Toxic

  – არსებობს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთან 5-წუთიანი შეხვედრის შემდეგაც სასიცოცხლო ძალები გეცლებათ,გინდათ საბანში გაეხვიოთ და იტიროთ, ან საათობით უაზროდ მიაშტერდეთ ჭერს? – მოშორდით! – ეს გამოსავალია? – არა! ჩვენ ვერ გავრბივართ ასეთი ადამიანებისგან. თუმცა ვცდილობთ,განუწყვეტლივ ვცდილობთ. ვიმალებით,ვსწავლობთ, წელში ვსწორდებით,ცხოვრებას ვაგრძელებთ. მერე, ერთ დღეს, შემთხვევით გადავაწყდებით და ისევ გვიბრუნდება საბანში გახვევისა და ჭერზე გამოსახული ფიგურების … ვრცლად Toxic

ძნელია ხეობა

ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. იდგე მშვიდად, გაბარჯღული ტოტებით და ფოთლები აშრიალო. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება შენით ვინმე დაინტერესდეს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება ამწემ წაგავლოს და ჰაერში აგაპორწიალოს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება სახელდახელოდ შეკრულ ბორანზე შეგასკუპონ და ღია ზღვაში გაგიშვან. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე, შეიძლება უზარმაზარი მანქანის ძარაზე … ვრცლად ძნელია ხეობა

ფორთოხლები

ხანდახან მინდა ვიყო ძალიან ავად და ვიწვე საავადმყოფოს თეთრ პალატაში. ვიწვე პალატის კედლებივით ფერმიხდილი, გულზე დაკრეფილი ხელებით. მინდა ვიწვე საავადმყოფოს თეთრ პალატაში და მოდიოდნენ ჩემი მეგობრები.  მოდიოდნენ თითების მტვრევით და მოჰქონდეთ ფორთოხლები. დიდი ოქროსფერი, ოქროსფერი ფორთოხლები, მზის სხივებივით კაშკაშა, უნაკლო, ტკბილი ფორთოხლები და ფრთხილად აწყობდნენ შემოსასვლელში მდგარ პატარა მაგიდაზე. მინდა მოდიოდნენ ჩუმად, ფეხაკრეფით, სახეებზე აღბეჭდილი დაბნეულობითა … ვრცლად ფორთოხლები

ნუ გააღვიძებ გოლიათს

დავიღუპები,ჩაყოლილ ხსოვნებს ოდესმე სადმე გაეღვიძებათ. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს, რაც სიცოცხლეში არ შეიძლება /ნ. სამადაშვილი/ რა უნდა იყოს ჭეშმარიტად ინგლისურ რომანში? მეფე ართური და მისი რაინდები, ნისლი, პირქუში მონასტრები და საიდუმლოებით მოცული მკაცრი ბერები, დრაკონები, ჩაი, ელეგანტური საუბრები … რომანში “დაფლული გოლიათი” ეს ყველაფერი არის,ამიტომაც, ბრინატელი კრიტოკოსები ერთხმად აღიარებენ მას მე-20 საუკუნის “ყველაზე ინგლისურ რომანად”, რომელიც,რაოდენს … ვრცლად ნუ გააღვიძებ გოლიათს

მათ, ვინც ხედავს და ვისაც ესმის

ელიფ შაფაქს ეხერხება ოჯახების ამბების თხრობა. თან ისე კარგად, რომ ხანდახან გგონია,შენც იმ ოჯახის წევრი ხარ, რომლის ამბავსაც კითხულობ.შაფაქის ოჯახები სხვადასხვანაირია თურქული, ქურთული, სომხური,ბრიტანული, ამერიკული,დიდი, მცირე, ხმაურიანი, მშვიდი,ბედნიერი, მდიდარი,მაგრამ მათ ყველას აერთიანებს – ტრაგედია, საკუთარი, მხოლოდ მათთვის გასაგები. შაფაქს ამბების სხვადასხვა პერსპექტივიდან გადმოცემაც კარგად გამოსდის. მისი წიგნები არ არის ერთ დროს,სივრცესა და გადმოსახედში ჩაკეტილი. ასეთია … ვრცლად მათ, ვინც ხედავს და ვისაც ესმის

ღია წერილი ილია II-ს

საღამო მშვიდობისა ბატონო პატრიარქო თქვენთვის წერილი აქამდე არასდროს მომიწერია,ამიტომ არ ვიცი, თქვენც ათ საათზე იძინებთ თუ არა, ან გაღვიძებისას სტაფილოს წვენს თუ სვამთ, არც ის ვიცი, რომელ საათზე ლოცულობთ, მაგრამ მჯერა, ჩემი წერილის წასაკითხად დროს მაინც გამონახავთ. თავს ნუ გადაიღლით, ქალბატონ შორენას წააკითხეთ. “დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში … ვრცლად ღია წერილი ილია II-ს

ბომონების დამსხვრევა

ვუშვებთ შეცდომებს და მერე ამ შეცდომების ხელახლა დაშვების შიშით ბევრ რამეზე ვამბობთ უარს. ვუშვებთ შეცდომებს და საკუთარ შეცდომებზე სწავლას ვცდილობთ. ვუშვებთ შეცდომებს და მერე ამ შეცდომების შედეგებს დიდხანს ვიმკით. ვუშვებთ შეცდომებს და მერე ამ შეცდომების ტყვეები ვხდებით. ვუშვებთ შეცდომებს და მერე ყველა ახალი ნაბიჯი შეცდომა გვგონია. სისულელეა ეს ყველაფერი, ხელმეორედ გულის გატეხვის შიშით ვერშეყვარებული ადამიანები, … ვრცლად ბომონების დამსხვრევა