყდი, როცა პოსტს ვერ წერ იმ მიზეზებზე დაწერე რატომაც ვერ წერ და პოსტისც გამოვაო (საშინელი ტავტოლოგია 🙂 ) ასეთი მიზეზები არც ისე ბევრი მაქვს, უმთავრესი მიზეზი კი სიზარმაცე, სიზარმაცე და კიდევ ერთხელ სიზარმაცეა. ის კი არადა ამ ბოლოს ავიკვიატე რამოდენიმე ნორმალური ფოტო გადავიღო და ბლოგზეც დავდო, მაგრამ ამინდმა და უმთავრესად მაინც … ვრცლად მიჩხაპნილი პოსტი

დიდი არაფერი

უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე რომ ხშირად არ ვპოსტავ, არადა ჩემს დრაფტებში ბევრი საინტერესო (ჰმ) თუმცა დაუსრულებელი პოსტი ინეხება, რომლების დამთავრებასაც ალბათ ვერასდროს მოვამაბ თავს 😦 ჰოდა, ძალიანაც მშურს იმ ბლოგერების ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირაში მაინც რომ წერენ პოსტს, მიუხედავად იმისა საინტერესო არის თუ არა, წერო ბლოგზე ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა, რომელიც მე … ვრცლად დიდი არაფერი

ცუდი და პირადი პოსტი

რა კარგია ბლოგი რომ მაქვს-ზუსტად ეს აზრი გამიჩნდა რამოდენიმე წუთის წინ და ისიც გავაცნობიერე რომ არაა საჭირო მარტო ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე ვწერო (არც ვწერ) ჩემს ბლოგზე რასაც მინდა იმას დავწერ და ეს განუსაზღვრელი ძალაუფლება ძალიან მახალისებს 🙂 :ეგოისტკა: დღეს პირადი პოსტი იქნება!! მე მართლა არ მაინტერესებს ვინ წაიკითხავს ამ პოსტს, ან საერთოდ თუ წაიკითხავს ვინმე, უბრალოდ … ვრცლად ცუდი და პირადი პოსტი