ზაზუნები

გოგო, იცოდე,კოჭებს დაგიხვრეტ და მთელი ცხოვრება ხელით გატარებ   ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაწიწკნილი თმა სიყვარულია. სიყვარულია გადაგრეხილი ხელები, ძირს დაგდებული ჩანთა,დამცინავი კომენტარები. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ მანქანაში ჩაგვტენა და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ წაგვიყვანა სადმე, სიყვარულია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ დაგვიყვირა და მაგიდაზე მუშტი დაგვიბრახუნა,ტელეფონი დაგვილეწა,კლუბში წასვლა აგვიკრძალა,ჩვენი ფეისბუქის “ფრენდ ლისთი” და კაბის სიგრძე არ მოეწონა, … ვრცლად ზაზუნები

ძნელია ხეობა

ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. იდგე მშვიდად, გაბარჯღული ტოტებით და ფოთლები აშრიალო. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება შენით ვინმე დაინტერესდეს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება ამწემ წაგავლოს და ჰაერში აგაპორწიალოს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება სახელდახელოდ შეკრულ ბორანზე შეგასკუპონ და ღია ზღვაში გაგიშვან. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე, შეიძლება უზარმაზარი მანქანის ძარაზე … ვრცლად ძნელია ხეობა

ღია წერილი ილია II-ს

საღამო მშვიდობისა ბატონო პატრიარქო თქვენთვის წერილი აქამდე არასდროს მომიწერია,ამიტომ არ ვიცი, თქვენც ათ საათზე იძინებთ თუ არა, ან გაღვიძებისას სტაფილოს წვენს თუ სვამთ, არც ის ვიცი, რომელ საათზე ლოცულობთ, მაგრამ მჯერა, ჩემი წერილის წასაკითხად დროს მაინც გამონახავთ. თავს ნუ გადაიღლით, ქალბატონ შორენას წააკითხეთ. “დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში … ვრცლად ღია წერილი ილია II-ს

(ღია) წერილი ბიძინა ივანიშვილის

საღამო მშვიდობისა ბატონო ბიძინა სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ ამ ქვეყანაში თქვენ ხართ “სუულ უფროსი” და ამიტომ გადავწყვიტე წერილი მომეწერა. როგორ ხართ? ბავშვები როგორ, ხომ ჯანმრთელად? ჩვენკენ ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა, უკვე თვეზე მეტია ახალი წელი დაიწყო. უი, ჰო, ლარი გაუფასურდა, უფრო ზუსტად, დოლარი გამყარდა, ვიცი, ამ თემაზე ისაუბრეთ უკვე, მაგრამ მე რა, ხალხი წუწუნებს, პროდუქტებსა და … ვრცლად (ღია) წერილი ბიძინა ივანიშვილის

თვე და კიდევ მეტი

მას შემდეგ, რაც ბოლო პოსტი დავწერე, ჩემს ბლოგზე გათოვდა. ჩემი კიდევ ერთი მეგობარი გათხოვდა. პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს დაადო ვეტო. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბევრი აქცია ჩატარდა. შშმ პირების მხარდასაჭერადაც. კიდევ ბევრმა მამაომ იყიდა პრადო. კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას ავატიურისტი უწოდა. ირმმა ირემს ბალახი გაუწოდა. ისევ არ გამოვიდა “შერლოკის” ახალი სერია ვიყიდე ფეხსაცმელი, რომელზეც … ვრცლად თვე და კიდევ მეტი

ჩვენც გვაჭამე ნოდარ(ი)

როდესაც ადამიანი დელიკატესებით იკვებება, კარგია. როდესაც მინისტრი იკვებება დელიკატესებით, კარგია. როდესაც მინისტრი დელიკატესებით იკვებება, სახელმწიფოს ხარჯზე,არა უშავს. როდესაც მინისტრი დელიკატესებით იკვებება, იმ სახელმწიფოს ხარჯზე, სადაც ყოველ დღე შიმშილით ბავშვები იხოცებიან, ცუდია. როცა ბავშვები მაძღრები არიან, კარგია. როცა თბილად არიან, ისიც. როცა ბავშვებს სცივათ, ცუდია. როცა ბავშებს შიათ, ცუდია. როცა ბავშვები შიმშილითა და სიცივით იხოცებიან, ცუდია. … ვრცლად ჩვენც გვაჭამე ნოდარ(ი)

ერის X ფაქტორი

ამბავი 1 . 7 წლის ნინიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, მგზავრებო, ვისაც შეგიძლიათ .. 5 წლის ნიკას .. უფალი იყოს თქვენი შემწე ახალგაზრდებო, ახალგაზრდებო, გამოფხიზლდით მოგმართავთ თქვენ 3 თვის მარიამს .. 25 წლის გიორგის .. ვისაც რით შეგიძლიათ. !!!!! მინის ყუთები, სადგურიდან სადგურამე გაცრეცილ ჩანთებში ჩაჩრილი, გულზე სახელისა და გვარის ამნიშვნელი წარწერა, უცნობი ორგანიზაციები, უცნობი ადამიანები, … ვრცლად ერის X ფაქტორი