თვე და კიდევ მეტი

მას შემდეგ, რაც ბოლო პოსტი დავწერე, ჩემს ბლოგზე გათოვდა. ჩემი კიდევ ერთი მეგობარი გათხოვდა. პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს დაადო ვეტო. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბევრი აქცია ჩატარდა. შშმ პირების მხარდასაჭერადაც. კიდევ ბევრმა მამაომ იყიდა პრადო. კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას ავატიურისტი უწოდა. ირმმა ირემს ბალახი გაუწოდა. ისევ არ გამოვიდა “შერლოკის” ახალი სერია ვიყიდე ფეხსაცმელი, რომელზეც … ვრცლად თვე და კიდევ მეტი

დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

06.00 რაღაც ძალიან უცნაურ სიზმარს ვხედავ და ერთბაშად ვიღვიძებ. პირველ რიგში საათს ვუყურებ, 06.00, მამცნობს ციფერბლატი. მაღვიძარაზე ნახევარი საათით ადრე, როგორც ყოველთვის. მერე ფანჯრიდან ვიყურები, ფანჯრის წინ ასვეტილი ლამპიონი, ციკლოპივით მიყურებს, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში სინათლეს ვეძებ, შეგრძნება, რომ დეკემბრის გაყინული კვირა დილის 6-ზე სხვასაც ღვიძავს მამშვიდებს. შორს ციცინათელებივით ანათებენ პატარა ქალაქის ჩირაღდნები.  ეეეეე, რა ენაზე … ვრცლად დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

ღუნღულა

ჩემს ბლოგი ისე გამოიყურება, რომ ერთი ღუნღულა, საზამთრო და ბუხრისშუქიანი პოსტი თუ არ დავწერე რა იქნება ^^ ზამთარი მოდის, მართალია, ჯერ თოვლი არსად ჩანს, მაგრამ დეკემბრის ქარები უკვე ქრიან და თბილისიც ისევ და ისევ გა-ა-ჭაღეს ^_^  (თუმცა ამბობენ 25-მდე არ აანთებენ საახალწლო ილუმინაციებსო :\) ასეა თუ ისე, ძველი პარლამენტის შენობასთან ისევ ძველი და მშობლიური ნაძვის … ვრცლად ღუნღულა

თუ დეკემბერია

ჩემს ბლოგზე თოვს. თოვს ვორდპრესულად, ისე როგორც ყველგან. ჩემი ზამთარი ჰგავს სხვებისას. ჩემი თბილისური ზამთარი. ურბანული (აჩემებული) ზამთარი. ანუ მე უკვე დავიწყე ბოდვა. მაჯაზე საუკეთესო მეგობრის საათი მიკეთია. ყოველ დახედვაზე მახსენედება. არ მომკვდარა. არც გვიჩხუბია. უბრალოდ მოვიდა ზამთარი, ეს სულელური, სულელური ზამთარი და ორივე ქარებმა გაგვრიყა. ეს ჩანაწერი მასზე არაა. ამჯერად არა. მახსოვს როგორ დავხიე … ვრცლად თუ დეკემბერია

დეკემბრის პირველი სიზმარი

დღეს ბოლო ნოემბერია. რა ინდეფერენტულები ვართ ადამიანები, ვერც კი ვამჩნევთ პატარა სასწაულებს ჩვენს გარშემო ყოველდღე რომ ხდება. მე აღარასდროს ვიქნები ჩვიდმეტი წლის გოგო, რომელიც დგას ღია ფანჯარასთან, ნოემბრის ბოლო დღეს. ვეღარასდროს ვიგრძნობ მზის სითბოწართმეულ სხივებს სახეზე. ასე ვეღარ! არაფერი მეორდება. ჰოდა ეს ნოემბერიც დამთავრდა! 11.11.11 ნოემბერი ჰეჰ ❤ და ჩვენც. ეს არა არის შეყვარებული, პესიმისტი … ვრცლად დეკემბრის პირველი სიზმარი