იყავი ტურისტი საკუთარ ქალაქში

იყავი ტურისტი შენს ქალაქში ! დაინახე შენი ქალაქი სულაც არაა მოსაწყენი ურბანული სივრცე, შენი ქალაქი ლამაზია, დაინახე ! პატარა დეტალები, სულ პატარაც კი, რომელიც აქამდე არ შეგიმჩნევია შეცვლის შენს წარმოდგენას  ქალაქზე. აივნის რიკულები, ჩუქურთმები სადარბაზო კარზე, ქუჩის მხატვრობა, ფერადი სარეცხი, ლამაზი ხე, საინტერსო ფორმის კიბე, ძელსკამები პარკში, ხილის დახლი, აივნებიდან გადმოკიდებული ქოთნის ყვავილები, კაფის ორიგინალური … ვრცლად იყავი ტურისტი საკუთარ ქალაქში

ისეთი, როგორიც ვარ

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ამ პოსტის დაწერა სულაც არ არის კარგი იდეა და არ გირჩევთ მის წაკითხვას (არადა პირიქით უნდა ვაკეთებდე ^_^) ისიც უნდა დავამატო, რომ პოსტი განეკუთვნება იმ კატეგორიას, დილით რომ წაიკითხავ და წაშლა მოგინდება, მაგრამ მე არადროს ვშლი პოსტებს, ოდესმე სიცილით გავიხსენებ ყველა სისულელეს და იმიტომ ^_^ ამბობენ, ადამიანები ღამე სხვანაირად აზროვნებენო, … ვრცლად ისეთი, როგორიც ვარ

წავედით ცირკში

მე იმ ბედნიერ (ან შეიძლება არც ისე ბედნიერ) დროს მომიწია ბავშვობა, როცა თბილისის ცირკი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, ყოველ წელს იმართებოდა წარმოდგენები და მეც ყოველთვის დავდიოდი. აღფრთოვანებაში მოვყავდი ჰაერში მოსრიალე აკრობატებს, უწვრილეს მავთულებზე მონარნარე ეკვილიბრისტებს, ჟონგლიორებსა და ათას საოცარ სანახაობას. ეს იყო დიდი და ლამაზი ზღაპარი, მაგიითა და უამრავი ფერით აღსავსე. მერე იყო და ცირკი დაილუქა. … ვრცლად წავედით ცირკში

ბურთი

ყოველთვის ასეა, როცა შენს თავს ებრძვი, ცდილობ ძლიერი გამოჩნდე, ემოციებს მოერიო და ერთი ცრემლიც არ გადმოგივარდეს, ჩნდება ბურთი. ყელში. იჩხირება, მწარედ. მსუსხავად. გაწვება. გახრჩობს.  ..და წკაპ,წკაპ, წკაპ ცრემლები (( სულ ასეა, გინდა გაიქცე, სახეს მალავ, ბრუნდები ზურგით, მაგრამ მხრები მაინც გიკანკალებს. ყოველთვის ასეა, როცა იმედი გიცრუვდება, დიდი მოლოდინები, სისულელეა, შეთხზა ლამაზი ზღაპრები, აშენო ოცნებათა მყიფე … ვრცლად ბურთი

ბოლო ზარი

18 მაისს სკოლა დავამთავრე ^_^ 12 გრძელი, რთული და მოსაბეზრებელი წლის შემდეგ ხელი დავუქნიე ჩემი სკოლის მწვანე შენობას და ჰოპლა ახალ ცხოვრებაში ^^ თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არაა, ბოლო ზარის დღეს მივხვდი, რომ ძალიან მომენატრება ის მხიარული და ზოგჯერ აუტანელი სიტუაციებიც კი, სხვა თუ არაფერი, სკოლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და მუდამ იქნება. არ … ვრცლად ბოლო ზარი

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

შობას გილოცავთ! ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ვინც აღნიშნავთ ამ საოცრად ლამაზ და დადებითი ენერგეტიკის მქონე დღესასწაულს! მუდამ სასწაულებით აღსავსე ყოფილიყოს იგი თქვენთვის. მე კი შობის ღამეს ძალიან ძვირფასი საჩუქარი მივიღე. სინამდვილეში ძალიან უბრალო, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული და რაც მთავარია უსაყვარლესი ადამიანისგან. მე, როგორც ჭეშმარიტად ზარმაცს არ გამაჩნდა ჩემი ბლოგის გვერდი ფეისბუქზე და მხოლოდ წუწუნით შემოვიფარგლებოდი, დღეს … ვრცლად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

Dianne Reeves on TJF 2010 ანუ რაც არასოდეს დამავიწყდება

თბილისის ჯაზ-ფესტივალის მეორე დღე დიანა რივზმა გახსნა ორ გიტარისტთან-რასელ მელოუნთან და რომერო ლუბამბოსთან ერთად, თავიდან სწორედ მათ დაიწყეს, კლასიკური და ელექტრო გიტარებით, რომელთა ხმაც სრულ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან, დინა კი მათ პირველი კომპოზიციის შემდეგ შეუერთდა, პირველივე ნოტმა, რომელიც დიანამ მაღალ რეგისტრში აიღო, დამარწმუნა, რომ არაჩვეულებრივად ნიჭიერი მომღერლის კონცერტს ვესწრებოდი, თუმცა რაღა დავმალო და სულაც არ … ვრცლად Dianne Reeves on TJF 2010 ანუ რაც არასოდეს დამავიწყდება