ძნელია ხეობა

ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. იდგე მშვიდად, გაბარჯღული ტოტებით და ფოთლები აშრიალო. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება შენით ვინმე დაინტერესდეს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება ამწემ წაგავლოს და ჰაერში აგაპორწიალოს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება სახელდახელოდ შეკრულ ბორანზე შეგასკუპონ და ღია ზღვაში გაგიშვან. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე, შეიძლება უზარმაზარი მანქანის ძარაზე … ვრცლად ძნელია ხეობა

ღია წერილი ილია II-ს

საღამო მშვიდობისა ბატონო პატრიარქო თქვენთვის წერილი აქამდე არასდროს მომიწერია,ამიტომ არ ვიცი, თქვენც ათ საათზე იძინებთ თუ არა, ან გაღვიძებისას სტაფილოს წვენს თუ სვამთ, არც ის ვიცი, რომელ საათზე ლოცულობთ, მაგრამ მჯერა, ჩემი წერილის წასაკითხად დროს მაინც გამონახავთ. თავს ნუ გადაიღლით, ქალბატონ შორენას წააკითხეთ. “დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში … ვრცლად ღია წერილი ილია II-ს

(ღია) წერილი ბიძინა ივანიშვილის

საღამო მშვიდობისა ბატონო ბიძინა სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ ამ ქვეყანაში თქვენ ხართ “სუულ უფროსი” და ამიტომ გადავწყვიტე წერილი მომეწერა. როგორ ხართ? ბავშვები როგორ, ხომ ჯანმრთელად? ჩვენკენ ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა, უკვე თვეზე მეტია ახალი წელი დაიწყო. უი, ჰო, ლარი გაუფასურდა, უფრო ზუსტად, დოლარი გამყარდა, ვიცი, ამ თემაზე ისაუბრეთ უკვე, მაგრამ მე რა, ხალხი წუწუნებს, პროდუქტებსა და … ვრცლად (ღია) წერილი ბიძინა ივანიშვილის

ილია მოვდივართ !

კარგი ბლოგერი თემას არ გააცივებსო, ნათქვამია, მაგრამ ახლა ისეთ თემაზე ვაპირებ წერას, გაციება და გახრწნა რომ არ ემუქრება. ძალიან ვეცდები ვიყო ლაკონური და კონკრეტული. მეც მეძინება, თქვენც გეძინებათ და ტრიფონსაც ეძინება (ერთ ცნობილ ფილმს თუ დავესესხებით) არა, ესაა ახლა ლაკონურობა? მოკლედ ამბავი პირველი: ცხედრის აღმოყვანება ფაქტი, რომ მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა და მისი წმინდა ნაწილები … ვრცლად ილია მოვდივართ !

ჭრიჭინას სინდრომი

აი, რა ხდება, როცა ერთ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე © კ/ფ “ჭრიჭინა იმდენი ხანია, ამ თემაზე არ დამიწერია, ვშიშობ, დამავიწყდა კიდეც, როგორ უნდა ^_^ ეროვნული ტელე-ინდუსტრია ისე ელვისებურად გადის ახალ ჰორიზონტებზე, დაწევასაც ვერ ვახერხებ, ჯერ იყო და “დიდმა თურქობამ” მოიცვა ყველა არხი და ისე გლობალურად აუჩუყა ქართველ დიასახლისებს (და … ვრცლად ჭრიჭინას სინდრომი

ძალიან მაგარი პოსტი

მეგობრის ჯინაზე დაწერილი პოსტი   უკვე ყველა შეთანხმდა, რომ ჩემი ბლოგი, 13 წლის გოგოს დღიურს დაემსგავსა, ამიტომ ნებითა ჩემითა (და სიმართლე რომ ითქვას, უფრო იძულებით) ვეცდები ისევ “კბენია” ზარმაც გოგოდ ვრეაბილიტირდე. ღმერთი არს ჩემთან, ვიწყებ! სხვათა შორის, ამ უკვდავი ლოზუნგის ავტორი და შემსრულებელი, რაღაც საეჭვოდ, გაქრა პოლიტიკური ორბიტიდან. ბატონო შალვა, გამოჩნდით, გვაკლიხართ! თუმცა სხვა მძიმე … ვრცლად ძალიან მაგარი პოსტი

მივცე არ მივცე? (!)

ისინი ბევრნი არიან. ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებული. საკუთარი ვნებებით, მიზნებით, ამბიცებით, მიღწევებითა და ფიასკოებით. ზოგი სიმპათიური, ზოგიც ნაკლებად, ზოგი მსუქანი, ზოგიც გამხდარი, ზოგი წვერიანი, ზოგიც სუფთად გაპასრული და უზადოდ ჩაცმული, ზოგიც ძველი ფეხსაცმლით დადის. ამას არ აქვს მნიშვნელობა, არც უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს. იცი, გაგიკვირდებათ და ყველა მათგანი მამაკაცი არაა, ჰო, ამ საუკუნეში, როცა ჰომოფობია სირცხვილად ითვლება … ვრცლად მივცე არ მივცე? (!)