რამდენიმე წუთით

რამდენიმე წუთის წინ ჩემი ბლოგის სამართავ პანელზე შესვლა გადავწყვიტე. მშვიდად შევიყვანე მომხმარებლის სახელი, მერე პაროლი და აღმოვაჩინე რომ ანგარიშში ვერ შევდივარ. “არასწორი სახელი/პაროლი”- ამტკიცებდა wordpress-ი. მე კი ვწერდი და ვწერდი ყველა იმ პაროლს რომელიც ოდესმე გამომიყენებია ან შემეძლო გამომეყენებინა. თავიდან მშვიდად, თანმიმდევრულად, მერე უკვე ხელის კანკალით. ვცვლიდი ენას კლავიატურაზე, მერე სხვადასხვა სახელის წერა დავიწყე, მაგრამ … ვრცლად რამდენიმე წუთით

3 წელი

ეს პოსტი გუშინ უნდა გამომექვეყნებინა 15 ივლისს ზარმაცი გოგოს ბლოგი 3 წლის გახდა. არც მჯერა, რომ უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივლისის ძალიან ჩახუთულ საღამოს ვორდპრესის პლათფორმას შეუერთდა http://www.agatako.wordpress.com ბლოგი არცთუ ორიგინალური სახელითა და არცთუ შორს მიმავალი გეგმებით, მაგრამ უკვე სამი წელი გავიდა და არასდროს მინანია ბლოგი რომ მაქვს. ცოტა არ იყოს გულაჩუყებულიც კი … ვრცლად 3 წელი

ჩემი ბლოგი ორი წლისაა

2010 წლის ზაფხულის ძალიან ცხელ და რუტინულ საღამოს, როცა აგათას ფერად ბლოგს ვაკეთებდი, ვერც კი ვიფიქრებდი რომ ჩემი ჰობი ასე ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა.  მილოცვები არ მეხერხება, საერთოდ (( მაგრამ უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩემს ბლოგს-გმადლობ! დიდი, დიდი, დიდი მადლობა ❤ ძალიან ბევრი გამოვიარეთ ერთად, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი და იმედია კიდევ ბევრს გავივლით ^^ მიყვარხარ. აგათა ვრცლად ჩემი ბლოგი ორი წლისაა

მეასე პოსტი

მეასე პოსტს ვწერ ! ბლოგისთვის რომელიც წელიწადზე მეტია არსებობს ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მე მაინც მიხარია, რაღაც სიმბოლურია! ასი პოსტი! ჰეჰ, ასი არც ვიფიქრებდი თუ ჩემი გატაცება ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა ^_^ ძალიან მინდოდა რამე განსაკუთრებული პოსტი დამეწერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამენანა ერთი კონკრეტული თემისთვის ჩემი მეასე პოსტი და ვწერ ასე ზარმაცულად და უბრალოდ! მეასე!!! ^_^ … ვრცლად მეასე პოსტი

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

შობას გილოცავთ! ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ვინც აღნიშნავთ ამ საოცრად ლამაზ და დადებითი ენერგეტიკის მქონე დღესასწაულს! მუდამ სასწაულებით აღსავსე ყოფილიყოს იგი თქვენთვის. მე კი შობის ღამეს ძალიან ძვირფასი საჩუქარი მივიღე. სინამდვილეში ძალიან უბრალო, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული და რაც მთავარია უსაყვარლესი ადამიანისგან. მე, როგორც ჭეშმარიტად ზარმაცს არ გამაჩნდა ჩემი ბლოგის გვერდი ფეისბუქზე და მხოლოდ წუწუნით შემოვიფარგლებოდი, დღეს … ვრცლად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

გარდერობის მომხიბვლელი დიასახლისი

ქართველებისთვის მოდა აბსტრაქტული ცნებაა და შავი ტანსაცმლის ტარებას ნიშნავს. მე ვფიქრობ რომ დღეს საქ… არა, არ ღირს! ნამდვილად არ მეყოფა ნებისყოფა იმისთვის რომ ასეთ მასშტაბურ თემას შევეჭიდო. განვიხილო საოცრად დახვეწილი ქართული, ტრადიციული კაბები, საქართველოს მოდის კვირეულები  და დღევანდელი თინეიჯერების საოცარი სტილი, ამიტომ უბრალოდ დავწერ პოსტს ერთ ძალიან ელეგანტურ და მომხიბვლელ ქართველ ქალზე. ამისთანების მეტი რა … ვრცლად გარდერობის მომხიბვლელი დიასახლისი

წლის ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი

ორი დღეა ჰომოფობიაზე ვაპირებ პოსტის დაწერას. მაკდონალდსის თემამ და განათლების სამინისტრომაც გამიელვა თავში, მაგრამ ამ საახალწლოდ ძალიან მეზარება ქართველ ჰომოფობებზე, განათლების სისტემაზე და ცხელ ესპრესოზე საუბარი. მეზარება! დიახაც! მე ხომ ზარმაცი გოგო ვარ! 2012 ძალიან მალე მოვა )) მიუხედავად იმისა რომ ახალი წლის დიდი მოტრფიალე არ ვარ წელს მაინც კარგი განწყობით ვხვდები )) ჩემი აბიტურიენტობის … ვრცლად წლის ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი