მაგარი გოგოობის კრიტერიუმები

36 thoughts on “მაგარი გოგოობის კრიტერიუმები”

    1. შენთვის განვმარტე სალ )) გულწრფელად
      ხო იცი ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ძალიან ვღიზიანდები მაინც ))
      და კიდევ რამდენი აკლია უჰ 😦 დამეზარა ძალიან

  1. ბითლზი არა, აგათა, ბითლ-ზ-ებ-ი. აი, ასე, ორმაგი მრავლობითით.

    კიდევ, უნდა ლანძღავდე სერიალებს და პროფილს (თან, საქმის ცოდნით, ანუ იდეაში, ერთ გადაცემასაც რომ არ ტოვებ უნახავს), უნდა იყო მკვეთრად ოპოზიციური (ეს აუცილებელია, კაი გოგოობისთვის) და ძალიან ბევრს უნდა საუბრობდე სექსზე (მერე რა, რომ გარტყმაშიც არ ხარ, ჯერ არ გქონია და კიდევ დიდხანს არ გექნება, შენნაირებს მაინც მოატყუებ)…

    1. არა მოლ მე გოგოების მაგ კატეგორიაზე არ ვსაუბრობ ))
      ესენი მაგდენს ვერ ქაჩავენ ))
      მე ბითლზი რომ მომწონს ❤

      1. შენ ბითლზი მოგწონს და არა ბითლზები.

        ჰო, ახლა დავაკვირდი და აშკარად მეორე კატეგორიაში გადავედი. ბლოგოსფეროს მაგარ გოგოებში.

  2. ცოტა შემრცხვა, რომ მეც რეიბანები მაქვს :დდდდდ მარა ამ ერთ ნაკლს იმედია მაპატიებ 🙂 “შპაკლი” მაგარი იყო, 20 სმ-იან ქუსლებსაც დავამატებდი მე 🙂

    1. რეიბანები მეც მაქვს კატერინა )) თავარია რომ დანიშნულებისამებრ ვიყენებ, კიდევ ბევრი აკლია ამ სიას, უბრალოდ ბლოგერი ზარმაცია და მერე გააგრძელებს )

  3. სხვა, უფრო რთულ შემთხვევებზეც დაწერ, ალბათ, მერე. აი, მოლიმ რომ ახსენა. ესენი, ასე თუ ისე, საშიშები არ არიან:)

      1. უჰ, შენს გრავატარს კი არა, ზემოთ გვერდის ფოტოს მოვკარი თვალი:) აშკარად უფრო საინტერესოა:)

  4. შპაკლი ყველაზე მტკივნეული თემაა,ნუ ინტელექტზე რომელსაც მალავენ მაგრამ საუბრისას თვალებში დიდი სიცარიელე ეტყობათ საუბარი აღარ არის…
    ჰმ რეიბანები,ბითლზი და არც მე ვუყურებ სერიალებს და პროფილს)))))))))) მაგარი გოგო ვყოფილვარ:P რას მერჩით (

  5. ეჰ, აგათა, გიყურებ და ვფიქრობ მე და შენ ასე გოიმად ჩავალთ საფლავში 🙂 🙂 🙂
    მწერლებზე გამახსენდა : მათეამატიკაზე ვემზადები მეთორმეტეკლასელებთან ერთად ერთი გოგოა ბარბის იმიჯში ჩამდგარი და მთელი ჯგუფი მაგას ეკაიფება ( ცოდვა გამხელილი ჯობს და იმ აყალაყუდა ბიჭებს მეც ავყვები ხოლმე 🙂 ) მოკლედ ერრთხელ ამოცანებს მაკეთებინებდა მასწი და მივადექი ტოლსტოის ამოცანას და მასწავლებელს წავეწუწუნე არ მინდა – მეთქი. და იმ ბარბიმ არ იცი რა მკითხა ტოლსტოი რომელი მათემატიკოსიაო?

  6. ვერ “დავაკმაყოფილე” მოთხოვნები 😀 ალბათ “შპაკლის ხელოვნების” შესწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება 😀

  7. მეწყინა.. შპაკლს არ ვისვამ, მაგრამ დუმბაძე დღემდე ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მწერალია, დოსტოევსკი კი არ მიყვარს და ამიტომ არ ვკითხულობ… ეს რომ იმბეცილობად ჩაუთვალო, შენი მხრიდან იქნება ბავშვურობა. მოკლედ, არ ვალაიქებ, არ ვეთანხმები და მაგიტომ, არ არის კონკრეტულად გამოყოფილი დახასიათებები, პირიქით, ზოგადია და ძალიან ბევრი უდანაშაულოც ხვდება ამ კატეგორიებში :დ

    1. აბსოლუტურად გეთანხმები, დუმბაძე მეც ძალიან მიყვარს დოსტოევსკი კი მაგ ჩამონათვალში შემთხვევით მოხვდა, მაგრამ ეს ჩემი თაობის სენი უფროა ))

  8. ვა რა მაგარია,რომ ჩემგან ეგ ყოველივე უბრალოდ შორს კი არა ძალიან შორსაა,დაჟე ეგეთი მეგობრებიც კი.. ) ვეერასდროს გავუგებ ეგეთ გოგოს და შესაბამისად არც მეგობრები მყავს ეგეთი,საკუთარ თავზე აღარაფერს ვიძახი. 🙂

  9. აგათა აქვე მეც ჩავამატებ თქვენის ნებართვით ასეთმა გოგოებმა არ იციან საჭმლის გაკეთება,უეჭველი წაკითხული აქვთ “უკანასკნელი ფოთოლი”და უყვართ შექსპირი იმიტომ რომ ნანახი აქვთ ფილმი “რომეო და ჯულიეტა” (ოღონდ სერიალი დიდი ხნის წინ რომ გადიოდა 🙂 )

    1. სანდრო საჭმლის გაკეთება შეიძლება მშვენივრადაც იციან, მაგრამ ამბობენ რომ სამზარეულოში არც კი შეუხედავთ. მეეჭვება ო’ჰემრიზე გაგონილი მაინც ჰქონდეთ, ხოლო შექსპირის მაგიერ გალაკტიონი ეყვარებათ ალბათ )

  10. რატომღაც, მაგ კრიტერიუმებში მე შპაკლმოძულეობას უფრო დავასახელებდი. “ფუ, რას ითხაპნით, რა გოიმობაა დაშპაკვლა.. ” ჰო, კიდევ დუმბაძეზეც არ გეთანხმები. ნამდვიალდ გულწრფელ ნათქვამად ჩავთვლი, თუ ადამიანი დუმბაძეს დაასახელებს საყვარელ მწერლად, ვიდრე მარკესს, რომელიც რატომღაც ტრენდადაა ქცეული მაგარ გოგჩოებში. ყოველთვის ეჭვი მეპარება, რომ წაკითხული აქვთ.

    1. მარკესი გაგრძელებაში იქნება, წაკითხული არა გაგონილი ექნებათ “მარტოობის 100 წელი” 🙂
      შპაკლთმოძულეობაზე რა გითხრა, იმსისქე ფენა ადევთ ხოლმე, სირცხვილიც კი იქნება ვინმეს უთხარ რას ითხაპნებიო ))

  11. მოკლედ აქ ისეტი ამბებია გადავირიე ლამის 🙂

    ბევრ რაღაცაში არ გეთანხმები. მაგ. ცუდი მაგალითია დუმბაძე. მე რაც არ უნდა წავიკითხო ბოლოს დუმბაძეს ვუბრუნდები. ვფიქრობ მაგ გოგჩოებს უბრალოდ გაგონილი და სკოლაძი დაზუთხებული ექნებატ დუმბაძე, ხოდა აბა სად დუმბაძე და სად ეგ გოგჩოები. ისე მაგ სიაში ბევრი რამე ჩასამატებელია, ნუ მოკლედ გაგრძელაბა სჭირდება. დიდი მადლობა შენი პოსტებისთვის, ახლახან აღმოგაჩინე (ამერიკასავით კი არა :)) და მოწყურებულივიტ ვკითხულობ შენს პოსტებს. ოკ წავედი სანამ გამაგდებ 🙂

    1. :დ დიდი მადლობა კომენატრისთვის, არ გაგადგებ მერწმუნე, ძალიან მიხარია აქ რომ ხარ ))
      დუმბაძეს რაც შეეხება ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია 🙂
      კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ მე პირადად, ძალიან მიყვარს დუმბაძე, უბრალოდ არ მიყვარს ის ადამიანები მართლა სკოლაში დაზუთხულს რომ ვერ გასცდენიან, ეს გოგები რომელბეზეც მე ვწერ მთლად მარკესს ვერ ქაჩავენ :დ ))
      გასაგრძელებელია კი აღნიშნულის მაქვს, მაგრამ მე ხომ ზარმაცი გოგო ვარ და მეზარება 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s