სახელმძღვანელოები დამწყები სნობებისთვის და ჩემი ინწელექტუალური საღამო

იმდენი ხანია პოსტი არ დამიწერია, მგონი დამავიწყდა კიდეც როგორ უნდა.
ჩემს არწერაში ბევრა წყალმა და მეწყერმა ჩაიარა.
თავისი დიდთოვლობით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებით, თესეუს აქციებით  ”ვარსკვლავებთან ცეკვით” და ლაიქების კონკურსებით.
მე ისევ აბიტურიენტი ვარ და დღეს ფაკულტეტების ჩამონათვალიც კი შევავსე გამოცდების ერვონული ცენტრის საიტზე, სხვათა შორის, ძალიან მარტივი და სწრაფია ონლაინ რეგისტრაცია. ^^
ქინდლი ჯერაც არ მიყიდია :დ თავს ვაჯერებ რომ ქინდლს თუ ვიყიდი ისედაც ზარმაცი საერთოდ აღარ ვიმეცადინებ, მაგრამ რა აზრის აქვს ფურცლებიანი წიგნებით და ინტერნეტითაც კარგად ვერთობი, ამიტომ ჯობდა მეყიდა ((

გუშინ ქართულზე მივდიოდი და ბოლოს წაკითხულ წიგნზე ვფიქრობდი “1984″ დავამთავრე ერთი კვირაა, მერე ჩემი ფიქრები ერთ საუბარს გადასწვდა, რომელსაც შემთხვევით შევესწარი და საკმაოდ უცერემონიოდ შევიჭერი სამი ინელექტუალი სნობის პოლილოგში ლიტერატურის შესახებ ^^
ერთი იაპონურ ლიტერატურას აქებდა, თან ისეთი ტერმინებით, რომელთა ნახევრის მნიშვნელობა ალბათ თვითონაც არ ესმოდა; მეორეც კლასიკა ჰყვარებია და ძველ და ნაცად წიგნებზე დებდა თავს, მესამე კი ჩემი მეგობარი, რომელსაც ვახლდი, თანამედროვე ლიტერატურის დიდი მოყვარულის როლის მორგებას ცდილობდა და ფამუქს ყველა ბრუნვაში ატრიალებდა ეპითეტებით: “გენიალურია” “როგორი ღრმაა” “გავგიჟდი” დროდადრო ბურჭულაძის ნიჭითა და ექსპრესიითაც ასწრებდა აღფრთოვანებას, მე კი ვიდექი დაბნეული და არ ვიცოდი როდის შევჭრილიყავი საუბარში :დ (დიახ, შეგიძლიათ უზდრელი დამიძახოთ!)
ლიტერატურიდან სინემატოგრაფიაზე გადაინაცვლეს თავისი ფელინით, ბერტოლუჩით, ალაგ პაზოლინით და “ყავით და სიგარეტით”
ვინაიდან კინოს სფეროში აბსოლუტური დილეტანტი ვარ და “ეშმაკი ატარებს პრადას”  ვერ გავცდი (ჰმ) ისევ ლიტერატურაზე გადავიტანე საუბარი კითხვით: “ბოლოს რა წაიკითხეთ გოგოებო?”
მივიღე თვალების ფახური და ჩაფიქრება ( აი მაიკო ასათიანი რომ ჩაფიქრდა “ნანუკას შოუში” ამ უკანასკნელმა ანალოგიური კითხვა რომ დაუსვა)
ერთმა, აი იმან, კლასიკის გიჟი რომაა “მექანიკური ფორთოხალი” წავიკითხეო მომახალა გამარჯვებული სახით ^^ დანარჩენა ორმაც თეთრი ფინჯნების მაღლიდან გადმომხედეს ირონიულად.
მოგეწონა?  არ დავიბენი მეც (თან თვალები ავაფახულე) ყავას არ ვსვამ და მეტი დამაჯერებლობისთვის ჩაი მოვყლუპე.
-ის მომენტი აი ვიღაც მოხუცს  ”კრისტალოგრაფიის საფუძვლები” რომ წაართმევენ, ვაგრძელებ მე ერთი კვირის წაკითხული წიგნის შინაარსზე ჟღურტულს. (თვალებს ისევ ვაფახულებ)
-ააა, ხო, ვიცი ეგ
-და მერე იმ მოხუცი რომ  ალეკსის შეყვარებულს რომ დაარტყამს (მოფიქრებაში ვარ გენიოსი) რისკზე წავედი
-ხოო ეგეც კარგია
ჰეჰ, ფილმიც არ აქვს ნანახი ! (გავიფიქრე და ჩაის ფინჯანში ჩავმალე ღიმილი)
გოგოებთან ლიტერატურაზე საუბარი აღარ გამიგრძელებია, ოსკარების კაბებზე საუბარი აღარ შევაწყვეტინე ^^ (დაა აი აიმ ქერას რო თეთრი კაბა ეცვა და იმას კიდე იოვოვიჩს)
ამ ისტორიით, რომელიც ცოტა შევალამაზე, ის არ მითქვამს რომ მე განათლებულობის და ინტელექტის პიკი ვარ (არ ვარ და :( ) არც ის რომ ყველა გოგო სულელია (ეგ იმედზე თქვეს გარკვევით) არც ის რომ სნობები ძირითადად გაუნათლებელი და ძაან გოგოების პოზაში ჩამდგარი შტერები არიან ^^
უბრალოდ ერთი იდეა გამიჩნდა და მინდა გაგიზიაროთ
ხომ შეიძლება ვინმე ჭკვიანმა გამოუშვას სახელმძღვანელოს “დამწყები სნობებისთვის” ვთქვათ ლიტერატურის ან კინომატოგრაფის დარგში.
სადაც შევა მსოფლიო კლასიკის და თანამედროვე ბესტსელერების მოკლე (მაგრამ ზუსტი) შინაარსები, მთავარი გმირების სახელები და დახასიათებები მაგალითად: ანნა კარენინა, სასოწარკვეთის ზღვარზე მისული, დახვეწილი ქალბატონი, სიყვარულს აყოლილი და თავგანწირული :დ (ღმერთო)
ასევე საუკეთესო მომენტები ნაწარმოებებიდან.
ეს წიგნები უნდა გამოვიდეს მობი ფორმატშიც, რომ ახალგამომცხვარმა სნობებმა  შეძლონ თავიანთ მოდურ აქსესუარ-ქინდლში მათი წაკითხვა.
კინოს შესახებაც კარგი იქნება ანალოგიური წიგნი, სადაც შევა მსოფლიოს “მასთ სი” ფილმები ფერადი ილუსტრაციებით და სიდი დისკი, მცირე ვიდეო კოლაჟით ამ ფილმებიდან.

ვინმე ჭკვიანი ოდესმე აუცილებლად დააპატენტებს ამ იდეას, ვიცი :დ

წავალ ახლა ცოტას ვიმეცადინებ, სხვა თუ არაფერი, მაინც აბიტურიენტი ვარ და მევალება ^^
ისე ირონიაა, თესეუს ცემა-ტყეპის ფონზე შევსებული ჩემი ანკეტა ))

სახელმძღვანელოების დახვეწაზე კი ვიფიქრებ და ჩემი მეგობრის ხელით გავუგზავნი პირველ ეგზემპლარს ბერჯესის მოყვარულ გოგოს ^^

დაალაიქეთ ბლოგის გვერდი ფეისბუქზე
სხვა თუ არაფერი, სტატუსებს მაინც ვწერ ხშირად ^^

Posted in ბოდიალა, ისინი, მე ქართველი ვარ, მოჟურნალისტო ამბები, ფერად ბლოგზე, Review | Tagged , , , , , , , , | 10 Comments

Protected: Posts from wordpress vol.3

This post is password protected. To view it please enter your password below:

Posted in Review | Tagged , , , ,

მზის

არის რაღაცები, უბრალო, მარტივი რაღაცები, რაც ძალიან გახარებს, რაც ყოველთვის გაღიმებს და გათბობს.

დილის რუტინა
თბილი საწოლი
ფანჯრები
ქარი
ხუჭავ თვალებს

ქარი
ფანჯრები
უნდა ადგე და ცხოვრებას შეერიო.

ყოველი დილა ჩემთვის ტრაგედიაა, მოჟამული ამინდი, ნაცრისფერი პეიზაჟი, იგივე ადამიანები, სკოლაში, ქუჩაში, ყველგან.

ასეთ დილას ვერაფერი ისე ვერ ავსებს და ახალისებს როგორც მზე.
თებერვლის სუსტი, მაგრამ მაინც მზე, სულ ერთი სხივი, ერთი ყლუპი სითბო ფანჯრიდან დანახული და ყოველი დილა დღესასწაულია.
როცა გათენება გიხარია, როცა მიდიხარ მოწყენილ ქუჩებში და გეღიმება, გეღიმება უსაფუძვლოდ, გიჟურად და მზის სხივები მოგყვება.

უზარმაზარ ბედნიერებას მანიჭებს თითოეული მზიანი დილა, კიდევ ერთი ნაბიჯი გაზაფხულამდე.
მე გაზაფხულის გოგო ვარ.
ფერები
ფერები
და მზეები
პეშვებით ნაგროვები
ნალოლიავები, ზამთრის ცივ დღეებში
თმაში ჩაწნული მზეები.

ვიხსნი მუქ სათვალეს, სახეს მზეს ვუშვერ და ვდგავარ მშვიდად, ღიმილით. გული კი თითქოს გარეთ გამხტომას ცდილობს.
ვდგავარ მანამდე, სანამ ვინმე გამვლელი გაოცებულ მზერას არ მომპყრობს.

დილიდანვე ვუსმენ ნინას  და ვიჯერებ რომ ძალიან ცოტა კმარა ბედნიერებისთვის.

როცა ჰაერი აღარაა ნაცრისფერი და გამჭვირვალე სილურჯე ეპარება, როცა ქარი ძვლებში აღარ გატანს მაშინ მეღიმება. მაშინ ხდება ნაბიჯები რიტმული და ცხოვრება ფერებს იბრუნებს.

უკვირთ!
გიკვირთ!
მიკვირს!

მემზევება.
ჩემი გაზაფხული მოდის.

დილის რუტინა
თბილი საწოლი
ფანჯარა
ქარი

ოღონდ მზე იყოს

ოღონდ მზე იყოს და ჯანდაბას!

ვივსები!

ახლა საშინელი განწყობა მაქვს, ცუდი ამბებით დატვირთული, დაღლილი, ბოროტი, მაგრამ ხვალ ისევ ამოვა მზე და გავიღიმებ!!


მათთვის ვინც მზეს
ხედავს!

 მზესასწაული იწყება მალეო!!

ჩემმა მზისფერმა და მზისგულა ანემ დამიწერა ჰოდა ვიმზესასწაულოთ ^_^ <3 

Posted in ბოდიალა, პირადი, პირადი ბოდვები, წაკითხავდ არ ღირს | Tagged , , , , | 4 Comments

Audrey

My invarieble gravatar

Audrey Hepburn is one of my favourite actress. I love her style, her great eyes! I think that she is gorgeous.
There are some photos from my photo archive.

She is  real princess of screen!

Posted in ისინი, PhotoLife | Tagged , , , , , , | 2 Comments

ქართული ფოტო “ინდუსტრია”

წინასწარი გაფრთხილება!

თუ მოცემულ ესეში ამოიცანით საკუთარი თავი და ამან თქვენში გაღიზიანება, გაბრაზება ან მსგავსი ემოცია გამოიწვია, გაძლევთ 5 რჩევას. გამოიყენეთ ნებისმიერი მათგანი, რომელიც თქვენ გინდათ:

1) დალიეთ ცივი წყალი;

2) სოდის ან სუფრის კოვზის გამოყენებით აირიეთ გული;

3) ჭამეთ შემწვარი ხახვი;

4) მოხარშეთ ინდაურის ჩიჩაყვი;

5) გემო გაუსინჯეთ ვადაგასულ კარაქს;

კიდევ კარგი ლუის დაგერი, თორემ რა გვეშველებოდა. მოგეხსენებათ დაგერმა 1820 წელს დაიწყო ექსპერიმენტები და 12 წლის შემდეგ გამოიგონა ფოტოაპარატი.

რას იფიქრებდა ვალ-დუაზელი ბიჭი, თუ გამოიგონებდა ნივთს, რომელიც მთელ მსოფლიოს მოივლიდა. მსოფლიოსთან ერთად რათქმაუნდა საქართველოშიც ჩამოვიდა, გვიან, მაგრამ მაინც.

დღესდღეობით საკმაოდ ბევრ თინეიჯერს აქვს ფოტოაპარატი, რომელსაც აუცილებლად იყენებს როგორც სურათების გადასაღებლას, ასევე აქსესუარად. აბა თუ ფოტოაპარატი გაქ და რუსთაველზე სეირნობისას მხარზე ან კისერზე არ ჩამოიკიდე, ეგაა სეირნობა?!

საქართველოში (და არამარტო) თუ ფოტოაპარატი გაქვს, აუცილებლად ხარ ფოტოგრაფი. მთავარია შენს ფოტოაპარატს ეწეროს canon, nikon ან sony. შესაბამისად თუ ფოტოგრაფი ხარ, უნდა გქონდეს სახელი, რომლითაც ხალხი გაგიცნობს, გაცნობის ერთადერთი და განუმეორებელი ადგილი კი “ოდნოა” რომელშიც უამრავი ადამიანი “დაგგოსწავს” და შესაბამისად უამრავი ადამიანი გაიგებს 2 რამეს.

1) გაქვს ძაან მაგარი ფოტოაპარატი

2) ხარ ძაან მაგარი ფოტოგრაფი

შესაბამისად შენი სურათების ატვირთვის დღიდან “დაგგოსწავს” უამრავი ადამიანი და მეგობრობის თხოვნასაც უამრავი “ოდნოს გეჟე” გამოგიგზავნის. მეტი რაღა გინდა, საზოგადოების მმართავი სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი ხდები.

გადავიდეთ იმ სახელზე (თუ რაც ქვია) რასაც დააწერ შენ ყველა ფოტოს, ქვედა მარჯვენა, ქვედა მარცხენა, ზედა მარჯვენა ან ზედა მარცხენა კუთხეში. არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

1) დაირქვა სახელი, შენი გვარიდან გამომდინარე (მაგალითად “ფოცხვერა”)

2) დაირქვა შენი სახელისა და გვარის ინიციალები (მაგ: ფ.წ)

3) დაირქვა ის, რასაც შენი მეგობრები გეძახიან (“კლიჩკა”) (მაგ: ბალონა)

თქვენთითონაც მიხვდით რომ ზედმეტად ბანალური და გოიმური სამეული შედგა, აბა რა დროს “კლიჩკები” და ინიციალებია, XXI საუკუნა, რათქმაუნდა გემოვნებიან ფოტოგრაფს სახელი და გვარი უნდა ეწეროს სურათზე.

გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, სურათების გადაღებაზე.

გადაღებისთვის შესაბამისად უნდა შეარჩოთ “კარგი ადგილი”, რომელიც შეიძლება თქვენი “ტვალეტის” სარკის წინ მდებარე მოკლე სივრცეც კი გახსეს. თუ გვაქვს უკეთესი პირობები და ზალაში გვიდგას “ტროიკა”, არც ის იქნება ურიგო. მოდით ჯერ განვიხილოთ როგორ იღებენ სურათებს “დეზლები”:

1) სიგარეტს პირში იჩრიან და გაურკვეველი მიმართულებით იყურებიან. (სიგარეტი ძირითადად ვულგარულობის ან ცხოვრებაზე ხელჩაქნეულობის გამომხატველია).

2) ტელეფონი ხელში უჭირავთ და მეტი ეფექტურობისთვის ტუჩებს ბერავენ, ვითომ ლაპარაკობენ. (სხვათაშორის მსგავსი ფოტოს გადაღება სასაფლაოზეც კი შეიძლება).

3) სარკეში იხედებიან თავიანთ აპარატთან ერთად და წარბებს ქაჩავენ რაც შეიძლება ზევით.

4) ტუჩებს პრუწავენ ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე.

5) ასრულებენ თითების შემდეგ კომბინაციას > \/ < (Victory).

6) იღებენ გაოცებულ სახეს.

7) ე.წ “რეიბანებს” იკეთებენ და ჩამონათვლიდან ყველა მცდელობას იყენებენ სურათის გადასაღებლად.

ხტებიან (სკამიდან, კუნძიდან, კომოდიდან, უნიტაზიდან და ფანჯრიდანაც თუ საჭიროა).

9) იღებენ სურათს პროფილში რათა გამოაჩინონ თავიანთი “კურნოსა” ცხვირი და დიდი ტუჩები (მაგრამ რეალურად კეხიანი და წვრილი)

10) იჭერენ დოინჯს და წინ იხრებიან (იკუზებიან)

როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გამოგვივიდა მაგრამ არსებობს პროგრამა რომლის დაუხმარებლადაც სასურველი ეფექტის მიღება შეუძლებელია. ამ დალოცვილ პროგრამას კი “ყველა ოცნების ამსრულებელი” ან უფრო გასაგებად Photoshop ქვია. მოცემული პროგრამის არ ცოდნაც საკმარისია სასურველი შედეგის მისაღწევად, მერე რა რომ სულაც არ ხართ ბუნებრივი და მერე რა რომ თქვენი ცხვირის ფართობი ათეულობით სანტიმეტრიდან – ათეულობით მილიმეტრამდე მცირდება, მაინც ფოტოშოპი.

მოცემული ჩამონათვლიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სარკე! ის არის საგანი, რომლის დაუხმარებლადაც შედეგიც მიღწევა და წონაში დაკლება ძნელადაა შესაძლებელი. გადაიღეთ თუნდაც ერთი სარკესთან, დაამატეთ რაიმე პოზა, დაამუშავეთ ფოტოშოპით და გპირდებით, საგზური “ყველაზე ლამაზებისკენ” გარანტირებული გექნებათ.

შემდეგი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეტაპი, დაარწმუნოთ თქვენი მეგობრები რომ თქვენი ციფრულის ხარისხი არის ძალიან მაგარი. მომყავს მაგალითი: გადაუღეთ სურათი ნებისმიერ ნივთს, მაგრამ უკეთესი იქნება ფანქარი დააფიქსიროთ. გადაუღეთ რაც შეიძლება ახლოდან რათა თქვენი ციფრულის ხარისხი მაქსიმალურად კარგად გამოჩნდეს. ვინაიდან და რადგანაც ფანქარი სურათში კარგი ხარისხით გამოჩნდება (მერე რა რომ იმ სურათში აზრი საერთოდ არ დევს) შესაბამისად თქვენ დაარწმუნებთ თქვენს ირგვლივ მყოფთ რომ გაქვთ უნიკალური ფოტოაპარატი.

სამწუხაროა, მაგრამ ეს ირონიითა და ცრემლით გაჯერებული რეალობა მტკიცედ აკრავს ქართულ საზოგადოებას. არ ვიცი რატომ იყენებს ჩვენი თაობა ფოტოაპარატს და საერთოდ სურათს გემოვნების გამსაზღვრელ ინგრედიენტად, მაგრამ ფაქტია რომ ვცდილობთ გავხდეთ ისეთები როგორიც არ ვართ (ფოტოშოპის მეშვეობით). რეფლექსად გვაქვს გამომუშავებული პოზის მიღება აპარატის დანახვის თანავე (რათქმაუნდა შესაბამისად ტუჩების გამოპრუწვა, შეშფოთება, წარბზე ხელის მიტანა, ახტომა და თითების კომბინაციით \/-ის მოხაზვა (მაგრამ სამწუხაროდ ისიც არ ვიცით რას აღნიშნავს ეს სიმბოლო)).

ცალკე თემაა “ყველაზე ლამაზები”, “ყველაზე ბუნებრივები”, “რეალურად ლამაზები”, “სამართლიანად გასულები”, “საოცრად საყვარლები”, “ყველაზე თსლ/დზლ ნაროდი”, “შენზე ლამაზები” და ა.შ რომელთა ჩამოთვლა ალბათ შეუძლებელია მათი რაოდენობის გამო. ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ფაქტი კი ისაა რომ ზოგიერთი თინეიჯერი იმისთვის იღებს ფოტოებს რომ ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთში მაინც მოხვდნენ. ვიმედობნებ რომ მსგავსი გვერდების რაოდენობა შემცირდება და ახლო მომავალში გაქრება კიდეც, მაგრამ მანმადე, გისურვებთ გამოჯანმრთელებას (მსგავსი სოციალური ფენიდან გასვლას)
  გიგი ჯავშანაშვილი

ეს ძალიან სასაცილო და ასი პროცენტით მართალი პოსტი, ერთმა ძალიან ნიჭიერმა ბიჭმა დაწერა, მე კი მომინდა თქვენთვის გამეზიარებნა, მართალია ცოტა ძველია, მაგრამ ახლაც ძალიან აქტუალური !!

გიგი <3

Posted in ისინი, მე ქართველი ვარ, მოჟურნალისტო ამბები, ფერად ბლოგზე, Review | Tagged , , , , , , , , , , , | 12 Comments

Protected: სიყვარულის ფიზიკა

This post is password protected. To view it please enter your password below:

Posted in ბოდიალა, მე ქართველი ვარ, პირადი, პირადი ბოდვები, წაკითხავდ არ ღირს | Tagged , , , , , , , , , , , ,

მეასე პოსტი

მეასე პოსტს ვწერ !
ბლოგისთვის რომელიც წელიწადზე მეტია არსებობს ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მე მაინც მიხარია, რაღაც სიმბოლურია!
ასი პოსტი!
ჰეჰ, ასი
არც ვიფიქრებდი თუ ჩემი გატაცება ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა ^_^
ძალიან მინდოდა რამე განსაკუთრებული პოსტი დამეწერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამენანა ერთი კონკრეტული თემისთვის ჩემი მეასე პოსტი და ვწერ ასე ზარმაცულად და უბრალოდ!

მეასე!!! ^_^

გილოცავ ბლოგუნა <3

 

Posted in ბოდიალა, ფერად ბლოგზე | Tagged , , , , | 3 Comments