ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ახლა ის დრო და პერიოდი გვიდგას ქართველებს ყველა ჭეშმარიტი ბლოგერის (და ჭეშმარიტი მამულიშვილის) კლავიატურა ერის ტკივილს, სირცხვილსა და სიბნელეზე რომ უნდა მოსთქვამდეს, მაგრამ ჩემს კლავიატურას ისეთი პატრონი ჰყავს რომ ბლოგერობასა და მამულიშვილობაზე სულ ადვილად აიღებს ხელს ოღონდ ბოლო დღეების ამბები არ გაიხსენოს. (თან ჩემი მოთქმა ამ წკვარამში სინათლის სხივად ,ნამდვილად, ვერ შეიჭრება, ასე რომ, დუმილი … ვრცლად ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ბიზნესი ანაფორით

როცა  ეს სტატია წავიკითხე ძალიან, ძალიან გამეცინა. მეეჭვება ვინმემ დაიჯეროს რომ სასულიერო პირთან დაწოლა სამოთხისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. თუმცა ქართველებს რას გაუგებ ჩემო ოლღა(?!) რაც შეეხება ხალხმრავალ მეტროსადგურებში მდგარ ანაფორაში ჩაცმულ ადამიანებს ეს ამბავი კი მართალია. მე პირადად, ბევრჯერ მინახავს სადგურის მოედანზე (ე.წ ვაგზალი) მეტროს ფოიეში მდგარი “მამაო” (არ ვიცი უბრჭყალებოდ რომ დავწერო რამდენად მართალი გამოვა) … ვრცლად ბიზნესი ანაფორით

ათეისტი, სატანისტი,ბოზი

ანანკას, რომლის ამბავმაც ამ პოსტის დაწერა გამახსენა და ნინუცა ელექტროს, რომლის ამბავმაც  -გამოქვეყნება. ათეისტია, სატანისტია, პროფესორაა, როკერია, ბოზია, სოფლელია. დარწმუნებული ვარ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში  არ აქვთ ადამიანებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის სურვილის ასეთი მაღალი კოეფიციენტი, როგორიც საქართველოში და ისიც ვიცი რომ ჩვენ განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს ადამიანებისთვის იარლიყების მიწებების. ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, განსაკუთრებით, … ვრცლად ათეისტი, სატანისტი,ბოზი

ამბები, რომლებზეც არ ვწერ

…ანუ მე ვიწყებ ბოდვას ამბავი 1. შეშის სუნი მე ისეთ ქალაქში ვცხოვრობ სადაც ზამთრობით ყველაფერი ნაცრისფერია, ფერადი კორპუსებიც კი.  მხოლოდ ალვებია, ცოტა ნაძვი და ბევრი ჭადარი, რომლებიც ზამთრის სიცივეში აბუზული ბავშებივით ოდნავ მოხრილები და მერქან ახორკლილები დგანან.  ძალიან ცუდი სანახავია უთოვლო ზამთარი თბილისის გარეუბანში, ტრამალები, კორპუსები და გაშიშვლებულ ხეებზე მოფრიალე პარკები. მოჟამული სახეები, გაყინული ხელები … ვრცლად ამბები, რომლებზეც არ ვწერ