ნუ გააღვიძებ გოლიათს

დავიღუპები,ჩაყოლილ ხსოვნებს ოდესმე სადმე გაეღვიძებათ. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს, რაც სიცოცხლეში არ შეიძლება /ნ. სამადაშვილი/ რა უნდა იყოს ჭეშმარიტად ინგლისურ რომანში? მეფე ართური და მისი რაინდები, ნისლი, პირქუში მონასტრები და საიდუმლოებით მოცული მკაცრი ბერები, დრაკონები, ჩაი, ელეგანტური საუბრები … რომანში “დაფლული გოლიათი” ეს ყველაფერი არის,ამიტომაც, ბრინატელი კრიტოკოსები ერთხმად აღიარებენ მას მე-20 საუკუნის “ყველაზე ინგლისურ რომანად”, რომელიც,რაოდენს … ვრცლად ნუ გააღვიძებ გოლიათს

აგათას აგათა ანუ #იკითხედამოიგებ

ყოველთვის,როცა ვინმეს ვეუბნები რომ აგათას მეძახიან, მესმის კითხვა “აგათა კრისტი?” დიახ, სწორედ აგათა კრისტი! რადგან, რომ არა დეტექტიური ჟანრის დედოფალი, შეიძლება ბევრი წლის წინ ერთ-ერთ საიტზე ნიკის შერჩევისას სულაც არ გამხსნებოდა სახელი “აგათა”,რომელიც დღეს ისეთივე ჩვეულებრივია ჩემთვის, როგორც ნამდვილი სახელი. აგათა კრისტი მართლა დედოფალია,საინტერესო, ჩამთრევი, ხშირად მსუბუქი, ზოგჯერ ჩახლართული. ბავშვობაში დეტექტივების კითხვა ძალიან მიყვარდა. ბევრი … ვრცლად აგათას აგათა ანუ #იკითხედამოიგებ

მათ, ვინც ხედავს და ვისაც ესმის

ელიფ შაფაქს ეხერხება ოჯახების ამბების თხრობა. თან ისე კარგად, რომ ხანდახან გგონია,შენც იმ ოჯახის წევრი ხარ, რომლის ამბავსაც კითხულობ.შაფაქის ოჯახები სხვადასხვანაირია თურქული, ქურთული, სომხური,ბრიტანული, ამერიკული,დიდი, მცირე, ხმაურიანი, მშვიდი,ბედნიერი, მდიდარი,მაგრამ მათ ყველას აერთიანებს – ტრაგედია, საკუთარი, მხოლოდ მათთვის გასაგები. შაფაქს ამბების სხვადასხვა პერსპექტივიდან გადმოცემაც კარგად გამოსდის. მისი წიგნები არ არის ერთ დროს,სივრცესა და გადმოსახედში ჩაკეტილი. ასეთია … ვრცლად მათ, ვინც ხედავს და ვისაც ესმის

კაცი ტკივილის ძიებაში

ხშირად მიფიქრია, რა შესანიშნავი იქნებოდა, ტკივილს რომ არ ვგრძნობდე.არც სულის და არც სხეულის. რამხელა ბედნიერებას მომანიჭებდა ეს. თუმცა ჯეიმზ დაიერს  ბედის ეს უცნაური “საჩუქარი”  სულაც არ ანიჭებდა ბედნიერებას, უფრო მეტიც, ის ბედნიერი სულაც არ ყოფილა, ან შეიძლება იყო კიდეც როცა დოთთან ერთად ალუბალს ჭამდა. ვინ იცის? სიყვარულს მოაქვს ტკივილი თუ ტკივილს სიყვარული? ჯეიმზ დაიერმა არც … ვრცლად კაცი ტკივილის ძიებაში

მოხუფული ზაფხული

ზაფხულის გამჭვირვალე, მზეჩაღვრილ და მომთენთავ დღეებში ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ამ ზაფხულის შეგროვება და შენახვა რომ შეიძლებოდეს. მურაბასავით ქილაში ჩამწყვდევა და მჭიდროდ დახუფვა. მერე, ზამთრის მოწყენილ, აჯაგრულ, სუსხიან საღამოებს რომ ვეღარ გავუძლებდი, გავხსნიდი ზაფხულით სავსე ქილებს და ზღაპრული ჯინივით ამოვუშვებდი ზღვის, თივის და მინდვრის მარწყვის სურნელს, ამოვუშვებდი შენახულ ზაფხულებს და თბილისის განაცრისფერებულ ქუჩაში ჩემი … ვრცლად მოხუფული ზაფხული