ილია მოვდივართ !

19 thoughts on “ილია მოვდივართ !”

  1. ზუსტად…ზუსტად… ზუსტი ხარ, როგორც ყოველთვის…. მიხარია, რომ იმ ნარკოტიკის მიღება შემიძლია, რომელსაც შენ ამზადებ … ფინალი განსაკუთრებული იყო…

  2. ერის გაერთიანებაში რა იგულისხმება? ან რატომ უნდა დავივიწყოთ ყოფითი პრობლემები? ეს ხომ ამ პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს? პირიქით ერთმანეთს არ უნდა მივცეთ ამ პრობლემების დავიწყების საშუალება და ვისაც ამ ვითარების შეცვლა შეუძლია მასაც არ უნდა მივცეთ უფლება დაგვავიწყოს არსებული პრობლემები. რაც შეეხება ერის მართვა, ერი კანონების ძალიტ უნდა იმართებოდეს და არა რელიგიური რიტუალების მეშვეობით. ცივილიზებული ქვეყნის აშენება თუ გვინდა ასეა.

    1. ერის გაერთიანებაში დაკარგული ტერიტორიების შემოერთება და იბერიის გაბრწყინება არ იგულისხმება ნამდვილად 🙂 ეს უფრო აბსტრაქტული, მენტალურად და აზრობრივად გაერთიანების ცნებნაა,რაც შეეხება იმას რომ ერი კანონების ძალით უნდა იმართებოდეს, აბსოლუტურად გეთანხმები 🙂 თუმცა აქ შეიძლება ერისა და ქვეყნის, როგორც ტერიტორიული მთლიანობის რაობაზეც ვიდავოთ.
      ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის, ჩემთვის ყველა მკითხველის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია 🙂

      1. მაინც ვერ მივხვდი ერის გამაერთიანებლ ფაქტორად რას მიიჩნევ. თუკი მარტლმადიდებლობას თვლი ერის გამაერთიანებლ ფაქტორად, ეს უბრალოდ შეუძლებელია. იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრებ აზერბაიჯანელები, სომხები და ქართველებიც, რომლებიც სხვა რწმენის ამღსარებლები არიან. თუ ჩვენ ცივილიზებული, სეკულარული სახელმწიფოს აშენება გვინდა პილიგრომობა და წმინდანთა საფლავების მომლოცველობა გამაერთიანებლ ფაქტორად არ გამოგვადგება. თუ სხვა მიზნის გარშემო გვინდა გაერთიანება, ეგ უკვე სხვა საკითხია 🙂

      2. გასაგებია რომ საქართველოში მხოლოდ მართმადიდებლები არ ცხოვრობენ და ისიც რომ მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაც კი არაა, მაგრამ ხალხის უმეტესი ნაწილი მაინც მართმადიდებელია და შესაბამისად ძალიან ადვილად მართვადი რელიგიით. ფაქტია რომ მართმადიდებლობა ოდითგანვე ითვლებოდა მაების სამართავ მეტნაკლებად ლოიალურ საშუალებად, რაც თავისთავად გულდასაწყვეტია.
        არ მესმის რატომ ვერ მიხვდით რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ტერმინ “გაერთიანებაში”
        ჩვენ კი გვინდა სეკულარული სახელმწიფოს აშენება სადაც დამიანთა საქმიანობა -, განსაკუთრებით პოლიტიკური, დამყარებულია ფაქტზე და რეალობაზე და არა რაიმე რელიგიურ რწმენაზე მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ სურვილად რჩება, თუმცა რაღაც დონეზე თუ მაინც გვექნება ამის შანსი მისასალმებელია, თუმცა ჯერ-ჯერობით მართლა მგონია რომ რაღაც სხვა მიზნის გარშემო ვერთიანდებითდა ვართ რაღაც რელიგიურ ექსტაზში ჩაძირულები და საერთოდ ფეხებზე გვკიდია ცივილიზებული სახელმწიფო და კანონით მართული ერის იდეა 🙂
        კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომენტარისათვის, ძალიან მიხარია რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს 🙂

      3. არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი ნიკნეიმი :)) ჩემი ერთ-ერთი განსაკუთრებულად საყვარელი წიგნის პრესონაჟის სახელი მოუხდა ჩემი ბლოგის კომენტარებს :დ

  3. რესპექტ,აგათა!!! ყველაფერში შენთან ვარ და არ შემიძლია არ შეგაქო ამ პოსტისთვის. ჩათვალე, რომ გმირობაა ამის დაწერა, ისე წავიდა საქმე 🙂 გადასარევი გოგო ხარ შენ :*

  4. უუუუუუუ რა კარგი პოსტი იყო ^_^
    ყველაფერში გეთანხმები თითქმის.
    მაგრამ ერთი მაინც მიკვირს, მარტო შენგან არა, ზოგადად .. რატომ არის ცუდი ის, რომ ერს ‘ზნეობრივი მაგალითი’ სჭირდებოდეს?

    1. ეველინ დიიიიიიდი მადლობა ❤
      უბრალოდ ჩემი ნაწერის ქვეტექსტი არ გულისხმობდა იმას რომ "ზნეობრივი გმირის" იდეა ცუდია ან არ უნდა გვყავდეს, უბრალოდ როგორ ხდება ეს ყველაფერი ცუდი ისაა 🙂

  5. არადა განათლებული და გონიერი გოგო ჩანხარ და გამიკვირდა ეს რელიგიის ირგვლივ გაერთიანების იდეა რომ ამოვიკითხე აქ :)) მე ასე სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი, პირიქით ვფიქობ, რომ ქართველ ერს სხვა რამის ირგვლივაც შეუძლია გაერთიანება და სწორედ ახლაა ამის დრო,უფრო სწორად გადადება და რაიმე მისტიურით ტკბობა აღარ შეიძლება. ამისთვის დრო აღარ გვაქვს, იმხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ. მხოლოდ ჩრდიოურ საფრთხეს არ ვგულისხმობ 🙂 ერამუხტი ჩემი საყვარელი პერსონაჯი ნადვილად არ აარის, უბრალოდ კარგი სახელია, კარგად ჟღერს და “მთვარის მოტაცებაც” ჩემი აზრით საუკეთესო ქართული რომანია 🙂

    1. განათლებული და გონიერი გოგო ვჩანვარ ხო? :დ :დ
      მისასლმებელია ამბავია.

      არ ვიცი პოსტიდან რამდენად გასაგები იყო ეს თქვენთვის, მაგრამ მე არ ვუჭერ რელიგიის ირგვლივ ერის გაერთიანებას მხარს (საკმაოდ ნათლად კი გადმოვეცი არადა) და ვფიქრობ რომ ერი სხვა რამის გარშემო(ც) უნდა გაერთიანდეს, თუმცა ჯერ ისევ მისტიურ ბურუსში ვართ ჩაძირულები, იქნება რამე 🙂

      “მთვარის მოტაცება” კონსტანტინეს საუკეთესო რომანია, ნამდვილად ❤

      1. არა მარტო კონსტანტინეს, ზოგადად ქართულ ენაზე უკეთესი წიგნი არ დაწერილა :)) კარგი ჩვთვლი რომ უბრალოდ სამწუხარო რეალობა აღწერე დათავად ამას სულაც არ ეთანხმები (რომ არ მოგწონს ეგ ბლოგიდანაც ცხადია) მაგრამ უკეთესი იქნებოდა ტუ არც შევეგუებოდით ამ ამბავს :)) საერთოდ რაც უფრო ცოტა რამეს შევეგუებით ამ ცხოვრებაში მით უკეთესია ჩვენთვისაც და გარშემო მყოფთათავისაც :))

  6. ისე, რელიგიის გარშემო ხალხის შემოკრებას რაც შეეხება .. ჰმ, კომენატრები რომ წავიკითხე, ახლიდან მომინდა დაკომენატარება და .. :დ ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. რელიგიის გარშემო შემოკრებამ რამდენჯერმე გადაარჩინა ერი უკვე და ეს ფაქტია. თუმცა მგონი დღეს ეს აღარ მოხერხდება, რადგან, ასეა თუ ისე, შუასაუკუნეებს გამოვცდით, ბრმად არ სწამს თითქმის არავის. ის კიდევ, რაშიც ეჭვი გეპარება, ვერ გადაგარჩენს, მე ასე მგონია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s