იისფერი ტახტი, კაქტუსი და თეთრი ჭერი

რომ გაიგოთ ამ გოგოს რა უნდოდა წაიკითხეთ ეს თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილ მოსაწვევს კიდეებზე ოქროსფერი კანტი აქვს, ასოებიც ოქროსფერია-გიწვევთ..მაგიდის ნომერი.. ოქროსფერი ბაფთა. სამუშაო მაგიდაზე მიდევს კლიენტის ნაჩუქარ კაქტუსის ქოთანსა და ჩემს საყვარელ ფინჯანს შორის, ყოველ დღე ვუყურებ, არ წავალ, არ წავალ, სისულელეა. მეათე კლასში გადმოვიდა ჩვენთან,გაქექილი ჯინსები ეცვა, მოგრძო, უკან გადაწულ თმას ატარებდა, ჩემს კლასელ ბიჭებს … ვრცლად იისფერი ტახტი, კაქტუსი და თეთრი ჭერი

მოდი, პოსტს დავწერ

ყველაფერი იყო ძალიან ჩვეულებრივად. სკოლის ყველაზე ლამაზი წყვილი. 11 წელი ერთ მერხთან. გაპარვა ბანკეტიდან. ქორწილი-გრძელი, რძისფერი კაბით. “წელს აღარ ჩავაბარებინეთ ორსულადაა, გადაიღლება, სუსტია” სხვისი სუნამოს სუსტი სურნელი ქმრის პერანგზე. ვერშემდგარი დედობა. პომადის ნაკვალევი ახლა სხვა პერანგზე. დაარტყა, ორჯერ. “ქმარს ხელი უნდა შეუწყო” “ახალგაზრდა გოგო ხარ არ გრცხვენია” დასერილ ვენებზე დაჰყურებს შუახნის ექიმი.რეაბილიტაცია. სასამართლო. “ნორმალურად მოიქეცი … ვრცლად მოდი, პოსტს დავწერ

Your primary tab is empty. Nothing to see here.   იმედი ბოლოს კვდებაო-სისულელე ! არაფერიც არ კვდება ! უბრალოდ, დრო რომ გადის გვწყინდება ეს ცოცხალ-მკვდარი იმედი და ევთანაზიას ვუკეთებთ, არადა, კიდევ იყო მისი გადარჩენის შანსი. არაფერიც არ კვდება !! რომ “მოვკლავთ” მერეც დიდხანს გვახსენებს თავს და “გვაიმედებს”. ერთი ცუდი თვისება გვაქვს ადამიანებს-გვავიწყდება. გადის დრო და … ვრცლად

დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

06.00 რაღაც ძალიან უცნაურ სიზმარს ვხედავ და ერთბაშად ვიღვიძებ. პირველ რიგში საათს ვუყურებ, 06.00, მამცნობს ციფერბლატი. მაღვიძარაზე ნახევარი საათით ადრე, როგორც ყოველთვის. მერე ფანჯრიდან ვიყურები, ფანჯრის წინ ასვეტილი ლამპიონი, ციკლოპივით მიყურებს, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში სინათლეს ვეძებ, შეგრძნება, რომ დეკემბრის გაყინული კვირა დილის 6-ზე სხვასაც ღვიძავს მამშვიდებს. შორს ციცინათელებივით ანათებენ პატარა ქალაქის ჩირაღდნები.  ეეეეე, რა ენაზე … ვრცლად დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

სამი

                 დეკადანსი დაგიკარგავთ ოდესმე ადამიანი უკან დაბრუნების პერსპექტივის გარეშე? არა, სიკვდილს არ ვგულისხმობ! გიყურებიათ მისთვის თვალებში და ვეღარ გიცვნიათ, გიფიქრიათ თუ სად წავიდა ის თვალბციმციმა გოგო თქვენ რომ იცნობდით? გაგკვირვებიათ თუ ვინ არის ეს ცინიკოსი და გულში ბოღმადაგროვილი ადამიანი ახლა რომ წინ გიდგათ და რაღაც აბსურდს გიმტკიცემთ? დაგტყდომიათ … ვრცლად სამი

ადამიანები და მე

ბლოგი რომ ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერ, აი, ეგ სერია შეიძლება მე ცუდი გოგო ვარ რომ ადამიანების კარგად არ მესმის და არც კი ვცდილობ გავუგო მათ, ან იმიტომ, რომ ბევრ რამეზე მაქვს შეუსაბამო რეაქცია, არა, მე კი ვთვლი რომ სრულიად შესაბამისია, მაგრამ ო, ეს საზოგადოებაში დამკვიდრებული კლიშეები. შეიძლება მე ცუდი გოგო ვარ, იმიტომ რომ … ვრცლად ადამიანები და მე