ძალიან მაგარი პოსტი

მეგობრის ჯინაზე დაწერილი პოსტი   უკვე ყველა შეთანხმდა, რომ ჩემი ბლოგი, 13 წლის გოგოს დღიურს დაემსგავსა, ამიტომ ნებითა ჩემითა (და სიმართლე რომ ითქვას, უფრო იძულებით) ვეცდები ისევ “კბენია” ზარმაც გოგოდ ვრეაბილიტირდე. ღმერთი არს ჩემთან, ვიწყებ! სხვათა შორის, ამ უკვდავი ლოზუნგის ავტორი და შემსრულებელი, რაღაც საეჭვოდ, გაქრა პოლიტიკური ორბიტიდან. ბატონო შალვა, გამოჩნდით, გვაკლიხართ! თუმცა სხვა მძიმე … ვრცლად ძალიან მაგარი პოსტი

ახალი წელი მარტში

როგორ აღვნიშნე ახალი წელი მარტში? ძალიან მარტივად. 20 მარტს 15.01-ზე სპარსული ახალი წელი ნოვურუზი დადგა. ირანულმა დიასპორამ დღესასწაული ვაკის პარკში მუსიკის, ცეკვისა და ტრადიციული  საახალწლო ელემენტების თანხლებით აღნიშნა. როცა გარეთ საოცარი ამინდია და შენც საოცარი შუალედი გაქვს ლექციებს შორის რატომ არ უნდა წახვიდე სხვა ქვეყნის კულტურის გასაცნობად? ჰოდა მეც წავედი. ნოვრუზი არის ახალი წელი მზის … ვრცლად ახალი წელი მარტში

ბედნიერი ახალი წელი

                 ძალიან ცუდი საახალწლო ზღაპარი მეგობრისთვის ხანდახან რა რთულია. გარეთ ყველაფერი ფეთქდება, შენს ფანჯრებთან ფოიერვერკები ყირაზე გადადიან, შენ ზიხარ გაყინული თვალებით და იხსენებ იმ დროს როცა ახალი წელი გიხაროდა. საახალწლოდ ტელევიზორს არ უყურებ, ყველგან რომანტიკული საშობაო მელოდრამები, ბედნიერი დასასრულით, იქნებ სადმე “ბედის ირონიაც” გადიოდეს, მაგრამ მაგას უკვე აღარ … ვრცლად ბედნიერი ახალი წელი

წლის ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი

ორი დღეა ჰომოფობიაზე ვაპირებ პოსტის დაწერას. მაკდონალდსის თემამ და განათლების სამინისტრომაც გამიელვა თავში, მაგრამ ამ საახალწლოდ ძალიან მეზარება ქართველ ჰომოფობებზე, განათლების სისტემაზე და ცხელ ესპრესოზე საუბარი. მეზარება! დიახაც! მე ხომ ზარმაცი გოგო ვარ! 2012 ძალიან მალე მოვა )) მიუხედავად იმისა რომ ახალი წლის დიდი მოტრფიალე არ ვარ წელს მაინც კარგი განწყობით ვხვდები )) ჩემი აბიტურიენტობის … ვრცლად წლის ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი

“გრინჩი” და “პროფილი” ანუ ჩვენ მაინც გვიყვარს ახალი წელი

ბოლო კვირაა პირწიკნაგზე, ჩემი მეგობრების სტატუსებს “პროფილი”და “გრინჩი” დაემართათ. ამ დაავადებების სიმპტომები ძალიან ადვილი გამოსაცნობია და სწორი მკურნალობის შემთხვევაში საშიშიც არაა. პირველ რიგში ყურადღება მინდა “გრინჩზე” გავამახვილო, რა თქმა უნდა ნათელია რომ საუბარი არ მაქვს წიგნზე “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” და არც მის მიხედვით გადაღებულ ანიმაციასა და ფილმზე (ეს უკანასკნელი ჯიმ ქერის გამო შემიყვარდა ბავშვობაში) … ვრცლად “გრინჩი” და “პროფილი” ანუ ჩვენ მაინც გვიყვარს ახალი წელი

დაბრუნება

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, ეს პირველ რიგში ჩემი მოუცლელობისა და კომპიუტერის გაუსაძლისი მდგომარეობის ბრალია, ისე კი არც ვიცი რაზე უნდა მეწერა, საერთოდ ვთვლი რომ ქართველ ბლოგერებს, არც თუ ბევრი თემა აქვთ საწერად, იშვიათია ბლოგი, რომელიც თემების მრავალფეროვნებთ გამოირჩევა. მე სულაც არ მინდა ყველაფერს მოვედო და ჩემი პირადი ცხოვრეიდან დაწყებული, გლობალური პრობელემებით დამთავრებული ყველაფერზე ვწერო. … ვრცლად დაბრუნება