გამარჯობა თსუ (შუალედურები)

მაღლივში ამსვლელო,  ყველა ოცნება დატოვე გარეთ ….და იყო თსუში ცხოვრება ზეფირივით ტკბილი, იყო ლექციები და სემინარები, ლექტორები და სემინარისტები, ქულები-კარგები და ცუდები (ცუდები უფრო) დილით ადრე ადგომები, უსწავლელი თემები და ყოველ კვირაში ცვალებადი კონსტიტუცია. მერე მოვიდა მეშვიდე კვირა და ყველაფერი აირია. “…და იწვიმა ცეცხლმან და იქცა მიწა უდაბნოდ და ამ უდაბნოსა ზედა აღმართეს ტაძარი ცოდნისაჲ … ვრცლად გამარჯობა თსუ (შუალედურები)

Morning Dreams

ადრეც ვწერდი, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ შეველევი და ერთ-ერთია დილის ძილი, სამწუხაროდ, მასთან შელევა უმეტეს წილად მიწევს და დავდივარ საშინლად აღრენილი, გაჩეჩილი და ბოროტი I’m not morning person. არ ვარ და მორჩა. არ მწამს დღეები, როცა უნდა წამოხტე, უცებ მოწესრიგდე, უცებ ჩაიცვა და სადმე წახვიდე 😐 როცა ეს ყველაფერი უკვე ყოველდღიურობაში გადადის არასასიამოვნოცაა და … ვრცლად Morning Dreams

რას ვაკეთებ

ეს ამბავი ხუთშაბათ საღამოებზეა ^^ ანუ როცა ვარ საშინლად მოცლილი და საშინლად  უსაქმური. იყო დრო და შაბათ-კვირა მიხაროდა, მერე სტუდენტი გავხდი და შაბათი ჩემმა ცხრილმა შეიწირა, თავისუფალი პარასკევი კი ყველა დანარჩენმა საქმემ, რაც კვირის განმავლობაში უნდა ვაკეთო ^^ ჰოდა დავრჩი ასე უიქენდისა და უბოდიალობის გარეშე. არის რაღაცები რაზეც უარს ვერ ვამბობ, მაგალითად, დილის ძილი ^^ … ვრცლად რას ვაკეთებ

მლაშე

სტიქია. მოდის, მოდის გიახლოვდება. ეს ზღვაა, ზღვა ჩემი სტიქიაა. შემიძლია საათობით ვიჯდე სანაპიროზე და ვუსმინო როგორ ბობოქრობს, როგორ ჩურჩულებს, როგორ ოხრავს და როგორ უხარია, ვუსმენ და ვივსები. ახლაც ზღვის პირას ვზივარ, გავცქერი სბინელეში ჩანთქმულ მბორგავ გიგანტს, რომელიც წალეკვით მემუქრება, ხუთი წუთის წინ მომივარდა კიდეც, სანაპიროზე გადმოხეთქა და თეთრ ქაფში გამხვია. ზღვა უსაზღვროა და ეს უსაზღვრობაა … ვრცლად მლაშე

წერილი № გაზაფხული

                         პოსტი წაიკითხეთ ამის თანხლებით ერთი ადამიანისთვის დაწერილი მერამდენე პოსტი, რომელსაც ადრესტი ვერც ახლა წაიკითხავს მორჩა. ორი დღეა დეპრესია მაქვს. რა თქმა უნდა, ისევ ჩემი ბლოგი უნდა დაზარალდეს. დეპრესია შენ გამო არ მაქვს, ამ საგამოცდო ციებ-ცხელებაში შენთვის სულ არ მცალია. ფეისბუქზე შესული ირიბად გავხედავ … ვრცლად წერილი № გაზაფხული

მზის

არის რაღაცები, უბრალო, მარტივი რაღაცები, რაც ძალიან გახარებს, რაც ყოველთვის გაღიმებს და გათბობს. დილის რუტინა თბილი საწოლი ფანჯრები ქარი ხუჭავ თვალებს ქარი ფანჯრები უნდა ადგე და ცხოვრებას შეერიო. ყოველი დილა ჩემთვის ტრაგედიაა, მოჟამული ამინდი, ნაცრისფერი პეიზაჟი, იგივე ადამიანები, სკოლაში, ქუჩაში, ყველგან. ასეთ დილას ვერაფერი ისე ვერ ავსებს და ახალისებს როგორც მზე. თებერვლის სუსტი, მაგრამ მაინც … ვრცლად მზის

სიყვარულის ფიზიკა

რადგან მოვახერხე და მეასე პოსტი დავწერე, ახლა ისევ თამამად შემიძლია ყველა სისულელეზე ვწერო ^_^ პოსტის სათაურს რომ შევხედე ვიფიქრე რომ მკითხველი აუცილებლად ვალენტინობასთან დააკავშირებდა, მაგრამ ჩემი პოსტის სათაურში სიტყვა სიყვარული დღევანდელ დღესთან არაფერ შუაშია, ჩემთვის ყოველი დღე სიყვარულის დღეა ^_^ (ნუ ეს რამხელა ტყუილი ვთქვი, არა უშავს :დ)  დღეს ვარკეთილის მეტროსთან მომიწია გავლა, წითელი ვარდების … ვრცლად სიყვარულის ფიზიკა