პოსტი, როგორც პოსტი

ორი თვეა ბლოგზე არაფერი დამიწერია სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, იმდენი მწვანე და საოცარი ამბავი მაქვს მოსაყოლი, ზოგი არც ისე საოცარი, ზოგიც სევდიანი. ზაფხული ისე სწრაფად გავიდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ახლა ისევ შემოდგომაშინ დახრჩობას მპირდება თბილისი. მოკლედ მომენატერთ ❤ ვრცლად პოსტი, როგორც პოსტი

მლაშე

სტიქია. მოდის, მოდის გიახლოვდება. ეს ზღვაა, ზღვა ჩემი სტიქიაა. შემიძლია საათობით ვიჯდე სანაპიროზე და ვუსმინო როგორ ბობოქრობს, როგორ ჩურჩულებს, როგორ ოხრავს და როგორ უხარია, ვუსმენ და ვივსები. ახლაც ზღვის პირას ვზივარ, გავცქერი სბინელეში ჩანთქმულ მბორგავ გიგანტს, რომელიც წალეკვით მემუქრება, ხუთი წუთის წინ მომივარდა კიდეც, სანაპიროზე გადმოხეთქა და თეთრ ქაფში გამხვია. ზღვა უსაზღვროა და ეს უსაზღვრობაა … ვრცლად მლაშე

მენატ(ვ)რები

შემოვდივარ ბლოგზე, სიახლეებს ვნახულობ და ვხვდები, რომ უნდა დავწერო, აუცილებლად უნდა დავწერო რამე. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მსოფლიო მნიშნელობის საკითხებზე მსჯელობა, არც რამე საინტერესო, მაგალითად, Pussy Riot-ის სკანდალი, ან პოლიტიკური ბლაბლაბლა ^^  არის მომენტები, როცა უბრალოდ უნდა დაწერო, მხოლოდ ერთ ადამიანზე, ერთი ადამიანისთვის, მაგრამ ეგოიზმი გძლევს, გინდა ყველამ გაიგოს რომ გენატრება, რომ გაკლია და … ვრცლად მენატ(ვ)რები

ბურთი

ყოველთვის ასეა, როცა შენს თავს ებრძვი, ცდილობ ძლიერი გამოჩნდე, ემოციებს მოერიო და ერთი ცრემლიც არ გადმოგივარდეს, ჩნდება ბურთი. ყელში. იჩხირება, მწარედ. მსუსხავად. გაწვება. გახრჩობს.  ..და წკაპ,წკაპ, წკაპ ცრემლები (( სულ ასეა, გინდა გაიქცე, სახეს მალავ, ბრუნდები ზურგით, მაგრამ მხრები მაინც გიკანკალებს. ყოველთვის ასეა, როცა იმედი გიცრუვდება, დიდი მოლოდინები, სისულელეა, შეთხზა ლამაზი ზღაპრები, აშენო ოცნებათა მყიფე … ვრცლად ბურთი

წერილი № ბოლო

ჰოდა, იყო ის, რომ არაფერიც არ იყო და ჩვენ მონდომებით ვთხზავდით ამ არაფრიდან არარსებულ “მე და შენს” და ეს “და”, ეს სულელური სიტყვა, რომელმაც “მე” და “შენ” “ჩვენად” აქცია, ახლა ისეთი უსარგებლოა, რომ არც ვიცი რა ვუყო ^^ აბსურდია და აბსურდულად ვამთავრებ! გადამიარა! ნოემბრებმა და დეკემბრებმა გადაიარეს ! ახლა რაღაც გამახსენდა და გამეცინა, ყველა გადაყვარება … ვრცლად წერილი № ბოლო

წერილი № გაზაფხული

                         პოსტი წაიკითხეთ ამის თანხლებით ერთი ადამიანისთვის დაწერილი მერამდენე პოსტი, რომელსაც ადრესტი ვერც ახლა წაიკითხავს მორჩა. ორი დღეა დეპრესია მაქვს. რა თქმა უნდა, ისევ ჩემი ბლოგი უნდა დაზარალდეს. დეპრესია შენ გამო არ მაქვს, ამ საგამოცდო ციებ-ცხელებაში შენთვის სულ არ მცალია. ფეისბუქზე შესული ირიბად გავხედავ … ვრცლად წერილი № გაზაფხული

უნამუსო პოსტი

უნამუსობაა როცა ბევრი საინტერესო თემა გიტრიალებს თავში შენ კი ახალი პოსტის ფანჯარას ხსნი და იწყებ ბოდვას, რომელსაც მხოლოდ ერთი ადრესატი ჰყავს. ჩემი პოსტები არასდროს ყოფილა რეიტინგზე გათვლილი, არასდროს და ჩემს ერთ მეგობარს თუ დავუჯერებთ “საერთოდ ვინ კითხულობს ამ სისულელეებს!” არცაა აუცილებელი ყველამ იკითხოს ეს სისულელეები, განსაკუთრებით კი ეს კონკრეტული სისულელე, მაგრამ ვინც მინდა იმან კი … ვრცლად უნამუსო პოსტი