ჩემს ბლოგზე თოვს. თოვს ვორდპრესულად, ისე როგორც ყველგან.
ჩემი ზამთარი ჰგავს სხვებისას. ჩემი თბილისური ზამთარი.
ურბანული (აჩემებული) ზამთარი.
ანუ მე უკვე დავიწყე ბოდვა.
მაჯაზე საუკეთესო მეგობრის საათი მიკეთია. ყოველ დახედვაზე მახსენედება. არ მომკვდარა. არც გვიჩხუბია. უბრალოდ მოვიდა ზამთარი, ეს სულელური, სულელური ზამთარი და ორივე ქარებმა გაგვრიყა.
ეს ჩანაწერი მასზე არაა. ამჯერად არა. მახსოვს როგორ დავხიე ყველა ლექსი და ჩანაწერი სულ უბრალო კამათის შემდეგ. მე ასეთი ვარ. აფექტური. ვარ და!
ჰო და მიყვარხარ გვან! ასე უბრალოდ, პრობლემურად და ზამთარშიც კი.
მესიჯი მხვდება “ფიქრმა ძვლებამდე ჩაიტანა შენი სახელი. ნიშნავს, მეყვარები მათ დალეწვამდე.”
მარიამია. ჩემი მარიამი.
საოცრად ეგოისტურია სიტყვაა ჩემი, მაგრამ ასეთი მარიამი მარტო ჩემია. თვითონ კიდეც დაიჩემოს არაო.
დეკემბერი ძვლებში ატანს. მიყვარხარ!
-ჩავაბარე შუალედური!
მონატრებული ხმაა. საშინლად მონატრებული. ამ ხმის დეფიციტი მაქვს. მასთან ყოფნის დეფიციტი მაქვს. ჩვენი ზაფხულების დეფიციტი მაქვს.
კატ, შენ არ იცი როგორ მომენატრე. ვერც მიხვდები, არა მართლა, მართლა ვერ მიხვდები. ხანდახან მეც მიჭირს დაჯერება. გგონია ვბოდავ?
შენ ყველაზე მეტად არ მგავხარ და მაინც როცა მეგობრობის 15 წელი მაგ გამხდარი მხრებით დაგაქვს, გიმგვანებ.
გიმგვანებ და ვეძებ ჩემს თავს შენში.
ისევ ვეგოისტობ.
კატ, შუალედურები ხომ მართლა კარგად ჩააბარე?
და მერე რა რომ დეკემბერია, მერე რა რომ ფანჯრების იქით ბლანტი თბილისური ღამეა და ლამპიონების შუქი ჰაერს ცრის. მერე რა რომ ისინი მყვანან.
ეს წერილი მაინც შენზეა, მაინც შენთვისაა.
წაუკითხავი წერილების სასაფლაოა ჩემი ბლოგი.
ადრესატამდე მიუსვლელი.
სულელური წერილების ფერადი სასაფლაო.
ისე კარგი იქნებოდა არსებობდეს ფერადი სასაფლაოები, მექნებოდა იისფერი, მზისფერი ქვა, მედებოდა გულზე და ალბათ უფრო მსუბუქი მომეჩვენებოდა. თუმცა ამისთვის ჯერ უნდა მოვკვდე.
მე კი ისეთი ეგოსიტი ვარ ქუჩას წითელზეც კი არასდროს ვჭრი.
შენი მონატრება მახრჩობს.
ბრაზიც.
რა ვერ დაგივიწყე ამდენ ხანს!
ჯანდაბას შენი სულელი თავი!
ჩემს ბლოგზე თოვს. თოვს ვორდპრესულად.
მე გადაგიჩემე!-გეტყვი ოდესმე და ალბათ დეკემბერში.
რა არაპოეტური თვეა დეკემბერი!-ვამბობ.
არადა არც.
დეკემბერს დარიჩინის სურნელი აქვს, მაგრამ მხოლოდ ფოტოებზე.
შენ არ გიყვარს ახალი წელი, ამბობ რომ არ ღირს და რომ გულწფრელად ღიმილს მაინც ვერ ისწავლი.
ჩემთვის კი ახალი წელი კოკა-კოლას რეკლამებთან ერთად მოდის.
დეკემბერში.
ჰოდა
მაპატიე.
isiiiamooovnee kookaakoolaaaa
აი ეგ რომ იწყება მერე მოდის ახალი წელი ნი 🙂
ლექსია
❤
მონატრებაა მოლ და უძილობა ))
+1
შენი ლექსების ფანი ვარ, აგათა! არ მითხრა ახლა ეს ლექსი არ არისო პოეტმა რაც არ უნდა დაწეროს მაინც ლექსი გამოუდის 🙂
ვაიმე თაი ❤