ელიფ შაფაქს ეხერხება ოჯახების ამბების თხრობა. თან ისე კარგად, რომ ხანდახან გგონია,შენც იმ ოჯახის წევრი ხარ, რომლის ამბავსაც კითხულობ.შაფაქის ოჯახები სხვადასხვანაირია თურქული, ქურთული, სომხური,ბრიტანული, ამერიკული,დიდი, მცირე, ხმაურიანი, მშვიდი,ბედნიერი, მდიდარი,მაგრამ მათ ყველას აერთიანებს – ტრაგედია, საკუთარი, მხოლოდ მათთვის გასაგები.
შაფაქს ამბების სხვადასხვა პერსპექტივიდან გადმოცემაც კარგად გამოსდის. მისი წიგნები არ არის ერთ დროს,სივრცესა და გადმოსახედში ჩაკეტილი.
ასეთია “ღირსებაც”, რომელიც პალიტრა L-მა “წლის ბესტსელერის” სერიაში გამოსცა. წიგნი დიდ სიყვარულზე, ტკივილებზე, კავშირებზე, მონატრებაზე, სიძულვილზე, ანარქიაზე,ღირსებაზე, რომლის დაცვასაც ყველა შეეწირა და დევიდ კოპერფილდეზეც (ცოტათი).
შინაარს არ მოგიყვებით, უბრალოდ გეტყვით რომ ეს ამბავი ლონდონში ხდება, კიდევ სტამბოლში და პატარა სოფელში ევფრატის პირას.
გეტყვით იმასაც, რომ ეს ამბავი ქალებზეა, მათ ბედსა და ბედისწერაზე, დედობაზე, ცოლობასა და საყვარლობაზე, მათ უფლებებსა და უუფლებობაზე, რაზეც შაფაქი, დამახასიათებლად, მსუბუქად მოგვითხრობს. ისტორიებს შორის ჩანს ქალების, თურქი, ქურთი,ბრიტანელი, მსოფლიოს ქალების პრობლემები, ფრთხილი წინადადებებით მოყოლილი, მაგრამ საოცრად მძაფრი და თვალისმომჭრელი.
მაგრამ ეს ამბავი ყველაზე მეტად ღირსებაზეა, “ღირსებაზე” რომელიც მხოლოდ მამაკაცის სახელი შეიძლება იყოს და რომლიც დაცვასაც ქალები ეწირებიან.
ასე იწყებს შაფაქი “ღირსებას” და ეს დასაწყისი ჩვენთან ძალიან ახლოა. ჩვენთან, ვინც არ(!) ვხედავთ და არ(!) ვისმენთ.
ძალიან ძალიან დამაინტერესე, აუცილებლად ვიყიდი და წავიკითხავ1
კარგი საქმე გამიკეთებია ❤