მეორეკურსელი (ისევ)

ასეთი მძაფრი ემოციები თსუ-ში სწავლისას მგონი აღარც მქონია ^_^ ნუ მეორე სემესტრში უკვე ფსიქოლოგიურად მდგრადი და იუმორთ აღჭურვილი შევეჭიდე ბაზებს. (ამაზე დავწერე კიდეც) (მეგობარი მეუბნებოდა ამასწინათ, წაიკითხავენ შენს ბლოგს შენი კურსელები, სულ გამოცდებზე და თსუ-ზე წერო და რავიცი, არაა ეს სიმართლეს მოკლებული^_^) დამთავრდა ჩემი პირველკურსელობა თსუ-ში ვისწავლე მართლა ბევრი, უფრო მეტი კი არ ვისწავლე, მაგრამ ერთ-ერთი … ვრცლად მეორეკურსელი (ისევ)

მეორეკურსელი

თსუ-ში ჩემი მოღვაწეობის შესახებ ბევრი დამიწერია (ზედმეტიც კი) თუმცა ჩემი ალმა-მატერი (ღმერთმანი, საიდან ვკრეფ ასეთ სიტყვებს?(!))კიდევ ერთ მოკრძალებულ პოსტს ნამდვილად იმსახურებს ჩემგან. ესე ამბავი “პინგვინობის წლისა”, ხოლო როგორც ჩემი კურსელები იტყვიან “Freshman year is over” სულ თავიდან რომ მოგიყვეთ 2000 წელს შევედი სკოლაში (ა, თუ ეს ძალიან “თავიდანაა”) ყველაფერი დაიწყო არც ისე ცუდად, რეგისტრაციაზე სულ სულ … ვრცლად მეორეკურსელი

ნახვამდის ჩემო პრეზიდენტო

-მართლა არ ვარ სომეხი !! დღეს თსუ-ს სტუდენტები პრეზიდენტს შეხვდნენ. დიახ, სწორედ ამ თანმიმდევრობით-სტუდენტები-პრეზიდენტს და არა პრეზიდენტი-სტუდენტებს!  ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როცა შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო ვინც წინასწარ დარეგისტრირდებოდა. აქამდე პრეზიდენტთან შესახვერდად საგანგებოდ დარჩეული, აკადემიურად ჩაცმული, ღიმილითა და წინასწარ მომზადებული, ცენზურაგავლილი კითხვებით აღჭურვილი “ერის იმედი” დადიოდა მხოლოდ. სწორედ ამიტომაც არ დაუშვეს არც ერთი … ვრცლად ნახვამდის ჩემო პრეზიდენტო

ბაზები, ბაზებმა, ბაზებს (თსუ)

    მეორე გამოსვლა თსუ-ს ბაზები– საქვეყნოდ ცნობილი ფენომენი, რომელსაც ახსნა ჯერაც ვერვინ მოუძებნა. მას იკვლევენ ნასას მეცნიერები, მას აკვირდებიან მაუნა-კეას ობსერვატორიიდან,(აბასთუმნიდანაც კი აკვირდებიან, მაგრამ მაინც :დ) მასზე გაგზავნეს “ქურიოსითი”, თუმცა ამაოდ. მისი საიდუმლო ისეთივე ამოუხსნელია, როგორც ნასაკას ხაზები. ის ისეთივე გაუვალია როგორც მინოტავრის ლაბირინთი, თუმცა აქ არიადნე ვერ დაგეხმარებათ. მისი კოდური სახელწოდებაა Sms.tsu.ge, რომელიც … ვრცლად ბაზები, ბაზებმა, ბაზებს (თსუ)

გამარჯობა თსუ/ დღე პირველი

მახსოვს პირველაააააად სასწავლებელშიიიიი მოკლედ, ეს ის სიმღერა არაა, ჩემს დღევანდელ პოსტს რომ მოუხდება, მაგრამ დღეს მეც პირველი დღე მქონდა,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტის სტატუსით. თსუ ახშობს! თსუ კლავს! თსუ-ეტა ზლო! გამიგონია, ბევრჯერ, ამ აზრს შეგუებული წავედი დღეს, გულის ფანცქალები, ღამის თევები და “რა ჩავიცვა” ამბები არ ყოფილა. ავდექი და ახალ შარში გასახვევად … ვრცლად გამარჯობა თსუ/ დღე პირველი