დღევანდელი პოსტის დაწერას მსუყედ შეღებილ გოგონებზე ვაპირებდი, ქართულად რომ ვთქვათ “გაშპაკლულებზე” მაგრამ ქართველი (ფართო გაგებით) და მაგარი გოგო რომ იყო მარტო შპაკლი არაა საკმარისი, არსებობს რამდენიმე წყალგაუვალი კრიტერიუმი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდე.
პოსტში ძირითადად საუბარია პროვინციალურად მოაზროვნე “ნაროდზე” ავტორი იმედს იტოვებს რომ საღად მოაზროვნე საზოგადოებაში ასეთი კრიტერიუმები არ/აღარ არსებობს.
ჰოდა იმას ვამბობდი, მაგარი გოგო რომ იყო უბნის ბიჭების დაიკო და მუდამ მობირჟავე და თავისი დედის მაგინებელი, გრძელ (და ბინძურ) თმიანი შეყვარებულიც რომ გყავდეს + სხვა შენნაირების შურის ობიექტი გახდე ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე:
- “შპაკლი” უპირველეს ყოვლისა. აუცილებელია ყოველ დღე, მაშინაც კი ნაგავს როცა ყრი სახეზე სქელ ფენად გედოს კოსმეტიკა. კერძოდ ტონალური კრემი (რომელიც არ უნდა ეხამებოდეს შენი სახის ფერს, რაც უფრო კონტრასტული იქნება მით უკეთესი, რაც მთავარია უნდა იყოს მუქი) და ასევე პუდრაც. გაითვალისწინეთ რომ თქვენი მაკიაჟი უნდა მთავრდებოდეს ნიკაპთან და ყელი უნდა იყოს ქათქათა ვითარცა გედი. ასევე სასურველია თუ თქვენი მაკიაჟი მკვეთრად დამთავრდება ყურების ხაზთან, ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია როცა აწეულ თმას ატარებთ, დაე ყველამ ნახოს თქვენი გათვიტცნობიერებულობა სიურეალიზმში. ამას დაუმატეთ შავი ფანქრის სქელი ფენა თვალებზე და ტუში, რომლის წასმაც სამწუხაროდ საქართველოში არ ვიცით. არსებობს მეორე ტიპის მაკიაჟიც, თვალისა და ლოყების წენებით (არ ვიცი როგორ ქვია)(აუცილებლად თვალისმომჭრელი ცისფერი, ან მწვანე, სასურველია ვარდისფერიც) მაგრამ ეს უკვე უმაღლესი პილოტაჟია და ჩემსავით მოკვდავი ვერ შეწვდება.
- მუქი რეიბანები !
მხოლოდ მუქი და მხოლოდ რეიბენები!
ყველგან და ყოველთვის ))
ამაზე უკვე ვისაუბრე ერთხელ და ამიტომ აღარ განვავრცობ, მაგრამ მომავალი მაგარო გოგონები დაიხსომეთ “ინ რეიბანები ვი თვარსთ” ასევე აუცილებელია წვიმასა და ქარში ისეთი დამაჯერებელი სახით ატარო სათვალე რომ სხვები შურით დასკდნენ. - მაგარი გოგო რომ იყო საჭიროა შენი ინტელექტის კოეფიცინეტი იყოს ნულს ქვემოთ, ან თუ არაა მოხერხებულად უნდა დამალო, წარმოდგენა არ უნდა გქონდეს ვინ არიან უოლბეკი, ბერჯესი, ლიოსა ან თუნდაც დოსტოევსკი (ნუ ეს მაგალითად) შენი საყვარელი მწერალი უნდა იყოს ნოდარ დუმბაძე, ისიც იმიტომ რომ მე-7 კლასში მისი მოთხრობიდან ნაწყვეტი ისწავლე
(განვმარტავ მე პირადად ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე და დღემდე გულწრფელ ღიმილს მგვრის, მაგრამ არ მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც 12 წლის მერე განვითარებს წყვეტენ და მათ საყვარელ მწერლად დუმბაძე რჩება)
იცი დუმბაძე? ბონუსად შეგიძლია დაამატო რომ “შერლოკ ჰოლმსი” გაქვს წაკითხული ე.ი ინტელექტის პიკი ხარ. - უნდა უსმენდე პაპსას თან მრავლისმეტყველი სახით უნდა ამტკიცებდე მის სიდიადეს, თუ ვინმე ტუტუცი გაბედავს შემოდავებას დამცინავი სახით უნდა აუხსნა რომ დღეს ლედი გაგაა ძივა და ჯასტინ ბიბერი ღმერთი.
მაპატიეთ გამოთქმაზე და გარტყმაში არ უნდა იყო ვინაა ზაპა, ან ჯაგერი, სამაგიეროდ სხაპასხუპით უნდა იცოდე რიანას საცვლის ფერები. სასურველია დროდადრო მოგწონდეს “ბითლზი” ეგ ის ჯგუფია თი-ბი-სი-ს სიმღერას რომ მღერის და ორი წლის წინ რინგტონად რომ გეყენათ.
მუსიკისთვის არსებობს მეორე ვარიანტიც ეს არის ქართულის (კერძოდ მთის) სიმღერების დამახინჯებული (ვაგზლის) ვარიანტების ფართო ასორტიმენტი და უცვლელი რუსულები )) ეს სიმრერები უნდა ჩაწეროთ მობილურში, ასევე გალობა და ხმამაღლა მოუსმინოთ ქუჩაში, აბა სად მაგარი გოგო და სად ყურსასმენი.
ამ პოსტის წერისას აღმოვაჩინე რომ საშინლად მეზარება გაგრძელება და მიუხედავად იმისა რომ სხვა უამრავი კრიტერიუმი არსებობს დღეს მოვრჩეთ

დუმბაძეზე მოგეკითხება!
სხვა დანარჩენზე ვხარხარებ ჯერ კიდევ
შენთვის განვმარტე სალ )) გულწრფელად
დამეზარა ძალიან
ხო იცი ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ძალიან ვღიზიანდები მაინც ))
და კიდევ რამდენი აკლია უჰ
მივხვდი ჩემთვის რომ იყო

და იმასაც მივხვდი რა კატეგორიაზე გიწერია და რა იგულისხმე
<3
კარგი გრაფინია ხარ შენ ))
ბითლზი არა, აგათა, ბითლ-ზ-ებ-ი. აი, ასე, ორმაგი მრავლობითით.
კიდევ, უნდა ლანძღავდე სერიალებს და პროფილს (თან, საქმის ცოდნით, ანუ იდეაში, ერთ გადაცემასაც რომ არ ტოვებ უნახავს), უნდა იყო მკვეთრად ოპოზიციური (ეს აუცილებელია, კაი გოგოობისთვის) და ძალიან ბევრს უნდა საუბრობდე სექსზე (მერე რა, რომ გარტყმაშიც არ ხარ, ჯერ არ გქონია და კიდევ დიდხანს არ გექნება, შენნაირებს მაინც მოატყუებ)…
არა მოლ მე გოგოების მაგ კატეგორიაზე არ ვსაუბრობ ))
ესენი მაგდენს ვერ ქაჩავენ ))
მე ბითლზი რომ მომწონს <3
შენ ბითლზი მოგწონს და არა ბითლზები.
ჰო, ახლა დავაკვირდი და აშკარად მეორე კატეგორიაში გადავედი. ბლოგოსფეროს მაგარ გოგოებში.
უი მაგაზე ცალკე პოსტი დაიწერება )
ცოტა შემრცხვა, რომ მეც რეიბანები მაქვს :დდდდდ მარა ამ ერთ ნაკლს იმედია მაპატიებ
“შპაკლი” მაგარი იყო, 20 სმ-იან ქუსლებსაც დავამატებდი მე
რეიბანები მეც მაქვს კატერინა )) თავარია რომ დანიშნულებისამებრ ვიყენებ, კიდევ ბევრი აკლია ამ სიას, უბრალოდ ბლოგერი ზარმაცია და მერე გააგრძელებს )
სხვა, უფრო რთულ შემთხვევებზეც დაწერ, ალბათ, მერე. აი, მოლიმ რომ ახსენა. ესენი, ასე თუ ისე, საშიშები არ არიან:)
გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან
უჰ, შენს გრავატარს კი არა, ზემოთ გვერდის ფოტოს მოვკარი თვალი:) აშკარად უფრო საინტერესოა:)
ჰო ბეტმენურ ფოტოს )) ჩემი გრავატარი ჩემი ოდრია <3
უი, ახლა დავაკვირდი, რომ ჩემი და შენი გრავატარები ჰგვანან:)
ჰო ძალიან საყვარელია ავატარი გაქვს <3
გამიხარდი ჩემს ბლოგზე ))
შპაკლი ყველაზე მტკივნეული თემაა,ნუ ინტელექტზე რომელსაც მალავენ მაგრამ საუბრისას თვალებში დიდი სიცარიელე ეტყობათ საუბარი აღარ არის…
ჰმ რეიბანები,ბითლზი და არც მე ვუყურებ სერიალებს და პროფილს)))))))))) მაგარი გოგო ვყოფილვარ:P რას მერჩით (
მეც მაგარი გოგო ვარ ))
შპაკლი, რომელიც გვაერთიანებს
ეჰ, აგათა, გიყურებ და ვფიქრობ მე და შენ ასე გოიმად ჩავალთ საფლავში

) მოკლედ ერრთხელ ამოცანებს მაკეთებინებდა მასწი და მივადექი ტოლსტოის ამოცანას და მასწავლებელს წავეწუწუნე არ მინდა – მეთქი. და იმ ბარბიმ არ იცი რა მკითხა ტოლსტოი რომელი მათემატიკოსიაო?
მწერლებზე გამახსენდა : მათეამატიკაზე ვემზადები მეთორმეტეკლასელებთან ერთად ერთი გოგოა ბარბის იმიჯში ჩამდგარი და მთელი ჯგუფი მაგას ეკაიფება ( ცოდვა გამხელილი ჯობს და იმ აყალაყუდა ბიჭებს მეც ავყვები ხოლმე
საყვარელი <3
შპაკლი ნიკაპამდე.
აბა ყელიც თუ გაიშპაკლე რაღა ვიდი აქვს შენს მაკიაჯს
ვერ “დავაკმაყოფილე” მოთხოვნები
ალბათ “შპაკლის ხელოვნების” შესწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება
რა თქმა უნდა ეს ყველა მოკვდავს არ ძალუძს ))
მეწყინა.. შპაკლს არ ვისვამ, მაგრამ დუმბაძე დღემდე ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მწერალია, დოსტოევსკი კი არ მიყვარს და ამიტომ არ ვკითხულობ… ეს რომ იმბეცილობად ჩაუთვალო, შენი მხრიდან იქნება ბავშვურობა. მოკლედ, არ ვალაიქებ, არ ვეთანხმები და მაგიტომ, არ არის კონკრეტულად გამოყოფილი დახასიათებები, პირიქით, ზოგადია და ძალიან ბევრი უდანაშაულოც ხვდება ამ კატეგორიებში :დ
აბსოლუტურად გეთანხმები, დუმბაძე მეც ძალიან მიყვარს დოსტოევსკი კი მაგ ჩამონათვალში შემთხვევით მოხვდა, მაგრამ ეს ჩემი თაობის სენი უფროა ))
ვა რა მაგარია,რომ ჩემგან ეგ ყოველივე უბრალოდ შორს კი არა ძალიან შორსაა,დაჟე ეგეთი მეგობრებიც კი.. ) ვეერასდროს გავუგებ ეგეთ გოგოს და შესაბამისად არც მეგობრები მყავს ეგეთი,საკუთარ თავზე აღარაფერს ვიძახი.
შენ ვერ გახდები მაგარი გოგო :დ
არაფერი გეშველება ჩემი არ იყოს ))
ველქომ ჩემს ბლოგზე ))
აგათა აქვე მეც ჩავამატებ თქვენის ნებართვით ასეთმა გოგოებმა არ იციან საჭმლის გაკეთება,უეჭველი წაკითხული აქვთ “უკანასკნელი ფოთოლი”და უყვართ შექსპირი იმიტომ რომ ნანახი აქვთ ფილმი “რომეო და ჯულიეტა” (ოღონდ სერიალი დიდი ხნის წინ რომ გადიოდა
)
სანდრო საჭმლის გაკეთება შეიძლება მშვენივრადაც იციან, მაგრამ ამბობენ რომ სამზარეულოში არც კი შეუხედავთ. მეეჭვება ო’ჰემრიზე გაგონილი მაინც ჰქონდეთ, ხოლო შექსპირის მაგიერ გალაკტიონი ეყვარებათ ალბათ )
რატომღაც, მაგ კრიტერიუმებში მე შპაკლმოძულეობას უფრო დავასახელებდი. “ფუ, რას ითხაპნით, რა გოიმობაა დაშპაკვლა.. ” ჰო, კიდევ დუმბაძეზეც არ გეთანხმები. ნამდვიალდ გულწრფელ ნათქვამად ჩავთვლი, თუ ადამიანი დუმბაძეს დაასახელებს საყვარელ მწერლად, ვიდრე მარკესს, რომელიც რატომღაც ტრენდადაა ქცეული მაგარ გოგჩოებში. ყოველთვის ეჭვი მეპარება, რომ წაკითხული აქვთ.
მარკესი გაგრძელებაში იქნება, წაკითხული არა გაგონილი ექნებათ “მარტოობის 100 წელი”
შპაკლთმოძულეობაზე რა გითხრა, იმსისქე ფენა ადევთ ხოლმე, სირცხვილიც კი იქნება ვინმეს უთხარ რას ითხაპნებიო ))
მოკლედ აქ ისეტი ამბებია გადავირიე ლამის
ბევრ რაღაცაში არ გეთანხმები. მაგ. ცუდი მაგალითია დუმბაძე. მე რაც არ უნდა წავიკითხო ბოლოს დუმბაძეს ვუბრუნდები. ვფიქრობ მაგ გოგჩოებს უბრალოდ გაგონილი და სკოლაძი დაზუთხებული ექნებატ დუმბაძე, ხოდა აბა სად დუმბაძე და სად ეგ გოგჩოები. ისე მაგ სიაში ბევრი რამე ჩასამატებელია, ნუ მოკლედ გაგრძელაბა სჭირდება. დიდი მადლობა შენი პოსტებისთვის, ახლახან აღმოგაჩინე (ამერიკასავით კი არა
) და მოწყურებულივიტ ვკითხულობ შენს პოსტებს. ოკ წავედი სანამ გამაგდებ
:დ დიდი მადლობა კომენატრისთვის, არ გაგადგებ მერწმუნე, ძალიან მიხარია აქ რომ ხარ ))
დუმბაძეს რაც შეეხება ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ მე პირადად, ძალიან მიყვარს დუმბაძე, უბრალოდ არ მიყვარს ის ადამიანები მართლა სკოლაში დაზუთხულს რომ ვერ გასცდენიან, ეს გოგები რომელბეზეც მე ვწერ მთლად მარკესს ვერ ქაჩავენ :დ ))
გასაგრძელებელია კი აღნიშნულის მაქვს, მაგრამ მე ხომ ზარმაცი გოგო ვარ და მეზარება
Pingback: მაგარი გოგოოების კრიტერიუმები Vol. 2 | ზარმაცი გოგოს ბლოგი
au kargi )) nu mkrexelob)
ბოდიშიიი? :დ ^_^
იქნებ ზუსტად ამიხსნათ მკრეხელობა რომელ აბზაცში ნახეთ?