წავედით ცირკში

მე იმ ბედნიერ (ან შეიძლება არც ისე ბედნიერ) დროს მომიწია ბავშვობა, როცა თბილისის ცირკი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, ყოველ წელს იმართებოდა წარმოდგენები და მეც ყოველთვის დავდიოდი. აღფრთოვანებაში მოვყავდი ჰაერში მოსრიალე აკრობატებს, უწვრილეს მავთულებზე მონარნარე ეკვილიბრისტებს, ჟონგლიორებსა და ათას საოცარ სანახაობას. ეს იყო დიდი და ლამაზი ზღაპარი, მაგიითა და უამრავი ფერით აღსავსე. მერე იყო და ცირკი დაილუქა. … ვრცლად წავედით ცირკში

ღუნღულა

ჩემს ბლოგი ისე გამოიყურება, რომ ერთი ღუნღულა, საზამთრო და ბუხრისშუქიანი პოსტი თუ არ დავწერე რა იქნება ^^ ზამთარი მოდის, მართალია, ჯერ თოვლი არსად ჩანს, მაგრამ დეკემბრის ქარები უკვე ქრიან და თბილისიც ისევ და ისევ გა-ა-ჭაღეს ^_^  (თუმცა ამბობენ 25-მდე არ აანთებენ საახალწლო ილუმინაციებსო :\) ასეა თუ ისე, ძველი პარლამენტის შენობასთან ისევ ძველი და მშობლიური ნაძვის … ვრცლად ღუნღულა

ჰარი

ეს პოსტი უნდა დაწერილიყო ყველაფერი ექვსი წლის წინ რუსთავი2-ის სტუდიაში დაიწყო, სადაც “ყველაზე ჭკვიანის” ფინალში, სხვა წიგნებთან ერთად “ჰარი პოტერის” პირველი ორი ტომიც მაჩუქეს. მანამდე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი პოტერიადასადმი, ფილმის ერთი ნაწყვეტით დავასკვენი, რომ არაა საჩემო, მაგრამ როცა ჩემნაირ ადამიანს სახლში წაუკითხავი წიგნი უდევს გული არ გაუძლებს. მეც სპორტული ინტერესუს გამო (თან საერთოდ წიგნები … ვრცლად ჰარი

წერილი ასტრიდს

ძვირფასო ასტრიდ  შენ მე ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მაჩუქე. ვიცი ვერასდროს წაიკითხავ ამ წერილს 😐 მაგრამ მე ერთ-ერთი ვარ იმ მილიონთაგან, რომლებიც შენს წიგნებზე გაიზარდნენ და ოცნება ისწავლეს. ძვირფასო ასტრიდ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ალბათ პეპი, ჰო, პირველი ნამდვილად პეპი იყო, უფ, როგორ შევნატროდი ანიკას რომ ასეთი მეგობარი ჰყავდა, რამდენჯერ ვყოფილვარ მათთან ერთად პიკნიკზე, დამღუპვია … ვრცლად წერილი ასტრიდს

სახელები სახელები სახელები <3

ნუ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ ძალიან მომეწონა სამეფო ქორწილი ❤ მართლაც ულამაზესი, უმდიდრულესი და უდახვეწილესი იყო. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა პატარძალმა! ❤ ქეითი უსაყვარლესი იყო თავის უჰაეროვანეს და უუუუუუუ (მოკლედ მაგარ კაბაში) ჰო,ახლა რაც შეეხება პოსტის სათაურს, ბავშვობიდან მოყოლებული სახელების აკვიატება მჩვევია. ჯერ იყო და ყველა ჩემს თოჯინას კამილა ერქვა ❤ არ ვიცი რატომ მომწონდა ეს … ვრცლად სახელები სახელები სახელები ❤

კიდევ ერთი დაბრუნება, ანუ სენტიმენტალური პოსტი არაფერზე

ეს პოსტი რა თქმა უნდა იმაზე წუწუნით დაიწყება, რომ საუკუნეა არაფერი დამიწერია, მაგრამ ამჯერად საკუთარი თავის წინაშე ვდებ პირობას რომ აქტიურად დავწერ, არა იმიტომ რომ ჩემო ბლოგი პოპულარული გავხადო (ნუ ამიტომაც) არამედ იმიტომ, რომ უკვე ძალიან ბევრი საინტერესო თემა და მოვლენა ვერ ვაქციე პოსტად, ჩემი უთავბოობისა და სიზარმაცის გამო! ასე აღარ იქნება!! !!! !! ! … ვრცლად კიდევ ერთი დაბრუნება, ანუ სენტიმენტალური პოსტი არაფერზე