ლიკას მოეწონება

ავტობუსის სერია გუშინწინ, მე რომ მიყვარს, იმ ბიჭს ქორწილი ჰქონდა. ქორწილის ფოტოებს ვუყურებ. ფოტოები ლამაზია. რა თქმა უნდა. მე რომ მიყვარს იმ ბიჭს გრძელი თმა ჰქონდა, კუბოკრული პერანგები და გაცვეთილი ჯინსები ეცვა. გაცვეთილი ჯინსები მოდის გამო არ  სცმია, უბრალოდ, ტყე-ღრეში უყვარდა ხეტიალი და ჯინსებიც ადვილად ცვდებოდა. მე მქონდა მისი ბევრი ფოტო და ბევრი ლექსი მასზე. … ვრცლად ლიკას მოეწონება

ერის X ფაქტორი

ამბავი 1 . 7 წლის ნინიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, მგზავრებო, ვისაც შეგიძლიათ .. 5 წლის ნიკას .. უფალი იყოს თქვენი შემწე ახალგაზრდებო, ახალგაზრდებო, გამოფხიზლდით მოგმართავთ თქვენ 3 თვის მარიამს .. 25 წლის გიორგის .. ვისაც რით შეგიძლიათ. !!!!! მინის ყუთები, სადგურიდან სადგურამე გაცრეცილ ჩანთებში ჩაჩრილი, გულზე სახელისა და გვარის ამნიშვნელი წარწერა, უცნობი ორგანიზაციები, უცნობი ადამიანები, … ვრცლად ერის X ფაქტორი

პოსტი, როგორც პოსტი

ორი თვეა ბლოგზე არაფერი დამიწერია სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, იმდენი მწვანე და საოცარი ამბავი მაქვს მოსაყოლი, ზოგი არც ისე საოცარი, ზოგიც სევდიანი. ზაფხული ისე სწრაფად გავიდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ახლა ისევ შემოდგომაშინ დახრჩობას მპირდება თბილისი. მოკლედ მომენატერთ ❤ ვრცლად პოსტი, როგორც პოსტი

კადრები

როცა ასეთი დეკემბრული და თოვლიანი საიდ-ბარი გაქვს პოსტებიც რაღაცნაირი საახალწლო და მსუბუქი უნდა წერო ალბათ, ამიტომ დეკემბერში არცერთი მწარე პოსტი არ იქნება. (თუნდაც მაიკო ასათიანი წლის ჟურნალისტად ან ნინო ჩხეიძე წლის “ოქროს ხმად” დაასახელონ) ბლოგზე ახალი კატეგორია მაქვს “არამედ რაღაც სხვა”  გრანელთან არაფერ შუაშია, უბრალოდ, აქ ისეთ პოსტებს ჩავსვამ, რომლებიც ამ ბლოგზე საერთოდ არ უნდა … ვრცლად კადრები

ღუნღულა

ჩემს ბლოგი ისე გამოიყურება, რომ ერთი ღუნღულა, საზამთრო და ბუხრისშუქიანი პოსტი თუ არ დავწერე რა იქნება ^^ ზამთარი მოდის, მართალია, ჯერ თოვლი არსად ჩანს, მაგრამ დეკემბრის ქარები უკვე ქრიან და თბილისიც ისევ და ისევ გა-ა-ჭაღეს ^_^  (თუმცა ამბობენ 25-მდე არ აანთებენ საახალწლო ილუმინაციებსო :\) ასეა თუ ისე, ძველი პარლამენტის შენობასთან ისევ ძველი და მშობლიური ნაძვის … ვრცლად ღუნღულა

თოჯინები იცინიან

პოლიტიკაზე საუბარი აბსურდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასში საერთოდ ვერ ერკვევი, მაგრამ ქართველებს უკან დახევა არაფერში გვჩვევია და ახლაც დიდი თუ პატარა აქტიურად განვიხილავთ ქვეყნის დემოკრატიულ ძვრებს, როლანდის ძილ-ღვიძილს, სისტემის ნანგრევებს და “კერესინკების” “პადვლებიდან” ამოტანის პრობლემას ( სარდაფი და ნავთქურა რომ ჰქვია ვიცი ^^) ქართველებს კერპები და ბომონები რომ გვიყვარს ეგეც არახალია, ოღონდ ვინმე გვყავდეს, ვისზეც … ვრცლად თოჯინები იცინიან

გვიშველეთ, ვიხრჩობით ანუ ყვითელი ისტერია

ახლახანს შემოვედი სახლში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ როგორი აქტუალურია  თემა, რომელზე წერასაც ვაპირებ. ტრანსპორტი-თბილისის გადაუჭრელი პრობლემა, განსაკუთრებით კი ზაფხულობით. მე იმ ეპოქის ბავშვი ვარ მეტროში ჟეტონი 20 თეთრი რომ ღირდა და არც ერთი სამარშრუტო ტაქსი 50 თეთრზე მეტს არ გამოგართმევდა, ამავე 50 თეთრით დიდი წარმატებით იყიდდი ფენოვან ხაჭაპურს მარილწყალში დამბალი მაკარონით და საერთოდაც, რა … ვრცლად გვიშველეთ, ვიხრჩობით ანუ ყვითელი ისტერია