აგათას აგათა ანუ #იკითხედამოიგებ

ყოველთვის,როცა ვინმეს ვეუბნები რომ აგათას მეძახიან, მესმის კითხვა “აგათა კრისტი?” დიახ, სწორედ აგათა კრისტი! რადგან, რომ არა დეტექტიური ჟანრის დედოფალი, შეიძლება ბევრი წლის წინ ერთ-ერთ საიტზე ნიკის შერჩევისას სულაც არ გამხსნებოდა სახელი “აგათა”,რომელიც დღეს ისეთივე ჩვეულებრივია ჩემთვის, როგორც ნამდვილი სახელი. აგათა კრისტი მართლა დედოფალია,საინტერესო, ჩამთრევი, ხშირად მსუბუქი, ზოგჯერ ჩახლართული. ბავშვობაში დეტექტივების კითხვა ძალიან მიყვარდა. ბევრი … ვრცლად აგათას აგათა ანუ #იკითხედამოიგებ

ანტიდეპრესანტი

სულ მინდა რამე ისეთი დავწერო პოსტი რომ ერქმევა და არა მორიგი ბოდიალი მელანქოლიის თემაზე, მაგრამ იმდენი საქმე გამომიჩნდა (აბიტურიენტობის გადამკიდეს) ბლოგი განტვირთვისთვის უფრო გამომადგება ვიდრე მაია ასთიანისთვის ღია წერილის მისაწერად (ან ეს რა დატვირთვაა მაგრამ მაინც) ჰოდა ეს პოსტი იქნება შოკოლადზე, სურდოზე და შემოდგომაზე (როგორც ბოლო ორი) გარეთ ისევ საზიზღარი სიცივეა. ბოლო ორი წელია აღმოვაჩინე … ვრცლად ანტიდეპრესანტი

ზაფხული

ზარმაცი გოგოს ბლოგი საზაფხულო არდადეგებს იწყებს (არც მანამდე ვაქტიურობდი დიდად, მაგრამ ახლა სულ გავპასიურდები) თუ რამე საინტერესო და ღირსშესანიშნავი მოხდება, ჩემი ბლოგის ძვირფასი მკითხველები აუცილებლად შეიტყობენ 🙂 ასე ორ კვირაში ერთხელ ალბათ დავწერ 🙂 ზარმაცი გოგო ბედნიერია რომ შატილში მიდის, რომ სოფელშიც მიდის, სადაც შეეძლება მთელი დღე ეგდოს და წიგნები იკითხოს, პოკერი ითამაშოს ან უბრალოდ … ვრცლად ზაფხული

დაბრუნება

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, ეს პირველ რიგში ჩემი მოუცლელობისა და კომპიუტერის გაუსაძლისი მდგომარეობის ბრალია, ისე კი არც ვიცი რაზე უნდა მეწერა, საერთოდ ვთვლი რომ ქართველ ბლოგერებს, არც თუ ბევრი თემა აქვთ საწერად, იშვიათია ბლოგი, რომელიც თემების მრავალფეროვნებთ გამოირჩევა. მე სულაც არ მინდა ყველაფერს მოვედო და ჩემი პირადი ცხოვრეიდან დაწყებული, გლობალური პრობელემებით დამთავრებული ყველაფერზე ვწერო. … ვრცლად დაბრუნება