ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ახლა ის დრო და პერიოდი გვიდგას ქართველებს ყველა ჭეშმარიტი ბლოგერის (და ჭეშმარიტი მამულიშვილის) კლავიატურა ერის ტკივილს, სირცხვილსა და სიბნელეზე რომ უნდა მოსთქვამდეს, მაგრამ ჩემს კლავიატურას ისეთი პატრონი ჰყავს რომ ბლოგერობასა და მამულიშვილობაზე სულ ადვილად აიღებს ხელს ოღონდ ბოლო დღეების ამბები არ გაიხსენოს. (თან ჩემი მოთქმა ამ წკვარამში სინათლის სხივად ,ნამდვილად, ვერ შეიჭრება, ასე რომ, დუმილი … ვრცლად ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

გამარჯობა თსუ/ დღე პირველი

მახსოვს პირველაააააად სასწავლებელშიიიიი მოკლედ, ეს ის სიმღერა არაა, ჩემს დღევანდელ პოსტს რომ მოუხდება, მაგრამ დღეს მეც პირველი დღე მქონდა,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტის სტატუსით. თსუ ახშობს! თსუ კლავს! თსუ-ეტა ზლო! გამიგონია, ბევრჯერ, ამ აზრს შეგუებული წავედი დღეს, გულის ფანცქალები, ღამის თევები და “რა ჩავიცვა” ამბები არ ყოფილა. ავდექი და ახალ შარში გასახვევად … ვრცლად გამარჯობა თსუ/ დღე პირველი

ტრადიციის გაგრძელება, მე, შოთა და საირმე

“საირმე” ქართული მინერალური წყალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ბაზარს, დღეს კი მისი მხარდაჭერით ერთგვარი პიარ-აქცია გაიმართა, რომელიც ყველაფერ სიკეთესთან ერთად ქართული პოეზიის გახსენება-გაპოპულარულებასაც უწყობს ხელს. პროექტი “ტრადიცია გრძელდება” დღეს დაიწყო.  „ტრადიცია გრძელდება“ – შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, ასე ჰქვია ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც კომპანიის ორგანიზებით დიდი ქართველი პოეტების ძეგლებთან გაიმართება.  დედაქალაქის მცხოვრებნი ორი … ვრცლად ტრადიციის გაგრძელება, მე, შოთა და საირმე

დიდი არაფერი

უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე რომ ხშირად არ ვპოსტავ, არადა ჩემს დრაფტებში ბევრი საინტერესო (ჰმ) თუმცა დაუსრულებელი პოსტი ინეხება, რომლების დამთავრებასაც ალბათ ვერასდროს მოვამაბ თავს 😦 ჰოდა, ძალიანაც მშურს იმ ბლოგერების ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირაში მაინც რომ წერენ პოსტს, მიუხედავად იმისა საინტერესო არის თუ არა, წერო ბლოგზე ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა, რომელიც მე … ვრცლად დიდი არაფერი