მე Vs მე

ხანდახან მგონია, რომ ორი ცალი ვარ და ეს ორი მე იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, მიკვირს, როგორ ახერხებენ თანაცხოვრებას. ერთი თაკო რომანტიკოსია, პოეზია უყვარს, მაღალი მატერიების სწამს, რაღაც უცნაურ, მოლიბრო და თავისივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობს. შეუძლია ყველა ცხოვრებისეული ამბისგან ლექსი შეთხზას და არ გამოერკვეს ამ ბურანიდან. აი, გადახედეთ მისი ფეისბუქის კედელს. ამოჩემებული ფრაზები საყვარელი ლექსებიდან, ძველი ჩანაწერები, … ვრცლად მე Vs მე

სიყვარულის ფიზიკა

რადგან მოვახერხე და მეასე პოსტი დავწერე, ახლა ისევ თამამად შემიძლია ყველა სისულელეზე ვწერო ^_^ პოსტის სათაურს რომ შევხედე ვიფიქრე რომ მკითხველი აუცილებლად ვალენტინობასთან დააკავშირებდა, მაგრამ ჩემი პოსტის სათაურში სიტყვა სიყვარული დღევანდელ დღესთან არაფერ შუაშია, ჩემთვის ყოველი დღე სიყვარულის დღეა ^_^ (ნუ ეს რამხელა ტყუილი ვთქვი, არა უშავს :დ)  დღეს ვარკეთილის მეტროსთან მომიწია გავლა, წითელი ვარდების … ვრცლად სიყვარულის ფიზიკა

ჩემი სულელური ლოვ სთორი ^_^

ორ წელიწადზე მეტია გავიცანი. 2009-ში საერთო მეგობარმა გამაცნო, თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თვალი შევავლე, რაღაცები გამოვკითხე და ორი შეხვედრის შემდეგ გამოვემშვიდობე. მეგობარს კი ავუხსენი რომ დიდი არაფერი 🙂 და რომ ჩვენს ურთიერთობას პერსპექტივა შეიძლება აქვს, მაგრამ არა ამ ეტაპზე, 2009 წლის ბოლოს კიდევ ერთხელ შემახსენა თავი, მეც ავყევი, მართობდა, თითქოს უფრო გამრავალფეროვნდა. 2010-იდან ჩვენმა … ვრცლად ჩემი სულელური ლოვ სთორი ^_^

რიგი ქართულად

როგორც წინა პოსტში ვწერდი, ერთი რიგითი მოსწავლე ვარ და მეტროთი მგზავრობაც ხშირად მიწევს, სათვალიანი გოგოების გარდა კი ბევრ სხვა “გრუზინობებსაც” ვაწყდები. ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემაა რიგში დგომის კულტურა, უფრო სწორად კი ამ კულტურის არ ქონაა 😐 მოკლედ რომ ვთქვა, ქართული რიგის ურიგობა მაცოფებს. 😐 მოსწავლის ბილეთი დიდი ხნის წინ დავკარგე, ამიტომ მეტრომანით ვსარგებლობ, არც თუ იშვიათია … ვრცლად რიგი ქართულად

ზარმაცი

მე ზარმაცი ბლოგერი ვარ! არ ვწერ პერმანენტულად არ ვტოვებ კომენატრებს სხვების პოსტებზე (არადა ვკითხულობ) არ ვაშეარებ ჩემს პოსტებს ბლოგერების თემაში და არც ჩემს ვოლზე (იშვიათი გამონაკლისების გარდა) არ ვცდილობ რაიმე სახით გავაპიარო ჩემი ბლოგი  არ ვიმატებ ფეისბუქზე განურჩევლად ყველა ადამიანს (ბლოგერებს განსაკუთრებით) ვინც მყავს იმათაც არასდროს ვაბეზრებ თავს არ ვზრუნავ ჩემი ბლოგის დიზაინზე ( არადა … ვრცლად ზარმაცი