ქართული ბესტსელერების მოლოდინში

გიოცნებიათ ნამდვილი მწერალი ყოფილიყავით? ნამდვილზე ნამდვილი. ქვეყნის ყველა წიგნის მაღაზიის ვიტრინაში გამოჭიმული ბესტსელერი რომანით, ავტოგრაფების სესიებით, ლიტერატურის კრიტიკოსების გრძელი მიმოხილვებით და რაც მთავარია, მკითხველის აღფრთოვანებული თვალებით. მე – კი ! ამაზე ალბათ იმ ადამიანებსაც უოცნებიათ, გამომცემლობა Palitra L-ის უპრეცედენტო კონკურსში “გახდი ბესტსელერის ავტორი” თავიანთი ნაწერები რომ გაგზავნეს და ახლა უკვე მოუთმენლად ელიან, საკუთარი, ნაბეჭდი წიგნის … ვრცლად ქართული ბესტსელერების მოლოდინში

ძნელია ხეობა

ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. იდგე მშვიდად, გაბარჯღული ტოტებით და ფოთლები აშრიალო. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება შენით ვინმე დაინტერესდეს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება ამწემ წაგავლოს და ჰაერში აგაპორწიალოს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება სახელდახელოდ შეკრულ ბორანზე შეგასკუპონ და ღია ზღვაში გაგიშვან. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე, შეიძლება უზარმაზარი მანქანის ძარაზე … ვრცლად ძნელია ხეობა

რამდენიმე წუთით

რამდენიმე წუთის წინ ჩემი ბლოგის სამართავ პანელზე შესვლა გადავწყვიტე. მშვიდად შევიყვანე მომხმარებლის სახელი, მერე პაროლი და აღმოვაჩინე რომ ანგარიშში ვერ შევდივარ. “არასწორი სახელი/პაროლი”- ამტკიცებდა wordpress-ი. მე კი ვწერდი და ვწერდი ყველა იმ პაროლს რომელიც ოდესმე გამომიყენებია ან შემეძლო გამომეყენებინა. თავიდან მშვიდად, თანმიმდევრულად, მერე უკვე ხელის კანკალით. ვცვლიდი ენას კლავიატურაზე, მერე სხვადასხვა სახელის წერა დავიწყე, მაგრამ … ვრცლად რამდენიმე წუთით

ნუ გააღვიძებ გოლიათს

დავიღუპები,ჩაყოლილ ხსოვნებს ოდესმე სადმე გაეღვიძებათ. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს, რაც სიცოცხლეში არ შეიძლება /ნ. სამადაშვილი/ რა უნდა იყოს ჭეშმარიტად ინგლისურ რომანში? მეფე ართური და მისი რაინდები, ნისლი, პირქუში მონასტრები და საიდუმლოებით მოცული მკაცრი ბერები, დრაკონები, ჩაი, ელეგანტური საუბრები … რომანში “დაფლული გოლიათი” ეს ყველაფერი არის,ამიტომაც, ბრინატელი კრიტოკოსები ერთხმად აღიარებენ მას მე-20 საუკუნის “ყველაზე ინგლისურ რომანად”, რომელიც,რაოდენს … ვრცლად ნუ გააღვიძებ გოლიათს

აგათას აგათა ანუ #იკითხედამოიგებ

ყოველთვის,როცა ვინმეს ვეუბნები რომ აგათას მეძახიან, მესმის კითხვა “აგათა კრისტი?” დიახ, სწორედ აგათა კრისტი! რადგან, რომ არა დეტექტიური ჟანრის დედოფალი, შეიძლება ბევრი წლის წინ ერთ-ერთ საიტზე ნიკის შერჩევისას სულაც არ გამხსნებოდა სახელი “აგათა”,რომელიც დღეს ისეთივე ჩვეულებრივია ჩემთვის, როგორც ნამდვილი სახელი. აგათა კრისტი მართლა დედოფალია,საინტერესო, ჩამთრევი, ხშირად მსუბუქი, ზოგჯერ ჩახლართული. ბავშვობაში დეტექტივების კითხვა ძალიან მიყვარდა. ბევრი … ვრცლად აგათას აგათა ანუ #იკითხედამოიგებ

მათ, ვინც ხედავს და ვისაც ესმის

ელიფ შაფაქს ეხერხება ოჯახების ამბების თხრობა. თან ისე კარგად, რომ ხანდახან გგონია,შენც იმ ოჯახის წევრი ხარ, რომლის ამბავსაც კითხულობ.შაფაქის ოჯახები სხვადასხვანაირია თურქული, ქურთული, სომხური,ბრიტანული, ამერიკული,დიდი, მცირე, ხმაურიანი, მშვიდი,ბედნიერი, მდიდარი,მაგრამ მათ ყველას აერთიანებს – ტრაგედია, საკუთარი, მხოლოდ მათთვის გასაგები. შაფაქს ამბების სხვადასხვა პერსპექტივიდან გადმოცემაც კარგად გამოსდის. მისი წიგნები არ არის ერთ დროს,სივრცესა და გადმოსახედში ჩაკეტილი. ასეთია … ვრცლად მათ, ვინც ხედავს და ვისაც ესმის

როგორ გავხდი სუპერვარსკვლავი

“როგორ გავხდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი” ამერიკელი გაყიდვების გურუს, პროფესიონალი სპიკერის, ტრენერისა და კონსულტანტის ბრაიან თრეისის წიგნია. როცა ხელში ჩამივარდა, გავიფიქრე, რომ მე-მომავალ იურისტს არაფერში გამომადგებოდა რჩევები გაყიდვების სფეროდან. საბოლოოდ, კაშკაშა ყდამ მაინც მიმიზიდა და როცა წიგნი სულ ერთ დღეში ბოლომდე ჩავიკითხე, მივხვდი, ძალიან ვცდებოდი. როგორც მისტერ ბრაიანი წერს, დღეს ყველა გაყიდვების სფეროში ვმუშაობთ. ეს არის წიგნი, … ვრცლად როგორ გავხდი სუპერვარსკვლავი