Toxic

  – არსებობს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთან 5-წუთიანი შეხვედრის შემდეგაც სასიცოცხლო ძალები გეცლებათ,გინდათ საბანში გაეხვიოთ და იტიროთ, ან საათობით უაზროდ მიაშტერდეთ ჭერს? – მოშორდით! – ეს გამოსავალია? – არა! ჩვენ ვერ გავრბივართ ასეთი ადამიანებისგან. თუმცა ვცდილობთ,განუწყვეტლივ ვცდილობთ. ვიმალებით,ვსწავლობთ, წელში ვსწორდებით,ცხოვრებას ვაგრძელებთ. მერე, ერთ დღეს, შემთხვევით გადავაწყდებით და ისევ გვიბრუნდება საბანში გახვევისა და ჭერზე გამოსახული ფიგურების … ვრცლად Toxic

სხვისი პირადი (კულინარია)

  მწვანე ვაშლი-2 ც ლაზანიას ფირფიტები-1 შეკვრა ფარში-500 გ სოკო-1 კგ პომიდორი-1 კგ დაკონსერვებული პომიდორი-1 კგ პარმეზანი-500 გრამი რძე-2 შეკვრა კვერცხი-10 ცალი ღვინო-თეთრი ნახევრადმშრალი-1 ბოთლი ნაჭრის ხელსახოცები (თეთრი, წითელი ორნამენტით)-1 შეკვრა Marlboro-1 კოლოფი პიტნის “ორბიტი” ფასები ვერ დავიმახსოვრე, ცუდი ურთიერთობა მაქვს რიცხვებთან. მაღალია, ლამაზს ვერ იტყვი, ეშხიანი. მოლარეს უღიმის და თოხიტარა თეთრ კბილებს აჩენს. ქამრიანი … ვრცლად სხვისი პირადი (კულინარია)

ლიკას მოეწონება

ავტობუსის სერია გუშინწინ, მე რომ მიყვარს, იმ ბიჭს ქორწილი ჰქონდა. ქორწილის ფოტოებს ვუყურებ. ფოტოები ლამაზია. რა თქმა უნდა. მე რომ მიყვარს იმ ბიჭს გრძელი თმა ჰქონდა, კუბოკრული პერანგები და გაცვეთილი ჯინსები ეცვა. გაცვეთილი ჯინსები მოდის გამო არ  სცმია, უბრალოდ, ტყე-ღრეში უყვარდა ხეტიალი და ჯინსებიც ადვილად ცვდებოდა. მე მქონდა მისი ბევრი ფოტო და ბევრი ლექსი მასზე. … ვრცლად ლიკას მოეწონება

იყავი ტურისტი საკუთარ ქალაქში

იყავი ტურისტი შენს ქალაქში ! დაინახე შენი ქალაქი სულაც არაა მოსაწყენი ურბანული სივრცე, შენი ქალაქი ლამაზია, დაინახე ! პატარა დეტალები, სულ პატარაც კი, რომელიც აქამდე არ შეგიმჩნევია შეცვლის შენს წარმოდგენას  ქალაქზე. აივნის რიკულები, ჩუქურთმები სადარბაზო კარზე, ქუჩის მხატვრობა, ფერადი სარეცხი, ლამაზი ხე, საინტერსო ფორმის კიბე, ძელსკამები პარკში, ხილის დახლი, აივნებიდან გადმოკიდებული ქოთნის ყვავილები, კაფის ორიგინალური … ვრცლად იყავი ტურისტი საკუთარ ქალაქში

დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

06.00 რაღაც ძალიან უცნაურ სიზმარს ვხედავ და ერთბაშად ვიღვიძებ. პირველ რიგში საათს ვუყურებ, 06.00, მამცნობს ციფერბლატი. მაღვიძარაზე ნახევარი საათით ადრე, როგორც ყოველთვის. მერე ფანჯრიდან ვიყურები, ფანჯრის წინ ასვეტილი ლამპიონი, ციკლოპივით მიყურებს, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში სინათლეს ვეძებ, შეგრძნება, რომ დეკემბრის გაყინული კვირა დილის 6-ზე სხვასაც ღვიძავს მამშვიდებს. შორს ციცინათელებივით ანათებენ პატარა ქალაქის ჩირაღდნები.  ეეეეე, რა ენაზე … ვრცლად დეკემბერი. 2 წლის შემდეგ

ადამიანები და მე

ბლოგი რომ ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერ, აი, ეგ სერია შეიძლება მე ცუდი გოგო ვარ რომ ადამიანების კარგად არ მესმის და არც კი ვცდილობ გავუგო მათ, ან იმიტომ, რომ ბევრ რამეზე მაქვს შეუსაბამო რეაქცია, არა, მე კი ვთვლი რომ სრულიად შესაბამისია, მაგრამ ო, ეს საზოგადოებაში დამკვიდრებული კლიშეები. შეიძლება მე ცუდი გოგო ვარ, იმიტომ რომ … ვრცლად ადამიანები და მე

მეორეკურსელი

თსუ-ში ჩემი მოღვაწეობის შესახებ ბევრი დამიწერია (ზედმეტიც კი) თუმცა ჩემი ალმა-მატერი (ღმერთმანი, საიდან ვკრეფ ასეთ სიტყვებს?(!))კიდევ ერთ მოკრძალებულ პოსტს ნამდვილად იმსახურებს ჩემგან. ესე ამბავი “პინგვინობის წლისა”, ხოლო როგორც ჩემი კურსელები იტყვიან “Freshman year is over” სულ თავიდან რომ მოგიყვეთ 2000 წელს შევედი სკოლაში (ა, თუ ეს ძალიან “თავიდანაა”) ყველაფერი დაიწყო არც ისე ცუდად, რეგისტრაციაზე სულ სულ … ვრცლად მეორეკურსელი