7 წელი

ცუდი ამბები გიყვართ? ცუდ ამბებს კარგად ვიმახსოვრებ. მტკივნეულ თარიღებს. როცა წამოვედი. როცა წავიდა. როცა წავიდნენ. როცა წამოვედით. როცა დავრჩით და მერე ვინანეთ. როცა დავრჩით და მერე ვთქვით,რომ წამოსვლა ჯობდა. ცუდ ამბებს კარგად ვიმახსოვრებ. ახლაც ზუსტად მახსოვს.  ცხადად. მკაფიოდ. იწყებოდა დეკემბერი. მეცვა ჩემი შავი ქურთუკი და მეკეთა წითელი კაშნე. ქუჩის კუთხეში შემხვდა. შემთხვევით. მათემატიკის მასწავლებლის ნაცრისფერი … ვრცლად 7 წელი

Toxic

  – არსებობს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთან 5-წუთიანი შეხვედრის შემდეგაც სასიცოცხლო ძალები გეცლებათ,გინდათ საბანში გაეხვიოთ და იტიროთ, ან საათობით უაზროდ მიაშტერდეთ ჭერს? – მოშორდით! – ეს გამოსავალია? – არა! ჩვენ ვერ გავრბივართ ასეთი ადამიანებისგან. თუმცა ვცდილობთ,განუწყვეტლივ ვცდილობთ. ვიმალებით,ვსწავლობთ, წელში ვსწორდებით,ცხოვრებას ვაგრძელებთ. მერე, ერთ დღეს, შემთხვევით გადავაწყდებით და ისევ გვიბრუნდება საბანში გახვევისა და ჭერზე გამოსახული ფიგურების … ვრცლად Toxic

დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

06.00 რაღაც ძალიან უცნაურ სიზმარს ვხედავ და ერთბაშად ვიღვიძებ. პირველ რიგში საათს ვუყურებ, 06.00, მამცნობს ციფერბლატი. მაღვიძარაზე ნახევარი საათით ადრე, როგორც ყოველთვის. მერე ფანჯრიდან ვიყურები, ფანჯრის წინ ასვეტილი ლამპიონი, ციკლოპივით მიყურებს, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში სინათლეს ვეძებ, შეგრძნება, რომ დეკემბრის გაყინული კვირა დილის 6-ზე სხვასაც ღვიძავს მამშვიდებს. შორს ციცინათელებივით ანათებენ პატარა ქალაქის ჩირაღდნები.  ეეეეე, რა ენაზე … ვრცლად დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

ადამიანები და მე

ბლოგი რომ ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერ, აი, ეგ სერია შეიძლება მე ცუდი გოგო ვარ რომ ადამიანების კარგად არ მესმის და არც კი ვცდილობ გავუგო მათ, ან იმიტომ, რომ ბევრ რამეზე მაქვს შეუსაბამო რეაქცია, არა, მე კი ვთვლი რომ სრულიად შესაბამისია, მაგრამ ო, ეს საზოგადოებაში დამკვიდრებული კლიშეები. შეიძლება მე ცუდი გოგო ვარ, იმიტომ რომ … ვრცლად ადამიანები და მე

მეორეკურსელი (ისევ)

ასეთი მძაფრი ემოციები თსუ-ში სწავლისას მგონი აღარც მქონია ^_^ ნუ მეორე სემესტრში უკვე ფსიქოლოგიურად მდგრადი და იუმორთ აღჭურვილი შევეჭიდე ბაზებს. (ამაზე დავწერე კიდეც) (მეგობარი მეუბნებოდა ამასწინათ, წაიკითხავენ შენს ბლოგს შენი კურსელები, სულ გამოცდებზე და თსუ-ზე წერო და რავიცი, არაა ეს სიმართლეს მოკლებული^_^) დამთავრდა ჩემი პირველკურსელობა თსუ-ში ვისწავლე მართლა ბევრი, უფრო მეტი კი არ ვისწავლე, მაგრამ ერთ-ერთი … ვრცლად მეორეკურსელი (ისევ)

ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

ახლა ის დრო და პერიოდი გვიდგას ქართველებს ყველა ჭეშმარიტი ბლოგერის (და ჭეშმარიტი მამულიშვილის) კლავიატურა ერის ტკივილს, სირცხვილსა და სიბნელეზე რომ უნდა მოსთქვამდეს, მაგრამ ჩემს კლავიატურას ისეთი პატრონი ჰყავს რომ ბლოგერობასა და მამულიშვილობაზე სულ ადვილად აიღებს ხელს ოღონდ ბოლო დღეების ამბები არ გაიხსენოს. (თან ჩემი მოთქმა ამ წკვარამში სინათლის სხივად ,ნამდვილად, ვერ შეიჭრება, ასე რომ, დუმილი … ვრცლად ქიაჩელი, “მამა ბასილი” და კამიუ

უცხო

დიდი ხანია მოსენტიმენტალურო-მოდებილო პოსტი არ დამიწერია? That’s OK გამოვასწორებთ. ეს ამბავი იმაზეა, როგორ ვარ უცხო. უცხო იმ ადამიანების უმეტესობისთვის ვისთანაც ვურთიერთობ, არადა არასწორად ვყვები, მე კი არ ვარ უცხო მათთვის, ისინი არიან უცხოები ჩემთვის. უცხოში არ ვგულისხმობ რომ მათი ან სახელი არ ვიცი, ან გვარი ან რამე მონაცემი, მეტიც, მე მათზე ძალიან, ძალიან ბევრი ვიცი, … ვრცლად უცხო