ერი რომ ვართ ნიჭიერი, ანუ ამბავი ესე სასიკვდილო ნომრისაი და მისთ :)

ეს პოსტი უნდა დაწერილიყო

თბილისის დროით 2011 წელი. 7 მარტი. 22საათი და 00 წუთი. თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს თარიღი არაფერს ეუბნება, სანერვიულო არაფერია, უბრალოდ ჩართეთ ტელევიზორი!

ჰოდა მეც ჩავ(ე)რთე.

მოკლედ ორშაბათს ყველაზე რეიტინგული ქართული ტელე-შოუ “ნიჭიერის” ახალი სეზონი დაიწყო.

ყველაზე ძალიან რაც “ნიჭიერში” მხიბლავს ესაა ნაკლები პომპეზურობა, ზედმეტი უწი-პუწების გარეშე გაკეთებული მონტაჟი (ნუუ მცირე დოზით იყო, დიდსულოვნად ვპატიობ) მართლა ყურებადი ნომრები და წამყვანები.

წამყვანები

თიკა და ვანიკო მართლა კარგი წყვილია, კარგად მორგებული შოუს ფორმატს და ერთმანეთთანაც ზომიერად შეხუმრებული, ოდნავ სიცანცარეში გადასული იუმორით და უშუალობით. თიკა მარტო ლამაზი არაა, ვანიკო კი მარტო სასაცილო <3

წლევანდელ სეზონშიც მომეწონენ, განსაკუთრებით მაშინ “ლათინური რიმტების” ნომრისას რომ გამოვიდნენ ერთად :)

აშკარა მსგავსება :)

ჟიური

ახალი სეზონის მთავარი ინტრიგა და ყველზე დიდი ცვლილება სწორედ ჟიური იყო.

მაია ასათიანი სოფო ნიჟარაძემ ჩაანაცვლა, ჟიურის დედოფლისგან ზუსტად ისეთივე ბანალურობების ფრქვევას მოველოდი, როგორსაც მისმა წინამორბედმა შეგვაჩვია, მაგრამ სასიამივნოდ გაოცებული დავრჩი, სოფოს ასე თუ ისე ჰქონდა საკუთარი აზრი და არც წითელი ღილაკი დავიწყებია, მართალია თვალების გაფართოვებით ნიკა მემანიშვილსაც კი გადააჭარბა, მაგრამ ვფიქრობ მაინც მოერგო როლს!

სოფოს საუკეთესო მომენტი მერაბ სვანიშვილის გამოსვლისას იყო “თქვენ რა მართლა გინდათ რომ გაგთიშოთ?!” სრული გულწრფელობით ჰკითხა დარბაზს, ამ დროს მეც მანდ ვიჯექი და არ დამავიწყდება მისი ემოცია დარბაზის “კიიიი” რომ მოისმინა

ვანო, ვანო, ვანო
მისი შოუს მაყურებელი არასდროსვ ვყოფილვარ, პროტესტს მიჩენდა უნიჭოდ დაწერილი და შესრულებული ხუმრობები, მუდამ ერთი და იგივე თემებით აპელირება, თუმცა “ნიჭიერმა” საკმაოდ შემიცვალა მასზე წარმოდგენა, საჭირო ადგილას საკმაოდ კარგი ხუმრობები, ზომერად კატეგორიულობა და რაც მთავარია არც ერთი სიტყვა მთავრობაზე, დემოკრატიაზე და თავის ზომებზე.

ვანოს საუკეთესო მომენტი თემქელი მაყვალა ქობულაშვილისთვის ბზრილა-ბზრიალით ნათქვამი “არა” იყო.
ეთერში ვერ მოხვდა მაგრამ მერაბ სვანიშვილის გამოსვლისას ვანომ სცენაზე ასულ ერთ-ერთ მოხალისეს უთხრა “გათიშე ტელეფონი, თორემ მაგასაც გათიშავს” ამ მოსწრებული ხუმრობით ვანომ მაყურებლის ტაში და “მაგის” თვალების ბრიალი დაიმსახურა.

გეგა ფალავანდიშვილი

ჩემთვის საკმაოდ მძიმე თემაა, არ მინდა მისით აღფრთოვანებულ საზოგადოებას იმედები გავუცრუო, მაგრამ არც პირველ სეზონზე მესმოდა მათი და არც ახლა, გეგას კულტი “ნიჭიერში” აშკარა იყო და ახლაც იკრებს ძალებს :)

ის ჟიურის საკმაოდ მკაცრი და მე თუ მკითხავთ ობიექტური წევრია!
გეგა “ტაკ დერჟაწ” :) :) :)

ეთერი
ორშაბათის შოუ, სხვადასხვა ჩაწერათა ნაკრებს შეადგენდა, ერთმანეთს მიწყობილმა წარუმეტებელმა ნომრებმა, უფრო გაამძაფრა წარმატებულების ნიჭი.

არ შემიძლია რამე არ დავწერო მერაბ სვანიშვილზე, მისი გამოსვლისას დარბაზში ვიჯექი და ძალიან დიდხანს ვისმენდი დისკუსიას გათიშავდა თუ არა დარბაზს! გადაცემაში ბევრი კადრი ამოჭრეს (საბედნიეროდ) ისე კი კაცმა, რომელმაც მშვიდობა მშვიდობა მშვიდობა და კიდევ მშვიდობა(10x) გვისუვა, ძალიან გაბრაზებულმა დატოვა სცენა (ახია მაგაზე :) )

თვალები დახარეთ ბიჭოოოო!!

მისი ნომერი ნამდვილად არ იყო ეფექტური, თუცა მისი შეუდრეკელობით კი ნამდვილად მოვიხიბლე, ჩაწერის მეორე დღეს შემხვდა და კვლავ მონდომებით იმტკიცებოდა ყველას გავთიშავდიო :) :) <3

ორშაბათის შოუში რამაც გამაღიზიანა იყო ნატალი ვეფხვაძის გამოსვლა, უფრო სწორად კი რაკურსი, რომლითაც ეს გამოსვლა გაშუქდა, მოხდა აქცენტირება 9 აპრილზე (ვიცი რომ დღემდე გვტკივა) მხედველობის პრობლემებზე და მისთ. არადა ნატალის საკმაოდ ძლიერი ხმის ტემბრი აქვს და ჩემი აზრით ისეც შეძლებდა “კის” მოპოვებას :)
ეს გულისამაჩუყებელი  კადრები ქართული “ნიჭიერის” თანმდევია, ეტყობა ჭრის მაყურებელზე :)

იყვენ წარმატებულები : ვორტექსი, (სინქრონი, როგორც გეგა იტყოდა) გიორგი ბაღნაშვილი (დაქი) “მარტო ცეკვავ თუ პლუტოსთან ერთად?”, “ლათინური რიტმები” (ძალიან ლამაზი გოგოები და ძალიან პატარა ბიჭები) ივი აღასიანი (ეფექტური იყო, რაც ვნახე), ადამიანი კაუჩუკი ((0_0) ჩემი დის სახე არ დამავიწყდება,) “ჰერელი გოგონები” (პოპულარობის მსურველები ლაგოდეხიდან) :) ინსტრუმეტლაური კვინტეტი :)   ნინო ასანიძე, კობა გუგუნიშვილი (ჰო, რა ვიცი) ნინია როხვაძე (გოგო ნუცუბიძედან <3) ნატალი ვეფხვაძე, ნიცა ყიფიანი (ძალიან საყვარელი და ძალიან ნიჭიერი ოღონდ სახლში :) ) ნიცას შემთხვევაში თავი იჩინა ქართული “ნიჭიერის” კიდევ ერთმა სპეციფიკამ “დედა რა საყვარელია-მ”ჩემი აზრით სწორედ რომ ამის გამო მოხვდა ნახევარ ფინალში ნიცა, გავხსენოთ შარსანდელი შემთხვევა მარიამ ფაჩულია :)
ასევე მატრიცული პანტომიმა, მიუხედავად იმისა რომ მათზე უკვე ყველამ დაწერა, უბრალოდ არ შემიძლია ვთქვა “ყოჩაღ!!!!!”

იყო წარუმატებლობები, თან არე ერთი.

მიუხედავად სოფოს “მაია ასათიანი ემოციებისა” (ხანდახან) გეგას სიმკაცრეებისა (ზედმეტად) ვანოს (ნუ ვანოზე კარგის მეტი რა მეთქმის, ტყულად კი არ ვყვიროდი “ივანეეეეე”)

მიუხედავად “ვაიმეეე” კონკურსანტებისა (აქა-იქ) მიუხედავად ყველაფრისა “ნიჭიერი” დაიწყო და ძალებს იკრებს!

მე მიყვარს ნიჭიერი

GOOD lUCK <3

მომავალ პოსტამდე
აგათა :)

ფოტოები www.nichieri.ge

About agatako

ზარმაცი გოგო
This entry was posted in ფერად ბლოგზე, Review and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ერი რომ ვართ ნიჭიერი, ანუ ამბავი ესე სასიკვდილო ნომრისაი და მისთ :)

  1. Molly Bloom says:

    გუდ ლაკ :)

  2. Pingback: » ნიჭიერი ბლოგერებთან ერთად - ნიჭიერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s