მოხუფული ზაფხული

ზაფხულის გამჭვირვალე, მზეჩაღვრილ და მომთენთავ დღეებში ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ამ ზაფხულის შეგროვება და შენახვა რომ შეიძლებოდეს. მურაბასავით ქილაში ჩამწყვდევა და მჭიდროდ დახუფვა. მერე, ზამთრის მოწყენილ, აჯაგრულ, სუსხიან საღამოებს რომ ვეღარ გავუძლებდი, გავხსნიდი ზაფხულით სავსე ქილებს და ზღაპრული ჯინივით ამოვუშვებდი ზღვის, თივის და მინდვრის მარწყვის სურნელს, ამოვუშვებდი შენახულ ზაფხულებს და თბილისის განაცრისფერებულ ქუჩაში ჩემი … ვრცლად მოხუფული ზაფხული

პოსტი, როგორც პოსტი

ორი თვეა ბლოგზე არაფერი დამიწერია სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, იმდენი მწვანე და საოცარი ამბავი მაქვს მოსაყოლი, ზოგი არც ისე საოცარი, ზოგიც სევდიანი. ზაფხული ისე სწრაფად გავიდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ახლა ისევ შემოდგომაშინ დახრჩობას მპირდება თბილისი. მოკლედ მომენატერთ ❤ ვრცლად პოსტი, როგორც პოსტი

მეორეკურსელი (ისევ)

ასეთი მძაფრი ემოციები თსუ-ში სწავლისას მგონი აღარც მქონია ^_^ ნუ მეორე სემესტრში უკვე ფსიქოლოგიურად მდგრადი და იუმორთ აღჭურვილი შევეჭიდე ბაზებს. (ამაზე დავწერე კიდეც) (მეგობარი მეუბნებოდა ამასწინათ, წაიკითხავენ შენს ბლოგს შენი კურსელები, სულ გამოცდებზე და თსუ-ზე წერო და რავიცი, არაა ეს სიმართლეს მოკლებული^_^) დამთავრდა ჩემი პირველკურსელობა თსუ-ში ვისწავლე მართლა ბევრი, უფრო მეტი კი არ ვისწავლე, მაგრამ ერთ-ერთი … ვრცლად მეორეკურსელი (ისევ)

მეორეკურსელი

თსუ-ში ჩემი მოღვაწეობის შესახებ ბევრი დამიწერია (ზედმეტიც კი) თუმცა ჩემი ალმა-მატერი (ღმერთმანი, საიდან ვკრეფ ასეთ სიტყვებს?(!))კიდევ ერთ მოკრძალებულ პოსტს ნამდვილად იმსახურებს ჩემგან. ესე ამბავი “პინგვინობის წლისა”, ხოლო როგორც ჩემი კურსელები იტყვიან “Freshman year is over” სულ თავიდან რომ მოგიყვეთ 2000 წელს შევედი სკოლაში (ა, თუ ეს ძალიან “თავიდანაა”) ყველაფერი დაიწყო არც ისე ცუდად, რეგისტრაციაზე სულ სულ … ვრცლად მეორეკურსელი

ჩემი ბლოგი ორი წლისაა

2010 წლის ზაფხულის ძალიან ცხელ და რუტინულ საღამოს, როცა აგათას ფერად ბლოგს ვაკეთებდი, ვერც კი ვიფიქრებდი რომ ჩემი ჰობი ასე ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა.  მილოცვები არ მეხერხება, საერთოდ (( მაგრამ უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩემს ბლოგს-გმადლობ! დიდი, დიდი, დიდი მადლობა ❤ ძალიან ბევრი გამოვიარეთ ერთად, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი და იმედია კიდევ ბევრს გავივლით ^^ მიყვარხარ. აგათა ვრცლად ჩემი ბლოგი ორი წლისაა

ურბანული ამბები

რომ დგახარ ღია ფანჯარასთან და უყურებ მზის ამოსვლას, ჯერ ჩიტები იწყებენ ჟღურტულს, არ ჩანან, მარტო ხმაა, მერე ნელ-ნელა ფერადდება ღია ნაცრისფერი ცა, ჯერ შორიდან, მერე მოდის, ვარდისფერი და ცისფერი იმატებს, კორპუსების კედლებს თითქოს ალმური აუვათ ხოლმე, მერე მზე ამოდის და ჩემი ფანჯრის მარცხნივ მშვიდად ჩერდება ცაზე.   როცა იღვიძებ ზამთრის საოცრად სუსხიან დილას, ფოკუსდაკარგული მზერით უყურებ … ვრცლად ურბანული ამბები

მე წითელი მქვია

ორჰან ფამუქზე იმდენს წერენ ქართულ ბლოგსფეროში მე ნამდვილად გამიჭირდება რამე ახალი ვთქვა. ერთი კია, ამ კაცმა ისე საოცარი ფერებით დახატა მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო ათწლეულის სტამბოლური ზამთრის ცხრა თოვლიანი დღე, რომ მკითხველს არასდროს დაავიწყდება.  “მე წითელი მქვია” ყველაზე ფერადოვანი და ოპტიმიზმით აღსავსე წიგნია, ასე თვლის ავტორი, მე კი ვფიქრობ, რომ ეს არის წიგნი თურქულის ყავის თავბრუდამხვევი … ვრცლად მე წითელი მქვია