იისფერი ტახტი, კაქტუსი და თეთრი ჭერი

რომ გაიგოთ ამ გოგოს რა უნდოდა წაიკითხეთ ეს თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილ მოსაწვევს კიდეებზე ოქროსფერი კანტი აქვს, ასოებიც ოქროსფერია-გიწვევთ..მაგიდის ნომერი.. ოქროსფერი ბაფთა. სამუშაო მაგიდაზე მიდევს კლიენტის ნაჩუქარ კაქტუსის ქოთანსა და ჩემს საყვარელ ფინჯანს შორის, ყოველ დღე ვუყურებ, არ წავალ, არ წავალ, სისულელეა. მეათე კლასში გადმოვიდა ჩვენთან,გაქექილი ჯინსები ეცვა, მოგრძო, უკან გადაწულ თმას ატარებდა, ჩემს კლასელ ბიჭებს … ვრცლად იისფერი ტახტი, კაქტუსი და თეთრი ჭერი

მოხუფული ზაფხული

ზაფხულის გამჭვირვალე, მზეჩაღვრილ და მომთენთავ დღეებში ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ამ ზაფხულის შეგროვება და შენახვა რომ შეიძლებოდეს. მურაბასავით ქილაში ჩამწყვდევა და მჭიდროდ დახუფვა. მერე, ზამთრის მოწყენილ, აჯაგრულ, სუსხიან საღამოებს რომ ვეღარ გავუძლებდი, გავხსნიდი ზაფხულით სავსე ქილებს და ზღაპრული ჯინივით ამოვუშვებდი ზღვის, თივის და მინდვრის მარწყვის სურნელს, ამოვუშვებდი შენახულ ზაფხულებს და თბილისის განაცრისფერებულ ქუჩაში ჩემი … ვრცლად მოხუფული ზაფხული

გამარჯობა, Mr Darcy

მოდი ვაღიაროთ, ბავშვობაში (თუმცა, რატომ მხოლოდ ბავშვობაში) ყველა ვიყავით რომელიმე წიგნის პერსონაჟზე ყურებამდე შეყვარებული. ალბათ რამდენჯერ “გადმოგვიყვანია” წიგნის ფურცლებიდან, გვინახავს მათთან ერთად დაისი, დაგვილევია ჩაი და გვიცხოვრია “დიდხანს და ბედნიერად”, ან ამ პერსონაჟის ანალოგი დიდხანს და გულმოდგინედ გვიძებნია რეალურ ცხოვრებაში. ის შეიძლება გვიყვარდეს მხოლოდ კითხვის დროს, ან მთელი ცხოვრება, ან ახალ წიგნში აღმოჩენილ ახალ სიყვარულამდე. … ვრცლად გამარჯობა, Mr Darcy

მეტი ქალი ლიტერატურაში

ჩემთვის “ქალები ლიტერატურაში” ორი საოცარი ქალით, ორი საოცარი მწერლით-ასტრიდ ლინდგრენითა და ჯოან როულინგით იწყება. ლინდგრენის თამამი, ახტაჯანა, ბიჭებისთვის ტოლის არაფერში დამდები გოგოები-პეპი, ჩორვენი, ფრედი და ტედი, ლიზი, გუნილა ისე მჭიდროდ არიან ჩემს ბავშვობასთან გადაჯაჭვული, რომ დღემდე ყველას გვჯერა, არ გავზრდილვართ და ისევ შეგვიძლია თავბრუსხვევამდე ვირბინოთ, საიდუმლო ორდენები დავაარსოთ, შეთქმულება მოვაწყოთ, ბანდიტებს გავუმკლავდეთ ან წელამდე წყალში … ვრცლად მეტი ქალი ლიტერატურაში

წიგნებისა და მკითხველების ამბავი

A spoiler is an element of a disseminated summary or description of any piece of fiction that reveals any plot elements which threaten to give away important details concerning the turn of events of a dramatic episode.                                     … ვრცლად წიგნებისა და მკითხველების ამბავი

სხვისი პირადი (კულინარია)

  მწვანე ვაშლი-2 ც ლაზანიას ფირფიტები-1 შეკვრა ფარში-500 გ სოკო-1 კგ პომიდორი-1 კგ დაკონსერვებული პომიდორი-1 კგ პარმეზანი-500 გრამი რძე-2 შეკვრა კვერცხი-10 ცალი ღვინო-თეთრი ნახევრადმშრალი-1 ბოთლი ნაჭრის ხელსახოცები (თეთრი, წითელი ორნამენტით)-1 შეკვრა Marlboro-1 კოლოფი პიტნის “ორბიტი” ფასები ვერ დავიმახსოვრე, ცუდი ურთიერთობა მაქვს რიცხვებთან. მაღალია, ლამაზს ვერ იტყვი, ეშხიანი. მოლარეს უღიმის და თოხიტარა თეთრ კბილებს აჩენს. ქამრიანი … ვრცლად სხვისი პირადი (კულინარია)

(ღია) წერილი ბიძინა ივანიშვილის

საღამო მშვიდობისა ბატონო ბიძინა სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ ამ ქვეყანაში თქვენ ხართ “სუულ უფროსი” და ამიტომ გადავწყვიტე წერილი მომეწერა. როგორ ხართ? ბავშვები როგორ, ხომ ჯანმრთელად? ჩვენკენ ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა, უკვე თვეზე მეტია ახალი წელი დაიწყო. უი, ჰო, ლარი გაუფასურდა, უფრო ზუსტად, დოლარი გამყარდა, ვიცი, ამ თემაზე ისაუბრეთ უკვე, მაგრამ მე რა, ხალხი წუწუნებს, პროდუქტებსა და … ვრცლად (ღია) წერილი ბიძინა ივანიშვილის