მოხუფული ზაფხული

ზაფხულის გამჭვირვალე, მზეჩაღვრილ და მომთენთავ დღეებში ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ამ ზაფხულის შეგროვება და შენახვა რომ შეიძლებოდეს. მურაბასავით ქილაში ჩამწყვდევა და მჭიდროდ დახუფვა. მერე, ზამთრის მოწყენილ, აჯაგრულ, სუსხიან საღამოებს რომ ვეღარ გავუძლებდი, გავხსნიდი ზაფხულით სავსე ქილებს და ზღაპრული ჯინივით ამოვუშვებდი ზღვის, თივის და მინდვრის მარწყვის სურნელს, ამოვუშვებდი შენახულ ზაფხულებს და თბილისის განაცრისფერებულ ქუჩაში ჩემი … ვრცლად მოხუფული ზაფხული

Morning Dreams

ადრეც ვწერდი, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ შეველევი და ერთ-ერთია დილის ძილი, სამწუხაროდ, მასთან შელევა უმეტეს წილად მიწევს და დავდივარ საშინლად აღრენილი, გაჩეჩილი და ბოროტი I’m not morning person. არ ვარ და მორჩა. არ მწამს დღეები, როცა უნდა წამოხტე, უცებ მოწესრიგდე, უცებ ჩაიცვა და სადმე წახვიდე 😐 როცა ეს ყველაფერი უკვე ყოველდღიურობაში გადადის არასასიამოვნოცაა და … ვრცლად Morning Dreams

მლაშე

სტიქია. მოდის, მოდის გიახლოვდება. ეს ზღვაა, ზღვა ჩემი სტიქიაა. შემიძლია საათობით ვიჯდე სანაპიროზე და ვუსმინო როგორ ბობოქრობს, როგორ ჩურჩულებს, როგორ ოხრავს და როგორ უხარია, ვუსმენ და ვივსები. ახლაც ზღვის პირას ვზივარ, გავცქერი სბინელეში ჩანთქმულ მბორგავ გიგანტს, რომელიც წალეკვით მემუქრება, ხუთი წუთის წინ მომივარდა კიდეც, სანაპიროზე გადმოხეთქა და თეთრ ქაფში გამხვია. ზღვა უსაზღვროა და ეს უსაზღვრობაა … ვრცლად მლაშე

მე Vs მე

ხანდახან მგონია, რომ ორი ცალი ვარ და ეს ორი მე იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, მიკვირს, როგორ ახერხებენ თანაცხოვრებას. ერთი თაკო რომანტიკოსია, პოეზია უყვარს, მაღალი მატერიების სწამს, რაღაც უცნაურ, მოლიბრო და თავისივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობს. შეუძლია ყველა ცხოვრებისეული ამბისგან ლექსი შეთხზას და არ გამოერკვეს ამ ბურანიდან. აი, გადახედეთ მისი ფეისბუქის კედელს. ამოჩემებული ფრაზები საყვარელი ლექსებიდან, ძველი ჩანაწერები, … ვრცლად მე Vs მე

მზიანი პოსტი

მიყვარს მზე მზე მზე და ზაფხული კიდევ ზღვა დილაუთენია ზღვის პირას სირბილი და მთელი დღე წყალში გდება 🙂 მზე მიყვარს და მწვანე ფერიც, დღეც, (Green Day) ოთახიც. განწყობაც ❤ კიდევ მწვანე ვაშლი, ისეთი კი არა პრიალა და უზარმაზარი, არა! მკვახე ვაშლი მიყვარს, მარიალიანი გაზაფხულზე, ხიდან მოწყვეტილი!! ერთი სული მაქვს მზე გამოვიდეს, ფანჯრები გავაღო და ძალიან … ვრცლად მზიანი პოსტი