მართლა რას ვერჩი ამ ადამიანს?!
არც არაფერს (ადრეც არ ვერჩოდი კონკრეტულად ადამიანს, ახლა მითუმეტეს არ ვერჩი)
რაც მოთხოვნადი და ყურებადია იმას აკეთებს, რაც სმენადი და ატაცებადია იმას უშვებს.
მეტი რა ქნას?
არაჩვეულებრივი რეიტინგი აქვს!
იქნებ თვითონ სულაც არ მოსწონს თავისი მდარე ხარისხის გადაცემები მაგრამ რადგან ხალხი ითხოვს სანახაობას, ხალხის სურვილს ვერსად წაუვა.
და ერთი-ორი ვითომ ძალიან განვითარებული და “გლამურული” სუბიექტის კრიტიკის გამო, რომლებსაც თავი განვითარების და გემოვნების ევერესტად მიაჩნიათ გადაცემას ვერ დახურავს!
მოკლედ პოსტი მაია ასათიანზე დღეს (და არც არასდროს) არ იქნება!
რაღა მისი გამოჩენა და რაღა მეორედ მოსვლა, მაუსი არ მომიბრუნდება მესიას როგორ შევადარო?! თან მესია მხსნელს ნიშნავს თუ სწორად მახოვს, ხსნა კი ჯერ-ჯერობით ისევ არსადაა, ამიტომ ცოტა ხანით ისევ მიწაზე დავეშვები.
მერე რა რომ მისმა გამოჩენამ არნახული ეიფორია გამოიწვია, მერე რა რომ დამყაყებულ ქართულ ჟურნალისტიკას კიდევ ბევრი მარაზმული სიუჟეტის გაკეთების საშუალება მისცა, მერე რა რომ ზოგ ბლოგერს ენა მოაფხანინა და რეიტინგი აუწია.
მერე რა რომ ახალი დემოტივატორების ინსპირაცია გახდა, მერე რა რომ ყველა ტელევიზია ჯერ იყიდა და მერე გაყიდა, მერე რა რომ მის რეზიდენციასთან რიგები დადგა! არც არაფერი!
მერე რა რომ ჩემი მშობლიური კუთხიდანაა, ჩემი სოფლიდან ძალიან ახლოს მისი სახლი დგას, მერე რა რომ ცოცხალი ბერა მინახავს (თინეიჯერო გოგოებო, ავტოგრაფებს მერე დავარიგებ) მერე რა რომ ამდენი კარგი გააკეთა თავისი რაიონისთვის და არა მარტო.
პოსტი ბიძინა ივანიშვილზე დღეს არ იქნება (და არც არასდროს)
ბიძინაზე გამახსენდა და მერე რა რომ სრულიად ქართული საგოგოშკეთი და ჯასტინ ბიბერის საფანეთი აღფრთოვანებისგან ზმუის? მერე რა რომ ჯიგარი, ქართველი, გულში მჯიღისჩამრტყმელი მამულიშვილები მის კლიპს აშეარებენ, მერე რა რომ საოცრად სიმპა”წ”იური, ნიჭიერი და აღმაფრთოვანებელია (რომ მყავს ლაივში ნანახი და ჩემი მეგობარი საერთოდაც კარგად რომ იცნობს აღვნიშე თუ ჯერ არა?) მერე რა რომ ქართული აქცენტით უნდა თქვა “თენქიუ”
პოსტი ბერაზე დღეს (და არასდროს) არ იქნება.
მერე რა რომ დიდად არ ვგიჟდები, ძალიან კარგი და სასიამოვნო მოსასმენია! ძალიან ბევრს უყვარს და პატივს სცემს. ქართველებმაც დიდი ხანია შევისისხლხორცეთ.
მერე რა რომ მეთოთხმეტე ჯაზ-ფესტივალზე არ ვარ. მეცამატეზე ხომ ვიყავი?! ეგეც დიდი საქმე. რა ვქნა ვერ ვარ ჯაზის თავგადაკლული ფანატი და რაღაცების გულისთვის გემოვნებიანი მუსიკის სიყვარულს ვერ დავიბრალებ (მერე რა რომ ხშირად ვუსმენ და კონცერტებზეც მოხიბლული დავრჩი) (ვისაც როკი უგემოვნო ჰგონია, გემოვნების განმსაზღვრელ კრიტერიუმებს გადახედოს ლუპით)
მერე რა რომ ასე კარგი, ჟღერადი და საოცარია.
პოსტი ჯაზ-ფესტივალზე დღეს არ იქნება (ოდესმე იმედია კი)
მერე რა რომ ამდენი პრობლემა დამიგროვდა, ან ის რო აბიტურიენტი ვარ (ვინ არ ყოფილა?!)
მერე რა რომ ბევრი მაქვს მოსაყოლი და ახალი ხელთათმანების ფოტოს გაზიარებაც მინდოდა.
მერე რა რომ ასეთი პოსტები უფრო კითხვადია?!
პირადი პოსტი დღეს არ იქნება (არასდროს ვერ დაგპირდებით)
მერე რა რომ წიგნებზე ვგიჟდები, ფურცლებიანებზეც, ელექტრონულზეც, მერე რა რომ დიდხანს ვარ ხოლმე შთაბეჭდილებების ქვეშ და სულ მინდა რამე დავწერო, მერე რა რომ გული მწყდება პირველად წაკითხვის ბედნიერებია განუმეორებელი რომაა.
მერე რა რომ უამრავი წაუკითხავი წიგნი დამიგროვდა?!
პოსტი წიგნებზე დღეს არ იქნება (ოდესმე კი, რამდენიც გინდათ)
მერე რა რომ აქტუალური და საინტერესოა, მერე რა რომ ქართველები ვერ ვერკვევით, მერე რა რომ ამ თემაზე ნორმალური ქართული ბლოგის მოძიება შეუძლებელია (არის ერთი, მაგრამ ლინკი დამავიწყდა) მერე რა რომ ვერავინ ერკვევა და ყველა იბრალებს?
პოსტი მოდაზე დღეს არ იქნება (ოდესმე არ ვიცი)
ნოდარიკო მელაძე და ჯეოსტარი-უკომენტაროდ!!
აბა რაზეა დღევანდელი პოსტი?!
ჯანდაბა სულ არ დავწერ!

აგათაკოს მანიფესტი
წიგნები დღეს არ იქნება და მერე რამდენიც გინდაო – განსაკუთრებით მომეწონა
მოლ დავწერ წიგნებზე, აუცილებლად დავწერ, შენს ბლოგს რომ ვკითხულობ მითუმეტეს მუზა მომდის ხოლმე ისე გემრიელად წერ ))
)
ჰომ ასეთი მანიფესტები ნაკლებად და ნაკლებად
მშვენიერი მანიფესტია!!! და სულაც არ არის აბსურდი. მიყვარს მე განწყობის ჩანაწერები
გმადლობ და ველქომ <3
მეც მიყვარს
განსაკუთრებით – ფავორიტი ავტორების ბლოგებზე.
ახლა აქ ჩემი თავიც ვიგულისხმო? :თავშიბოლომდეავარდნისსმაილი:
თამარ… კაი რა მეცამეტე ჯაზფესტივალზე არ ყოფილხარ..? სირცხვილი შენ…
ვიყავი
)
აგატა აგატა აგატა კარგი ხარ კარგი ხარ კარგი ხარ…… ისე ბოლოს უნდა მიგეწერა წამო დავლიოთო და სტოიციზმის ზეიმი გექნებოდა შენს ჩემ მიერ ახლადაღმოჩენილ ბლოგზე
ნინცა
მესტუმრე ხოლმე
MERE RA ROM …. CUTE
ნია პირველი კომენტარი <3
ჩემი ყველაზე ლამაზი და კარგი მკითხველი ))
მდაააა . . . მაია :fuck
დღვანდელი ბრიფინგის შემდეგ მე ბიძინა მიყვარს
და პინგვინები?
პინგვინებიც
shen ar erchi …
shen gerchian
chven gverchian
tvini caiges
GOOD FOR YOU !
გმადლობ
და ველქომ ზარმაც ბლოგზე ))
მომეწოონა მომეწოონაა )))
გმადლოობ გმადლოობ