თვითმკვლელის ინსტინქტი

8 thoughts on “თვითმკვლელის ინსტინქტი”

  1. რაც შენ დააკელი, მე ვაგინებ ახლა, აგათა.

    უსინდისოები არიან და ერთი ბეწო ტვინი არ აქვთ თავში. კარგი, საკუთარი სიცოცხლე არ გადარდებს და ისე გეჩქარება, მზად ხარ, პირველივე მანქანას შეუვარდე ბორბლებში. მძღოლს რას ერჩი?

    გამტყუნებას და სასჯელს თავი გავანებოთ, ღამე როგორ უნდა დავიძინო, ასეთი ამბის მერე? მთელი ცხოვრება ამან უნდა მაწამოს და რა ძალაა ეს ოხერი…

    ერთი ისე გადმომიხტა, ძლივს გავაჩერე და მეორე, ნუცუბიძეზე,. ეკლესიასთან, ბავშვმა გადმოირბინა, ჩემი მეგობარი იჯდა საჭესთან და როგორ მოახერხა და გაყინა მანქანა, ახლაც ვერ ვხვდები. ხუთი წუთი ხმას ვერ ვიღებდით ორივე. არადა, იმ ბავშვს დედ-მამა და კიდევ ოთხი მომყოლი ახლდა.

    1. რა ხდება მოლი? რაღაც ძალაინ აღშფოთებული კომენტარებია 🙂 🙂 🙂 ჩემს შიშს გაგიზიარებთ მეც ძალიან ვუფრთხი გზაზე გადასვლას.
      მე უფრო ხალხი კი არა ის მანაქანები მაგიჟებს გადარეულივით რომ დააქროლებენ მძღოლები. ამას წინათ ბათუმიდან მოვდიოდით და გემრიელად ჩამეძინა წინა სავარძელზე. გზის ერთ მონაკვეთზე რომელიღაც დეგენერატ მძღოლს რთული, აკრობატული ილეთის ჩატარება მოუნდა და მამაჩემის მანაქანას ლამის შეასკდა. კიდევ კარგი დროზე გავაჩერე\თ. აი, რაც შემეხება მე : თვალებდაჭყეტილი და ფართოდ ხელებგაშლილი ინერციით გავფრინდი საქარე მინისკენ და რომ არა ის დალოცვილი ღვედი, მიქელ-გაბრიელთან მომიწევდა ჩახუტუნება 🙂

      1. აღარც ავღშფოთდე, თაია? ვიღაც კრეტინის გულისთვის მკვლელი უნდა მერქვას და ციხეში წავიდე? ორი წუთი რომ ვერ მოიცალა, იმიტომ? ერთი და ორი მძღოლი მინახავს, ასე ცხოვრება რომ დაენგრა? კაცი დილით სამსახურში წავიდა მშვიდად და საღამოს ბრალდებული იყო უკვე.

        მძღოლიც ვარ და ქვეითიც. ერთი ამპლუაც კარგად ვიცი და მეორეც. და იმასაც ვხვდები, რომ მოძრაობის წესები არავის ადარდებს – არც მძღოლებს და არც ფეხით მოსიარულეებს.

      2. აუ როგორ ძალიან ძალიან კარგად მესმის შენი. სულ მინდა იმ ხალხთან მივვარდე ვინ წითელზე გადარბის და ვუყვირო.
        თან გაოცებულები მიყურებე მწვანეს რომ ველოდები, რას დგასო?! 😐

    2. სახლში რომ მოვდივარ გაცოფებული ვარ ხოლმე, მერე ცოტა ვმშვიდდები. მძღოლის პოზიციიდანაც კარგად მაქვს დანახული რა ძნელია!
      არ მესმის მწვანის დალოდება რა სამარცხვინოა?
      მარტო შენს სიცოცხლეზე არ არის საქმე, ამ ბავშვის მშობლებისნაირი ძალიან ბევრია 😐

  2. არა, მართალი ხარ მოლი, ვინ გედავება. ისე, ამას წინათ თქვეს კანონია გამოსული რომლის მიხედვითაც თუ “მსხვერპლი” დამნაშავეა მძღოლი უდანაშაულოდაა ცნობილი.

    1. მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე, თაია. ავტოსატრანსპორტო დანაშაული ყველაზე რთული გამოსაძიებელია, ძალიან ძნელია მანდ ბრალის გამიჯვნა. ენივეი, წესებს ჩვენთან არავინ ემორჩილება. რაღაცნაირად ეგრეხებათ. შედეგიც სახეზეა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s