წლის ბლოგერი

46 thoughts on “წლის ბლოგერი”

    1. იმიტომ რომ ეგ პოსტი და თუნდაც შენი ბლოგი სულ ცოტათი მაინც აკმაყოფილებს ბლოგერებოს ჩემეულ კრიტერიუმებს ))
      ჰოდა ინსპირაციასავით იყო :დ

      1. მართალია ბევრს შენც არაფერს აკეთებ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია აბა სად მე და სად ქიმიაში ათი ქულა ))

  1. აღშფოთებული აგათა, რომელიც ჭეშმარიტებას ღაღადებს 🙂
    ეჰ, მართალი ხარ. მაგრამ მეც მაგ ამქრის ნაწილი ვარ და სულ რომ ფეხებით დამკიდონ სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე ვერ დავწერ 🙂
    მაგრამ არც იმას ვწერ, რამდენ შაქარს ვიყრი ყავაში და არც სექსი და უსექსობა მაწუხებს დიდად 😀

  2. დაახლოებით მაგ თემაზე მქონდა მეც პოსტი, რომლის გამოც ლამის ტალახში მაგორავეს სხვადასხვა “სასტავებმა” :). მე ძალიან მომეწონა ეს პოსტი,ნამდვილად ასახავს რეალობას, თუმცა მე პირადად არ მესმის რატომაა ბლოგერობა პრივილეგია, ანუ რატომ ჰგონია ზოგს რომ ბლოგერობა პრივილეგიაა?მე მეკაიპონტება ბლოგი რომ მაქვს და მიყვარს ის.მოკლედ შენთან ვარ, ჩემო აგათა 🙂

  3. მოკლედ ვიწყებ :ძრწოდეე: (<ნეტა ეს სწორად დავწერე?!)

    როცა ამ თემაზეა საუბარი ყველას ავიწყდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წვდომა ინტერნეტზე. ბლოგინგის განვითარება დამოკიდებულია ხალხის გაინტერნეტებასთან, რაც ჩვენ ქვეყანაში დიიიდ პრობლემაა. ხოლო ვისაც ინტერენეტი აქვს მაინც ახალგაზრდა მომხმარებლებად ითვლება და ვერ მოაღწიეს ბლოგებამდე, ანუ ჯერ სხვა რამეებით ერთობიან და მოსწონთ, ვერ ამოწურეს.
    სექსზე წერას ძალიან ცუდ ტონად ვერ ჩავთვლი, თუმცა გეთანხმები, რომ რაღაც საკითხებია რასაც ვერ/არ ეხებიან ჯერ, მაგრამ დიდი პრობლემა არც ეგ. სულ მალე ნახავ ბლოგებს რომელიც სოც და პოლიტიკურ პრობლემებზე კარგად დაწერს და ნამდვილი ალტერნატიული მედია გახდება. მოკლედ რომ ვთქვა და კიდე ბევრი არ ვიბოდიალო (მერე ამის გადაკითხვა არ მინდა?!:() პრობლემების მიუხედავად ვხედავ განვითარების პერსპექტივას და გარწმუნებ მალე უკეთესი სოც. მედია გვექნება.

    1. თუ ოდესმე თავი მოვაბი პოსტს დავწერ ამ თემაზე და თუ ოდესმე სადმე გადაგეყარე ლაივში უკეთ ვისაუბრებთ ❤
      პ.ს. ბლოგის გაუქმება არასწორი იქნება.

      1. არასწორის რა გითხრა მაგრამ ახლა კიდევ გააუქმე )) მერე მომეხუშტურება აღადგინე )) მეზარება

    2. ეგ ძალიან კარგი იქნება ))
      უკეთესი სოც.მედია უკეთესი საქართველოსთვის :))
      გამახარა შენმა კომენტარმა.
      როცა ვწერდი მეც ვიფიქრე მოსახლეობის ინტენნეტიზაციაზე მაგრამ ჩემი აზრით ასეთი საკითხები ზუსტადაც ახალგაზრდებს უნდა აინტერესებდეთ ეს საერთოდ საზოგადოების პრობლემაა, გულგრილი დამოკიდებულება, ჯერ მოუმწიფებელი ახალგაზრდობა ვართ, მე ბლოგერებს არაფერში ვადანაშაულებ (ეგღა მაკლია) უბრალოდ ის მაღიზიანებს რომ არ ვცდილობთ რამე შევხვალოთ!

      1. მე მქონია ბედნიერება ლექცია წამეკითხა სტუდენტებისთვის (არ ვაჭარბებ, მართლა კაი რამეა) :)) ხოდა პირველ კურსელების 90 % არ იცის რაა ბლოგი, რატო იცი? ოდნოები, ფეისბუქი და თამაშები ჯერ უჩრდილავთ ყველაფერს.
        როცა გავა ეგ ფაზა და ინტერნეტი მარტო ჩატი არ იქნება ან თამაში მერე გახდება ძლიერი სოც. მედია, მარა კიდევ ერთხელ ვამბობ, ინტერნეტის გარეშე არაფერი გამოვა. ძალა არ ექნება რუსთავი 2 ზე მეტი რადგან ჩემ ბლოგს 200 კაცი ნახულობს იმათ 3 მილიონი 😦 კახპები მაგენი :დ

      2. ეჰ, მე ვეღარ მოვესწრები მაგ დროს! ((
        წავედი მე დავიძინე და ხვალიდან ისევ კაი გოგო ვარ ))

  4. ნეტავ მე რისთვის მაქვს ბლოგი?
    პასუხი : ვერთობი და დრო გამყავს.
    მე როცა ვამბობ მე ბლოგერი ვარ, გაოცებით კი არ მიყურებენ, troll face – ს შეკერავენ. მერე უნდა აუხსნა რა არის ბლოგი.
    რაც შეეხება მკითხველს, მათ პერის ჰილტონის იმიჯით დაწერილი “გაშპაკლული” პოსტები მოწონთ და კიდევ სკანდალი. აი ხვალ რომელიმე ბლოგერი რომ გავლანძღო, აი მაგალაითად შენ ხვალ 2 მილიონი იუზერი შემომივარდება კომენტარებით.

  5. გეთანხმები! მე არ ვწერ ეგეთ პიარ პოსტებს. და კატერინას პოსტიც მაქვს წაკითხული და სხვადასხვა სასტავის მიერ ამ პოსტის გაკიცხვის მომსწრეც ვარ. პრობლემა იცი რაა. ასეთი ბლოგერები მართლაც რომ მკითხველის დაკვეთას ასრულებენ, არადა აქით უნდა მივაწოდოტ მკითხველს საკითხავი.

    1. მეც ვნახე კატერინა პოსტი ))
      ჰო მართალი ხარ უნდა ვეცადოთ მაინც რომ რამე ნორმალური იკითხონ და არა დრონი.გე-ს სტატიები ))

  6. დედა შემრცხვა, წავალ გავაუქმებ ბლოგს 😀 😀 თუმცა სკადალურ და მყვირალა სათაურიან პოსტესბ არ ვწერ, უფრო ფილოსოფიისკენ ვიხრები,მაგრამ მაინც .. 😀

      1. მომწონს ასეთი მიდგომა ))
        მე კიდევ არაფერსაც არ ვცდილობ. ისევ ბოდავს დავიწყებ მალე )

  7. მე მგონი ყველას აქვს ბლოგი, ვისაც არ ეზარება (ჩემი ჩათვლით), მაგრამ სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე ყველა ვერ დაწერს. პირადად მე წერის “ნიჭი” (უფრო სწორად – უნიჭობა) შემიშლის ხელს : )))
    რუსეთში ბლოგერები რევოლუციას ახდენენ, მაგრამ ქართულ ბლოგებზე ჩაიში ჩაყრილ შაქარზე თუ არ ვნახე პოსტი და ავტორი ხელოვნებას ან სხვა სერიოზულ თემას მაინც შეეხო, უკვე მიხარია : )))

    1. ჩემი ჩათვლითაც ;დ მე მეზარება მაგრამ მაინც მაქვს ))
      ძალიან მინდოდა სწორედ რუსეთის თემას შევხებოდი მაგრამ რაღაც ვეღარ ჩავტიე ))

  8. აგათიკო, თითქმის ჩემი დაწერილი მგონია… მაგრამ ამაზე სიტყვაც არ დამიძრავს მგონი, იმიტომ რომ სხვანაირია ჩემი ბლოგი, პოლიტიკისგანაც და რაღაც-რუღაცებისგანაც შორს დგას–თუნდაც იმიტომ, რომ მე თვითონ არ მიყვარს ამ თემაზე კამათი და ყველას აზრს პატივს ვცემ…
    უნდა ითქვას, რომ ბლოგერების უმრავლესობა თინეიჯერები ან ცოტა უფროსები არიან (ვართ). ამ ასაკის ხალხს კი პოლიტიკა და სოც. თემები–შესაბამისად, ამ საკითხებზე წერაც–ნაკლებად აინტერესებს… ბლოგი ავტორის აზრებს მიჰყვება წესით და მე რომ ბალეტზე წერა დავიწყო, მაგალითად, ძალიან ხელოვნურად გამომივა…
    არ ვამბობ, რომ ეს გადასარევად გამომდის, მაგრამ მაინც…
    ლაიქების კონკურსებს რაც შეეხება, გეთანხმები სრულიად…
    მეც ვმონაწილეობდი მაგ მარათონში, მეგობრებიც ავაწრიალე და იქამდე არ გადამიარა აღტაცებამ თუ რაღაცამ, ვიდრე ორმა ჩემმა ორმა მეგობარმა არ მითხრა პირდაპირ, რომ მარაზმში იყო ეს ყველაფერი გადასული…
    სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მეტად აღარ ვიზამ მასე…

  9. თუ შენთვის წერ – მაშინ გკიდია ვინ კითხულობს და ვინ არა.
    თუ არ გკიდია – მაშინ წერ იმას, რასაც ითხოვს მკითხველი.
    რაა აქ დასაგმობი და გასაკიცხი ვერ გავიგე? 🙂

    მაია ასათიანი კიდევ აკეთებს სუპერ-პოპულარულ და სუპერ-გაყიდვად პროდუქტს.
    გინდა ლამძღეთ და გინდა არა. 🙂

    1. ზუსტადაც აკეთებს ვინ გედავება მაგაზე ))
      მკითხველმა რომ მოგთხოოს კლდიდან გადახტიო გადახტები? :ბანალურიმაგალითი:

      1. ბლოგინგის კანონებში სუსტი ვარ მაგრამ ჩემი სიბუექტური აზრია რომ ბლოგერებმა უნდა ცადონ და რამე შედარებით ხარისხიანი შესთავაზონ მკითხეველბს ვიდრე მაგალითად ქართული ტელევიზია სთავაზობს ))

      2. ხარისხიანი ვისთვის?
        ეგ ძალიან საკამათო და სუბიექტური ტერმინია ზოგადად. ამიტომ განზოგადება და უნივერსალიზაცია შეუძლებელია.

        ერთადერთი რაც მართლა გასაგები კრიტერიუმია არის წერის უნარი. თუ ადამიანი გამართულად ვერ წერს – ასეთი ნაწერი არ იკითხება და ვერ აღიქმება – აქ შეიძლება ყველანი შევთანხმდეთ.
        სხვა დანარჩენი საკამათოა. მე შეიძლება ერთი რამ მაინტერესებდეს, შენ – სხვა და ორთავე ჩვენით და ჩვენთვის ვსანზღვრავთ რა არის ხარისხიანი და უხარისხო და შესაბამის ბლოგებს ვკითხულობთ.
        ასე რომ მრავალფეროვნებაა კარგი. 🙂

      3. მართალი ხარ მრავალფეროვნება კარგია, მაგრამ მე მაინც არ ვთვლი მიზანშეწონლად პოსტში ჩამოთვლილი თემებით უნიჭოდ აპელირებას ))

  10. აგატა, ძალიან კარგი პოსტი იყო და ძალიან საჭირო…მე, როგორ ცუფროსი თაობის წარმომადგენელი, ვფიქრობდი, რომ ეს მოჭარბებული ’უთემობა” ანუ არასერიოზული პოსტების პოპულარობა ასაკისა და ჰორმონების ბრალი იყო….პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე წერას პროფესიონალიზმი სჭირდება, ისედაც საკმარისად გვყავს გაუნათლებელი ჟურნალისტები, რომლებიც, აზრზე რომ არ არიან, ისეთ რამეებზე საუბრობენ პროფესორის სახით და ინტონაციით…თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მარტო მათი, მაგალითად , მაია ასათიანის ბრალი არ არის, რომ უნიჭო გადაცემა აქვს…ყიდის იმას, რაც ყველაზე მეტად იყიდება…ეს ელემენტარული საბაზრო ეკონომიკის კანონია 🙂
    მასკულტურა ყველა საზოგადოებაში არსებობს , განვითარებულშიც და განვითარებადშიც, ამ შემთხვევაში არჩევანი შენზეა (ზოგადად ვგულისხმობ) , თუ ცნობადობა გინდა, იმაზე უნდა წერო, რაც გაყიდვადია, ესე იგი, მოთხოვნადი, ესე იგი, სექსზე, ორგაზმზე , ზასაობაზე და რავიცი, როგორ გიდგას ავეჯი ოთახში (ასეთი პოსტებიც მინახავს 🙂
    თუ ინტელექტუალიზმე გაქვს პრეტენზია, მაშინ მცირე აუდიტორიისთვის უნდა იყო მზად…:) რაც კარგია, ის ცოტაა ყოველთვის 🙂 ესეც კანონია-ინტელექტუალურ პროდუქტს ინტელექტუალური მყიდველი სჭირდება 🙂 თუმცა, აქაც არიან გამონაკლისები….მაგალითად ”ბურუსი ” გამოდგება, სულ ტოპ-ხუთეულშია ხოლმე 🙂
    რეზიუმესავით რომ გამომივიდეს, ყურებს ნუ ჩამოყრით, ბლოგერებო, წერეთ, ვისაც რაზე გსიამოვნებთ და გეწერებათ…ბლოგერობა თავისთავში ხომ რაღაც ინტიმურ, პირად ზონასაც გულისხმობს, რომლის გაზიარება გინდა რაღაც დოზით სხვებთან…გამზიარებელიც მოინახება, აუცილებლად 🙂 ბოიკოტი სიტუაციის შეცვლის ყვეაზე ცუდი ფორმა მგონია 🙂
    ბედნიერ ახალ წელს და წარმატებულ ბოლოგერობას გისურვებთ ყველას 🙂

    1. ძალიან დიდი მადლობა )) კეთილი იყოს თქვენი მაუსი ჩემს ბლოგზე ))
      ბურუსი არაჩვეულებრივი მაგალითია ❤
      შარშანდელი ჩემი წლის ბლოგი ))
      გეთანხმებით მასკულტურაზე და მიითხველთა ოდენობაზე ))(

  11. აუუ სად წერიაა “როდის დავდივართ ტუალეტში, ბოლოს როდის და რა პოზაში გვქონდა სექსი, გვქონდა თუ არა ორგაზმი და თუ კი, რამდენჯერ”??? ეგეც ვერ ვნახე, მე ხომ ბედი არ მაქვს რა 😀 😀

      1. ტენქიუ, ტენქიუ ^_^ მგონი პირველი კომენტარი არაა…(თუ მეშლება?)

        აუუჰ, მერე დამილინკე ვინ დაწერს ეგეთებს, მაგით მაინც გავერთობი 😀 😀

        პ.ს. რსრ–ში თამაშობ, ხომ? რაღაც მეცნობი…სიებიდან 😉

  12. კი პირველია “დაუფრუვება” მომთხოვა კომენტარის :)) ალბათ აქამე ისე კითხულობდი ხოლმე 🙂

    კი, ვთამაშობ ნამდვილად :))

  13. რამდენი ბლოგი აღმოვაჩინე ამ პოსტის კომენტარებში, ზოგიერთი ნაკლებად საინტერესო, ზოგიერთი უინტერესო…

    მოკლედ, წერთ ქართველმა ბლოგერებმა იმაზე თუ რამდენ კოვზ შაქარს იყრით ჩაიში, როდის დადიხართ ტუალეტში, ბოლოს როდის და რა პოზაში გქონდათ სექსი, გქონდათ თუ არა ორგაზმი…ოღონდ იმაზე არ წეროთ რომ ამაზე წერთ…

    ერთი სიტყვით, თუ წერთ სექსზე დაწერეთ სექსზე და არ დაწეროთ, რომ სექსზე წერთ
    თუ არ წერთ სექსზე ნუ წერთ რომ არ წერთ სექსზე

    იმედია ზარმაცი გოგო ვილ გეთ ით 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s